საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად უნდა მიიღოთ ინფორმაცია საჯარიმო ქვითრებზე - შსს-ს განმარტება მძღოლებისთვის
სად უნდა მიიღოთ ინფორმაცია საჯარიმო ქვითრებზე - შსს-ს განმარტება მძღოლებისთვის

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ვი­დე­ო­ჯა­რი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით გან­სა­ზღვრუ­ლი ვი­დე­ო­ჯა­რი­მე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის ახა­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე - police.ge ვი­დე­ო­ჯა­რი­მის ქვით­რის სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყო.

2017 წლის 1 ნო­ემ­ბერს ამოქ­მე­დე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ნახ­მად:

  • სა­მარ­თალ­დამ­რღვევს, ჯა­რი­მის და­ფიქ­სი­რე­ბის­თა­ნა­ვე, დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით ეც­ნო­ბე­ბა;
  • საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში ჩა­დე­ნილ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­დე­ო­ჯა­რი­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის (sms) სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ღე­ბის შემ­დეგ, ჯა­რი­მის 10 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, პირი სარ­გებ­ლობს 20%-იანი შე­ღა­ვა­თით;
  • თუ პირი ვი­დე­ო­ჯა­რი­მას მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბი­დან 10 დღის ვა­და­ში არ გა­და­იხ­დის, სა­ჯა­რი­მო ქვი­თა­რი, რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, მას ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­ეგ­ზავ­ნე­ბა;
  • ვი­დე­ო­ჯა­რი­მის რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით ჩა­უ­ბა­რებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 30-დან 60 დღის ვა­და­ში, პირს ვი­დე­ო­ჯა­რი­მა გან­მე­ო­რე­ბით ეგ­ზავ­ნე­ბა;
  • სა­ჯა­რი­მო ქვით­რის ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით ორ­ჯერ ჩა­უ­ბა­რებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ჯა­რი­მო ქვით­რის სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე: www.police.ge;
  • სა­ჯა­რი­მო ქვი­თა­რი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 30-ე დღეს შე­სა­ბა­მი­სი პი­რის­თვის ჩა­ბა­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა;

ვი­დეო ან ფო­ტო­ფირ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი ჯა­რი­მა მო­ქა­ლა­ქემ უნდა გა­და­ი­ხა­დოს სა­ჯა­რი­მო ქვით­რის ჩა­ბა­რე­ბი­დან 30 დღის ვა­და­ში. გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას და­ე­რი­ცხე­ბა სა­უ­რა­ვი, რომ­ლის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში - ამოქ­მედ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი იძუ­ლე­ბი­თი აღ­სრუ­ლე­ბის წესი;ვი­დე­ო­ფირ­სა და ფო­ტო­ფირ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ექ­ვსთვი­ა­ნი ვადა 1 წლამ­დე გა­ი­ზარ­და.

მო­ქა­ლა­ქეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღოს ბან­კე­ბის, სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბის და მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით; აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფოტო ან ვი­დე­ო­ფირ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბულ ჯა­რი­მებ­ზე ქუ­ლა­თა კლე­ბის სის­ტე­მა არ ვრცელ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ნახ­მად, ვი­დე­ო­და­ჯა­რი­მე­ბის სის­ტე­მას შიდა სატ­რან­ზი­ტო სა­ნომ­რე ნიშ­ნით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბიც და­ექ­ვემ­დე­ბა­რა. მათ­ზე გა­მო­წე­რი­ლი სა­ჯა­რი­მო ქვით­რე­ბი, ასე­ვე, გა­მოქ­ვე­ეყ­ნდე­ბა police.ge-ზე. სა­ჯა­რი­მო ქვით­რე­ბი იხი­ლეთ აქ“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

სად უნდა მიიღოთ ინფორმაცია საჯარიმო ქვითრებზე - შსს-ს განმარტება მძღოლებისთვის

სად უნდა მიიღოთ ინფორმაცია საჯარიმო ქვითრებზე - შსს-ს განმარტება მძღოლებისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო.

2017 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციის თანახმად:

  • სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება;
  • საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
  • თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
  • ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
  • საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;
  • საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;

ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა 1 წლამდე გაიზარდა.

მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით; აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

აღნიშნული რეგულაციის თანახმად, ვიდეოდაჯარიმების სისტემას შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილებიც დაექვემდებარა. მათზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრები, ასევე, გამოქვეეყნდება police.ge-ზე. საჯარიმო ქვითრები იხილეთ აქ“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"