პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან - ცვლილება ლომბარდის და ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის
ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან - ცვლილება ლომბარდის და ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის

პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 100%-დან 50%-მდე მცირ­დე­ბა.

იც­ვლე­ბა ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბულ სეს­ხებ­ზე ჯა­რი­მე­ბი­სა და სა­უ­რა­ვე­ბის ოდე­ნო­ბაც. სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი პი­რო­ბის დარ­ღვე­ვის გამო, მსეს­ხებ­ლის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს და ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ის ოდე­ნო­ბა, დღე­ზე სეს­ხის ნარ­ჩე­ნი ძი­რი­თა­დი თან­ხის 0.27%-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს.

რას გუ­ლის­ხმობს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია და რა იც­ვლე­ბა ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სექ­ტემ­ბრი­დან - AMBEBI.GE ამ თე­მა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტებს ესა­უბ­რა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპერ­ტი - ანი ალი­ბე­გაშ­ვი­ლი:

სეს­ხის აღე­ბი­სას ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ხდე­ბა წლი­უ­რი და ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბის და­ან­გა­რი­შე­ბა. ეს ორი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა.

წლი­უ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი არის ის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც მი­თი­თე­ბუ­ლია სა­სეს­ხო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში და ასა­ხავს სეს­ხის თან­ხა­ზე და­რი­ცხულ პრო­ცენტს, მაგ­რამ არ ასა­ხავს სეს­ხის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა ფი­ნან­სურ ხარ­ჯებს (რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად: სეს­ხის დამ­ტკი­ცე­ბი­სა და და­ზღვე­ვის სა­კო­მი­სიო, ასე­ვე, სეს­ხის გა­ტა­ნის სა­კო­მი­სიო და ა.შ.), ხოლო ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი არის ის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც ასა­ხავს სეს­ხის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა ფი­ნან­სურ ხარჯს. ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯი კი აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ცავს, რო­გორც ნო­მი­ნა­ლურ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს, ასე­ვე სეს­ხის დამ­ტკი­ცე­ბი­სა და და­ზღვე­ვის, სეს­ხის გა­ტა­ნის სა­კო­მი­სი­ოს, სი­ცო­ცხლის და­ზღვე­ვის სა­კო­მი­სი­ოს, და ა.შ.

ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით სწო­რედ ეს ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი ანუ მომ­ხმა­რებ­ლის მიერ სეს­ხის აღე­ბი­სას გა­წე­უ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ხარ­ჯი არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 50%-ს. კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი მხო­ლოდ სა­ლომ­ბარ­დე სეს­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იყო 50%-ზე მა­ღა­ლი და 97-98% იყო. შე­სა­ბა­მი­სად, სექ­ტემ­ბრი­დან ბან­კებს ამ გა­ნაკ­ვე­თის შემ­ცი­რე­ბა მო­უ­წევთ.

სა­მომ­ხმა­რებ­ლო, იპო­თე­კუ­რი და სხვა სა­ხის სეს­ხე­ბის ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის შემ­ცი­რე­ბა კი მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წილ­სა და ონ­ლა­ინ-გამ­სეს­ხებ­ლებს დას­ჭირ­დე­ბათ. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ბან­კე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამ ტი­პის სეს­ხე­ბის ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 50%-ს ისე­დაც არ აღ­წევ­და. ეს ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ იმ მომ­ხმა­რებ­ლებს, რომ­ლე­ბიც სექ­ტემ­ბრი­დან გა­ა­ფორ­მე­ბენ რო­მე­ლი­მე სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. უკვე არ­სე­ბულ გრძელ­ვა­დი­ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რა თქმა უნდა, არა­ნა­ი­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბის შემ­ცი­რე­ბა არ მოხ­დე­ბა" - გან­მარ­ტავს "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპერ­ტი ანი ალი­ბე­გაშ­ვი­ლი.

"არა­სა­ბან­კო ფი­ნან­სურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლის ირაკ­ლი ბერ­ძე­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ლომ­ბარ­დის, ონ­ლა­ინ სეს­ხე­ბი­სა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვი­საა კარ­გი ცვლი­ლე­ბა. ბერ­ძე­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დად­გე­ნი­ლე­ბა, სა­ბან­კო სექ­ტო­რის კლი­ენ­ტე­ბის­თვის ბევ­რს არა­ფერს შეც­ვლის.

"თუ დავ­ყოფთ ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის მომ­ხმა­რებ­ლებს სა­ბან­კო სეს­ხე­ბი­სა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბად, სა­ბან­კოს­თვის არა­ფე­რი არ იც­ვლე­ბა, რად­გან ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი არც საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის, არც იპო­თე­კუ­რი ან სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის შემ­თხვე­ვა­ში 50%-ს არ აჭარ­ბებს. საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის შემ­თხვვე­ში 36-42 პრო­ცენ­ტამ­დე მერ­ყე­ობს, რაც ნამ­დვი­ლად ნაკ­ლე­ბია 50%-ზე.

ვი­თა­რე­ბა იც­ვლე­ბა ონ­ლა­ინ სეს­ხე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. იმი­ტომ რომ, მთელ რიგ შემ­თხვე­ვა­ში საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი მათ 50%-ზე ბევ­რად მა­ღა­ლი აქვთ. ასე­ვე ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ დი­დია იმ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ე.წ. ყო­ველ­დღი­ურ სეს­ხებს გას­ცე­მენ. ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი მათ მომ­ხმა­რებ­ლებ­საც შე­უმ­ცირ­დე­ბათ, შე­სა­ბა­მი­სად კი სეს­ხი გა­უ­იაფ­დე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯა­რი­მებს, ბან­კი ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბის სა­კო­მი­სი­ოს მიმ­დი­ნა­რე ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი­დან ით­ვლი­და და საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 0,5% - შე­ად­გენ­და და ეს ასეც გაგ­რძელ­დე­ბა. ჯა­რი­მე­ბის ნა­წილ­ში ცვლი­ე­ლე­ბა შე­ე­ხე­ბათ ლომ­ბარ­დებს და თუ აქამ­დე ამ ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სეს­ხის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, მომ­ხმა­რებ­ლებს ძირი თან­ხის 0,4-0,5%-ს არი­ცხავ­დნენ, მათ ამ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის შემ­ცი­რე­ბა მო­უ­წევთ.

ავტორი:

ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან - ცვლილება ლომბარდის და ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის

ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან - ცვლილება ლომბარდის და ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის

პირველი სექტემბრიდან სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის წესები იცვლება და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება.

იცვლება ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმებისა და საურავების ოდენობაც. სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო, მსესხებლისთვის ხელშეკრულებით დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა, დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

რას გულისხმობს ახალი რეგულაცია და რა იცვლება ფინანსური სექტორის მომხმარებლებისთვის სექტემბრიდან - AMBEBI.GE ამ თემაზე სპეციალისტებს ესაუბრა.

"საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების ექსპერტი - ანი ალიბეგაშვილი:

სესხის აღებისას ფინანსური ორგანიზაციის მიერ ხდება წლიური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთების დაანგარიშება. ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთისგან განსხვავდება.

წლიური საპროცენტო განაკვეთი არის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია სასესხო ხელშეკრულებაში და ასახავს სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს, მაგრამ არ ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ხარჯებს (როგორიცაა მაგალითად: სესხის დამტკიცებისა და დაზღვევის საკომისიო, ასევე, სესხის გატანის საკომისიო და ა.შ.), ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს. ფინანსური ხარჯი კი აუცილებლად მოიცავს, როგორც ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს, ასევე სესხის დამტკიცებისა და დაზღვევის, სესხის გატანის საკომისიოს, სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს, და ა.შ.

ახალი რეგულაციებით სწორედ ეს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ანუ მომხმარებლის მიერ სესხის აღებისას გაწეული ნებისმიერი სახის ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს. კომერციული ბანკების შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ სალომბარდე სესხების შემთხვევაში იყო 50%-ზე მაღალი და 97-98% იყო. შესაბამისად, სექტემბრიდან ბანკებს ამ განაკვეთის შემცირება მოუწევთ.

სამომხმარებლო, იპოთეკური და სხვა სახის სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შემცირება კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილსა და ონლაინ-გამსესხებლებს დასჭირდებათ. როგორც უკვე აღვნიშნე, ბანკების შემთხვევაში ამ ტიპის სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-ს ისედაც არ აღწევდა. ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც სექტემბრიდან გააფორმებენ რომელიმე საფინანსო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას. უკვე არსებულ გრძელვადიან ვალდებულებებზე, რა თქმა უნდა, არანაირი საპროცენტო განაკვეთების შემცირება არ მოხდება" - განმარტავს "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი.

"არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის" ხელმძღვანელის ირაკლი ბერძენაძის განმარტებით, ახალი რეგულაციები ლომბარდის, ონლაინ სესხებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილის მომხმარებლებისთვისაა კარგი ცვლილება. ბერძენაძის განცხადებით, დადგენილება, საბანკო სექტორის კლიენტებისთვის ბევრს არაფერს შეცვლის.

"თუ დავყოფთ ფინანსური სექტორის მომხმარებლებს საბანკო სესხებისა და მიკროსაფინანსო ორანიზაციების მომხმარებლებად, საბანკოსთვის არაფერი არ იცვლება, რადგან ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არც საკრედიტო ბარათის, არც იპოთეკური ან სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში 50%-ს არ აჭარბებს. საკრედიტო ბარათის შემთხვვეში 36-42 პროცენტამდე მერყეობს, რაც ნამდვილად ნაკლებია 50%-ზე.

ვითარება იცვლება ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის. იმიტომ რომ, მთელ რიგ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი მათ 50%-ზე ბევრად მაღალი აქვთ. ასევე ბაზარზე საკმაოდ დიდია იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც ე.წ. ყოველდღიურ სესხებს გასცემენ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მათ მომხმარებლებსაც შეუმცირდებათ, შესაბამისად კი სესხი გაუიაფდებათ.

რაც შეეხება ჯარიმებს, ბანკი ვადაგადაცილების საკომისიოს მიმდინარე ყოველთვიური გადასახადიდან ითვლიდა და საპროცენტო განაკვეთი 0,5% - შეადგენდა და ეს ასეც გაგრძელდება. ჯარიმების ნაწილში ცვლიელება შეეხებათ ლომბარდებს და თუ აქამდე ამ ტიპის ორგანიზაციები სესხის პირობების დარღვევის გამო, მომხმარებლებს ძირი თანხის 0,4-0,5%-ს არიცხავდნენ, მათ ამ საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოუწევთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ