პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკკეინის ბოლო მიმართვა და ტრამპის პასუხი კრიტიკოსებს - თეთრი სახლის თავზე დროშა კვლავ დაეშვა
მაკკეინის ბოლო მიმართვა და ტრამპის პასუხი კრიტიკოსებს - თეთრი სახლის თავზე დროშა კვლავ დაეშვა

ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა ჯონ მა­კ­კე­ინ­მა, რო­მე­ლიც გა­სულ შა­ბათს ტვი­ნის სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა, სიკ­ვდი­ლის წინ აშშ-ს მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი გა­აკ­რი­ტი­კა. მი­მარ­თვის ტექსტს ტე­ლე­კომ­პა­ნია NBC ავ­რცე­ლებს.

მა­კ­კე­ი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის დი­დე­ბა სუს­ტდე­ბა, რო­დე­საც ის ცდი­ლობს კედ­ლებს ამო­ე­ფა­როს მათი დან­გრე­ვის ნაც­ვლად. სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე პო­ლი­ტი­კოს­მა მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე კედ­ლის აშე­ნე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნა, თუმ­ცა დო­ნალდ ტრამ­პი არ უხ­სე­ნე­ბია. გარ­და ამი­სა, სა­კუ­თარ მი­მარ­თვა­ში მა­კ­კე­ინ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ამე­რი­კე­ლებს „მათ­თვის მსა­ხუ­რე­ბის პა­ტი­ვის­თვის და იმ ცხოვ­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მას ჯარ­ში და პო­ლი­ტი­კა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ჰქონ­და“.

„მე ვცდი­ლობ­დი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ღირ­სე­უ­ლად მემ­სა­ხუ­რა. ვუშ­ვებ­დი შეც­დო­მებ­საც, თუმ­ცა იმე­დი მაქვს, რომ ამე­რი­კი­სად­მი ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი შეც­დო­მებს გა­და­წო­ნის“, - გა­ნა­ცხა­და მა­კე­ინ­მა.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჯონ მა­კ­კე­ი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო თეთ­რი სახ­ლის თავ­ზე დრო­შა ისევ და­ეშ­ვე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი სე­ნა­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­კი­თხზე დუ­მი­ლის­თვის მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კეს.

„მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი უთან­ხმო­ე­ბი­სა პო­ლი­ტი­კა­ში, პა­ტივს ვცემ სე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ი­ნის მსა­ხუ­რე­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ. მის პა­ტივ­სა­ცე­მად ხელი მო­ვა­წე­რე გან­კარ­გუ­ლე­ბას, რომ თეთ­რი სახ­ლის თავ­ზე დრო­შა და­ეშ­ვას მის დაკ­რძალ­ვამ­დე“, - ნათ­ქვა­მია აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: რა წე­რია მა­კ­კე­ი­ნის უკა­ნას­კნელ მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც სე­ნა­ტორ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­წე­რა?

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ცხა­დე­ბას წინ უძღო­და გუ­შინ, თეთრ სახ­ლში გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში დო­ნალდ ტრამ­პი­სად­მი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ მა­კ­კე­ი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი არა­ერ­თი კი­თხვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რას ფიქ­რობ­და ჯონ მა­კ­კე­ი­ნის პო­ლი­ტი­კურ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე, თუმ­ცა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დუ­მი­ლი არ­ჩია და ჯონ მა­კ­კე­ინ­ზე დას­მულ კი­თხვებს დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად არ უპა­სუ­ხა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ტრამ­პი მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კეს.

ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­ნა­ტო­რი მა­კ­კე­ი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ თეთ­რი სახ­ლის თავ­ზე აშშ-ს დრო­შა დღე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო დაშ­ვე­ბუ­ლი, რის შემ­დე­გაც დრო­შა კვლავ აღ­მარ­თეს. თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კის შემ­დეგ აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დრო­შის დაშ­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ისევ მი­ი­ღო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჯონ მა­კ­კე­ი­ნის სურ­ვი­ლი­სა­მებრ, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი მისი დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას არ და­ეს­წრე­ბა. აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მაიკ პენ­სი წარ­მო­ად­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

მაკკეინის ბოლო მიმართვა და ტრამპის პასუხი კრიტიკოსებს - თეთრი სახლის თავზე დროშა კვლავ დაეშვა

მაკკეინის ბოლო მიმართვა და ტრამპის პასუხი კრიტიკოსებს - თეთრი სახლის თავზე დროშა კვლავ დაეშვა

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც გასულ შაბათს ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, სიკვდილის წინ აშშ-ს მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. მიმართვის ტექსტს ტელეკომპანია NBC ავრცელებს.

მაკკეინის განცხადებით, ქვეყნის დიდება სუსტდება, როდესაც ის ცდილობს კედლებს ამოეფაროს მათი დანგრევის ნაცვლად. სავარაუდოდ, ასე პოლიტიკოსმა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებაზე მიანიშნა, თუმცა დონალდ ტრამპი არ უხსენებია. გარდა ამისა, საკუთარ მიმართვაში მაკკეინმა მადლობა გადაუხადა ამერიკელებს „მათთვის მსახურების პატივისთვის და იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მას ჯარში და პოლიტიკაში გატარებული წლების საშუალებით ჰქონდა“.

„მე ვცდილობდი ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეულად მემსახურა. ვუშვებდი შეცდომებსაც, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამერიკისადმი ჩემი სიყვარული შეცდომებს გადაწონის“, - განაცხადა მაკეინმა.

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო თეთრი სახლის თავზე დროშა ისევ დაეშვება.

ამის შესახებ ტრამპის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტი სენატორის გარდაცვალების საკითხზე დუმილისთვის მწვავედ გააკრიტიკეს.

„მიუხედავად ჩვენი უთანხმოებისა პოლიტიკაში, პატივს ვცემ სენატორ ჯონ მაკკეინის მსახურებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მის პატივსაცემად ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომ თეთრი სახლის თავზე დროშა დაეშვას მის დაკრძალვამდე“, - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: რა წერია მაკკეინის უკანასკნელ მიმართვაში, რომელიც სენატორმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა?

აღსანიშნავია, რომ განცხადებას წინ უძღოდა გუშინ, თეთრ სახლში გამართული ღონისძიებების ფარგლებში დონალდ ტრამპისადმი ჟურნალისტების მიერ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასმული არაერთი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობდა ჯონ მაკკეინის პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა დუმილი არჩია და ჯონ მაკკეინზე დასმულ კითხვებს დემონსტრაციულად არ უპასუხა. აღნიშნულის გამო ტრამპი მწვავედ გააკრიტიკეს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სენატორი მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ თეთრი სახლის თავზე აშშ-ს დროშა დღენახევრის განმავლობაში იყო დაშვებული, რის შემდეგაც დროშა კვლავ აღმართეს. თუმცა, საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დროშის დაშვების გადაწყვეტილება ისევ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჯონ მაკკეინის სურვილისამებრ, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწრება. აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაკრძალვის ცერემონიაზე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი წარმოადგენს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე