კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერს დავკარგავთ და მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ" - სერგეი შამბა
"ყველაფერს დავკარგავთ და მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ" - სერგეი შამბა

ჩვენ ღრმა კრი­ზის­ში ვართ და თუ ამ კრი­ზი­სი­დან არ გა­მო­ვალთ, მერე მუხ­ლებ­ზე დავ­დგე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს ან რუ­სეთს ვთხოვთ თა­ვი­ანთ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მიგ­ვი­ღონ. ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ყო­ფილ­მა ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სერ­გეი შამ­ბამ გა­ნა­ცხა­და.

„ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სრულ უმოქ­მე­დო­ბას ვხე­დავთ. უუ­ნა­რო­ნი არი­ან რამე გა­ა­კე­თონ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ყო­ველ­თვის გვეს­მის, ადრე რა უკე­თე­სი იყო. ჩვენ არ გვსურს, რო­გორც ადრე იყო. ჩვენ უკე­თე­სო­ბა გვინ­და. გვსურს, ვი­ღა­ცა ად­გეს და გა­მო­ას­წო­როს ის, რაც ჩვენ­თან ხდე­ბა. ოთხი წელი გა­ვი­და და ვხე­დავთ, რომ ამ პრე­ზი­დენტს არ შე­უძ­ლია სი­ტუ­ა­ცი­ის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა მტკი­ცედ გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­ი­წყებს მოქ­მე­დე­ბას. ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ ჩვენ ღრმა კრი­ზის­ში ვართ, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით“, - გა­ნა­ცხა­და სერ­გეი შამ­ბამ.

მი­სი­ვე თქმით, „სა­ჭი­როა კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლა­ზე ფიქ­რი“.

„მე ვერ ვხე­დავ იმის პერ­სპექ­ტი­ვას, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კრი­ზი­სი­დან გა­მოგ­ვიყ­ვანს. თუ უახ­ლო­ეს დრო­ში ამ კრი­ზი­სი­დან ვერ გა­მო­ვალთ, ისეთ უფსკრულ­ში ჩავ­ვარ­დე­ბით, რომ­ლი­და­ნაც ვე­რა­სო­დეს ვერ გა­მო­ვალთ. მა­შინ რაში გვჭირ­დე­ბო­და ეს ბრძო­ლა? მას შემ­დეგ, რაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ვი­პო­ვეთ, ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო შევ­ქმე­ნით, რო­მე­ლიც არა­სო­დეს გვქო­ნია. ისე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც არა­სო­დეს გვქო­ნია. და ამით სარ­გებ­ლო­ბა არ შეგ­ვიძ­ლია, ვი­ნა­ი­დან არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი ხალ­ხია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ჩვენ ყვე­ლა­ნი, მათ შო­რის მე, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ვართ, რომ ისი­ნი მო­ვიდ­ნენ. რა­საც მე ვხე­დავ, ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც შე­უძ­ლია ქვე­ყა­ნა კრი­ზი­სი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს, ას­ლან ბჟა­ნი­აა. ხალ­ხს უნდა ავუხ­სნათ თუ რა ხდე­ბა. უნდა ავუხ­სნათ, რომ ხვალ ტრა­გე­დია გვე­ლო­დე­ბა, ისე­თი­ვე, რო­გო­რიც მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში მოხ­და, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი დავ­კარ­გეთ. კვლავ ყვე­ლა­ფერს დავ­კარ­გავთ და მერე მუხ­ლებ­ზე დავ­დგე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს ან რუ­სეთს ვთხოვთ თა­ვი­ანთ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მიგ­ვი­ღონ. ნუთუ ეს გვინ­და? მე ეს არ მსურს“, - დას­ძი­ნა სერ­გეი შამ­ბამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
0

სერგეი შამბას გამონათქვამებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა,რომ ერთი სისხლი და ხორცი ვართ. კაცურად უნდა დავჯდეთ და ვაღიაროთ,რომ გამოგვიყენეს ორივე მხარე და გვახოცინეს ერთმანეთი, ვიძახდით და არ დაგვიჯერეთ ეხლა მაინც ხომ ჩანს ყველაფერი. კიდევ უარესად გამოგვიყენებენ გონს თუ არ მოვეგებით.ერთმანეთთან არ გვიშვებენ დასალაპარაკებლად. ამიტომ კავკასიელები მიმტევებელი ხალხი ვართ და უნდა ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი საქართველო სანამდის თაობები დაგვეკარგება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ყველაფერს დავკარგავთ და მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ" - სერგეი შამბა

"ყველაფერს დავკარგავთ და მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ" - სერგეი შამბა

ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ და თუ ამ კრიზისიდან არ გამოვალთ, მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა.

„ხელისუფლების მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ. უუნარონი არიან რამე გააკეთონ. ხელისუფლებისგან ყოველთვის გვესმის, ადრე რა უკეთესი იყო. ჩვენ არ გვსურს, როგორც ადრე იყო. ჩვენ უკეთესობა გვინდა. გვსურს, ვიღაცა ადგეს და გამოასწოროს ის, რაც ჩვენთან ხდება. ოთხი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ამ პრეზიდენტს არ შეუძლია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. ჩვენ გვჭირდება მტკიცედ განწყობილი ადამიანი, რომელიც დაიწყებს მოქმედებას. ყველა აღიარებს, რომ ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა სერგეი შამბამ.

მისივე თქმით, „საჭიროა კრიზისიდან გამოსვლაზე ფიქრი“.

„მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ეს ხელისუფლება კრიზისიდან გამოგვიყვანს. თუ უახლოეს დროში ამ კრიზისიდან ვერ გამოვალთ, ისეთ უფსკრულში ჩავვარდებით, რომლიდანაც ვერასოდეს ვერ გამოვალთ. მაშინ რაში გვჭირდებოდა ეს ბრძოლა? მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ისეთი სახელმწიფო შევქმენით, რომელიც არასოდეს გვქონია. ისეთი თავისუფლება მივიღეთ, რომელიც არასოდეს გვქონია. და ამით სარგებლობა არ შეგვიძლია, ვინაიდან არაკომპეტენტური ხალხია ხელისუფლებაში. ჩვენ ყველანი, მათ შორის მე, დამნაშავეები ვართ, რომ ისინი მოვიდნენ. რასაც მე ვხედავ, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, ასლან ბჟანიაა. ხალხს უნდა ავუხსნათ თუ რა ხდება. უნდა ავუხსნათ, რომ ხვალ ტრაგედია გველოდება, ისეთივე, როგორიც მე-19 საუკუნეში მოხდა, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ. კვლავ ყველაფერს დავკარგავთ და მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ. ნუთუ ეს გვინდა? მე ეს არ მსურს“, - დასძინა სერგეი შამბამ.