ავტორი:

კობაურის ადვოკატი: "წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა მოკლას კაცი, მოკლას ბავშვი, ქალს სდიოს, გააუპატიუროს და გაგუდოს"

კობაურის ადვოკატი: "წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა მოკლას კაცი, მოკლას ბავშვი, ქალს სდიოს, გააუპატიუროს და გაგუდოს"

"ჩატარდება ექსპერტიზა და დადასტურდება, რომ ლორა სმიტის სხეულში კობაურის სპერმა არ არის მოხვედრილი" - ამის შესახებ ჟურნალისტებს სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის დატოვების შესახებ, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"რა თქმა უნდა, სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. არ არის დასაბუთებული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო უფრო მეტად სამართალშემოქმედებითად მიუდგება აღნიშნულ საკითხს და უფრო მეტად გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე ყურადღებას, რაზეც დაცვის მხარე საუბრობს.

შერაცხადობაზე ექსპერტიზის დასკვნას ვეთანხმებით, რადგან ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, შემდეგ მოკლას ბავშვი, ქალს სდიოს კილომეტრნახევარი, გააუპატიუროს და გაგუდოს. ეს წარმოუდგენელია, რაც არ უნდა მანიაკალურ ინსტიქტებთან გვქონდეს საქმე. სპერმის ექსპერტიზასთან დაკავშირებით კი მთელი რიგი უზუსტობებია და ამას მოწმობს ისიც, რომ ექსპერტიზის მიხედვით, რაიან სმიტის სხეულში იყო მისივე სპერმა, რაც დაუჯერებელია. ჩატარდება ექსპერტიზა და დადასტურდება, რომ კობაურის სპერმა არ არის მოხვედრილი ლორა სმიტის სხეულში",- განაცხადა კობაიძემ.

სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა დღეს მიიღო. ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

კახეთში 18 წლის ბიჭის ცემის ფაქტზე მისი თანასოფლელი დააკავეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს

კახეთში 18 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს - "სახეში ქვა აქვს დარტყმულიო"

"გუკა ამირხანაშვილს რომ მეგობარი მოეძებნა, 99% ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა" - რას ამბობს ვახტანგ ჩიქოვანი ჩვენებაში