მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანაკლიის ფესტივალზე სამედიცინო დახმარება 253 პირს დასჭირდა, 27 პირი კი, კლინიკაში გადაიყვანეს
ანაკლიის ფესტივალზე სამედიცინო დახმარება 253 პირს დასჭირდა, 27 პირი კი, კლინიკაში გადაიყვანეს

ანაკ­ლი­ა­ში, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლი­დან კლი­ნი­კებ­ში ჯამ­ში 27 პი­რია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, - ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ა­წო­დეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ფეს­ტი­ვა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მედ­პერ­სო­ნა­ლი სულ 253 პირს მო­ემ­სა­ხუ­რა. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟ­მა 78 გა­მო­ძა­ხე­ბა შე­ას­რუ­ლა, ამათ­გან 53 პირს ზო­გა­დი ჩი­ვი­ლე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 25 შემ­თხვე­ვა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ტოქ­სი­კა­ცია და­ფიქ­სირ­და, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ 11 პა­ცი­ენტს დას­ჭირ­და ჰის­პი­ტა­ლი­ზა­ცია, ჯამ­ში, სულ 27 პირი გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში.

რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი გა­წე­რი­ლია ბი­ნა­ზე.

ცნო­ბის­თვის, ანაკ­ლი­ა­ში, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნი­დან მის დას­რუ­ლე­ბამ­დე, ად­გილ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის 5 ეკი­პა­ჟი, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის 3 პუნ­ქტი, 2 რე­ა­ნო­მო­ბი­ლი და 5 ქვე­ი­თი პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი.

ფეს­ტი­ვა­ლი 23 აგ­ვის­ტოს გა­იხ­სნა და 27 აგ­ვის­ტოს და­ი­ხუ­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ანაკლიის ფესტივალზე სამედიცინო დახმარება 253 პირს დასჭირდა, 27 პირი კი, კლინიკაში გადაიყვანეს

ანაკლიის ფესტივალზე სამედიცინო დახმარება 253 პირს დასჭირდა, 27 პირი კი, კლინიკაში გადაიყვანეს

ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან კლინიკებში ჯამში 27 პირია გადაყვანილი, - ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.

უწყების ცნობით, ფესტივალის მიმდინარეობისას მედპერსონალი სულ 253 პირს მოემსახურა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 78 გამოძახება შეასრულა, ამათგან 53 პირს ზოგადი ჩივილები აღენიშნებოდა.

მათივე ინფორმაციით, 25 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, რომელთაგან მხოლოდ 11 პაციენტს დასჭირდა ჰისპიტალიზაცია, ჯამში, სულ 27 პირი გადაიყვანეს კლინიკაში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისთვის ყველა პაციენტი გაწერილია ბინაზე.

ცნობისთვის, ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე სამედიცინო მომსახურებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფდა. ფესტივალის გახსნიდან მის დასრულებამდე, ადგილზე განთავსებული იყო სასწრაფო დახმარების 5 ეკიპაჟი, სამედიცინო დახმარების 3 პუნქტი, 2 რეანომობილი და 5 ქვეითი პირველადი სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ფესტივალი 23 აგვისტოს გაიხსნა და 27 აგვისტოს დაიხურა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო