პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მისი მეუღლე გაიტაცა - შსს ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ
მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მისი მეუღლე გაიტაცა - შსს ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ვარ­კე­თილ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. და­კა­ვე­ბუ­ლია 29 წლის ც.გ, რო­მე­ლიც 41 წლის გია ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში და 48 წლის მა­მა­კა­ცის დაჭ­რა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ვარ­კე­თი­ლის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის­თვის ძებ­ნი­ლი, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ც.გ. გარ­და­ბან­ში და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 11-დან 14 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 8 აგ­ვის­ტოს, ღა­მით, შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1977 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ფ.-ს (გია ფე­იქ­რიშ­ვი­ლი) მის­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მკვლე­ლო­ბის დროს სა­დარ­ბა­ზო­ში შემ­თხვე­ვით შე­სუ­ლი 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ქ. კი დაჭ­რა.

ამის შემ­დეგ, ც.გ.-მ გია ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე - 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ბ. გა­ი­ტა­ცა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მას­თან ერ­თად მი­ი­მა­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად, ფე­იქ­რიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ლ.ქ. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­ტა­ცე­ბუ­ლი ქალი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, თბი­ლის­ში, მნა­თო­ბის ქუ­ჩის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს. თ.ბ.-ს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რის გა­მოც იგი გა­და­იყ­ვა­ნეს სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მიზ­ნით.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბის, მისი შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით, 19-109 მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით, 143-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით, 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით და 237-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი, რო­მელ­მაც ვარ­კე­თილ­ში შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის მოკ­ვლის შემ­დეგ, მოკ­ლუ­ლის ცოლი გა­ი­ტა­ცა

ავტორი:

მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მისი მეუღლე გაიტაცა - შსს ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ

მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მისი მეუღლე გაიტაცა - შსს ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. დაკავებულია 29 წლის ც.გ, რომელიც 41 წლის გია ფეიქრიშვილის მკვლელობაში და 48 წლის მამაკაცის დაჭრაშია ბრალდებული.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვარკეთილის დასახლებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ძებნილი, 1989 წელს დაბადებული ც.გ. გარდაბანში დააკავეს. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ღამით, შურისძიების ნიადაგზე, 1977 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს (გია ფეიქრიშვილი) მისსავე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მკვლელობის დროს სადარბაზოში შემთხვევით შესული 1970 წელს დაბადებული ლ.ქ. კი დაჭრა.

ამის შემდეგ, ც.გ.-მ გია ფეიქრიშვილის მეუღლე - 1985 წელს დაბადებული თ.ბ. გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მასთან ერთად მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, ფეიქრიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლ.ქ. დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცველებმა გატაცებული ქალი მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, მნათობის ქუჩის ტერიტორიაზე იპოვეს. თ.ბ.-ს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც იგი გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, მისი შენახვა-ტარებისა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 19-109 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: ბრალდებულის დაკავების კადრები, რომელმაც ვარკეთილში შურისძიების ნიადაგზე, ახალგაზრდა მამაკაცის მოკვლის შემდეგ, მოკლულის ცოლი გაიტაცა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს