ავტორი:

"ყოველთვის მეშინოდა... ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა" - ნუკრი რევიშვილის გარდაცვლილი ქალიშვილის სახელზე ტაძარი აშენდება

"ყოველთვის მეშინოდა... ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა" - ნუკრი რევიშვილის გარდაცვლილი ქალიშვილის სახელზე ტაძარი აშენდება

ცოტა ხნის წინ თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი ქალიშვილი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და ბავშვი იმსხვერპლა.

გარდაცვლილი გოგონას სახელზე საქართველოში ტაძარი აშენდება. ამის შესახებ გოგონას დედა, მოდელი თიკო ჩხეიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"გამარჯობა, გილოცავთ მარიამობას! არ ვიცი, აქ ამის დაწერა რამდენად სწორია, მაგრამ ჩვენს გარშემო იმდენმა გამოთქვა სურვილი რომ... ჩვენმა ბერმა გადაწყვიტა ტაძრის აშენება ტატიანას სახელზე. ჩვენთვის არაფერი უთხოვია, ბუნებრივია, ჩვენც გამოვთქვით სურვილი დახმარების, ყოველთვის მეშინოდა ტაძრის აშენების (ნუკრის ბევრჯერ გამოუთქვამს სურვილი), ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა. ერთი მიზანი დაგვესახა, რომ დავეხმაროთ მამა ანუბის და ერთად ავაშენოთ კიდევ ერთი ლამაზი ტაძარი საქართველოში. ვისაც სურვილი გაქვთ, გვერდით დაგვიდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა 1 ლარი იქნება, თუ 5ლარი, აგურს აგურზე რომ დადებ, კედელი აღიმართებაო, ჰოდა ამ ერთობით მგონია, რომ კეთილ საქმეს ყველა ერთად გავაკეთებთ.

ალექსანდრე მენაღარიშვილი, GE19BG0000000674602100, საქართველოს ბანკი, 60001138405 პირადი ნ." - წერს თიკო ჩხეიძე.

"მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი" - ნათია ფანჯიკიძე

რას წერს პაციენტი, რომელიც ინფექციურის ბოქსირებულ პალატაშია: "ჩემს თვალწინ გახსნეს ახალი თეთრეული, გაანიავეს ოთახი..."

"ვიღაცამ გამოიწერა და ჰგონია ამით გადაურჩება კორონას..." - რა გადაიღო თბილისში თვითმხილველმა