ავტორი:

მზისგან დამწვარი პაციენტების 50% მამაკაცია

მზისგან დამწვარი პაციენტების 50% მამაკაცია

დამწვრობის ცენტრში წელს პაციენტებს შორის, რომლებმაც მზის დამწვრობა მიიღეს, 50% მამაკაცი იყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, “წელს ამ მხრივ გენდერული თანაფარდობა დაცული იყო და გასულ წელთან შედარებით მზის შედეგად დამწვარი მამაკაცების მიმართვიანობა გაიზარდა”.

ქაშიბაძემ ასევე აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 10%-ითაა გაზრდილი ზოგადად პაციენტების მიმართვიანობა, როგორც სტაციონარულად, ისე ამბულატორიულად.

რაც შეეხება უშუალოდ ამ მომენტისთვის არსებულ სურათს, ქაშიბაძის ინფორმაციით, მზის დამწვრობის შედეგად ცენტრში ახლა მხოლოდ ერთი პაციენტი - 22 წლის გოგონა მკურნალობს. მას სხეულის 30% - მკერდი და ზურგი აქვს დამწვარი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობს. იგი ცენტრში გუშინ შეიყვანეს.

ამასთან, დამწვრობის ცენტრი დღეს დატოვა 12 წლის გოგონამ, რომელმაც ლეღვის ნახარშის შედეგად სხეულის 40%-იანი დამწვრობა მიიღო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ