მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რით ვერ დაცხრნენ, რაც მათ ქართველების სახლები და ბინები მიისაკუთრეს?" - სოხუმში უბინაო აფხაზები რუსების სახლებში შეიჭრნენ
"რით ვერ დაცხრნენ, რაც მათ ქართველების სახლები და ბინები მიისაკუთრეს?" - სოხუმში უბინაო აფხაზები რუსების სახლებში შეიჭრნენ

მა­შინ, რო­დე­საც მოს­კოვ­ში, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ლი­დე­რებს ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბი­დან 10 წლის­თავს “ოფი­ცი­ა­ლუ­რად” ულო­ცავ­და, სო­ხუმ­ში, ე.წ. რუ­სე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში აფხა­ზე­ბი შეც­ვივ­დნენ და მათ სა­ცხოვ­რებ­ლის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს.

სა­უ­ბა­რია 12 ოჯახ­ზე - მათ­გან რამ­დე­ნი­მე, დღემ­დე რუ­სე­ბის და­კე­ტილ ბი­ნა­ში რჩე­ბა და გა­მოს­ვლა­ზე უარს აცხა­დებს... ეს ბი­ნე­ბი სო­ხუმ­ში, ახალ რა­ი­ონ­ში, “რუ­სულ სახ­ლებ­ში” აშენ­და. იქ თვით­ნე­ბუ­რად შეჭ­რი­ლი აფხა­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნია ან შშმ პი­რის სტა­ტუ­სის მქო­ნე შვი­ლე­ბი ჰყავს და “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან” რამ­დე­ნი­მე წელი ითხოვ­დნენ ბი­ნით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. მას შემ­დეგ, რაც მი­ლი­ცი­ამ ნა­წი­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მო­ა­სახ­ლა, მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად მათ სო­ხუ­მის ცენ­ტრში აქ­ცია გა­მარ­თეს. კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ შეც­ვივ­დნენ მა­ინ­ცდა­მა­ინც “რუ­სე­ბის სახ­ლებ­ში”, მათი ნა­წი­ლი პა­სუ­ხობ­და - "ასე გვირ­ჩი­ეს".

აფხა­ზე­თის ე.წ. ვიცე-პრე­მი­ე­რი ას­ტა­მურ ქეც­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ აქ­ცია და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც იმ ადა­მი­ა­ნებს “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა” ბი­ნე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას შეჰ­პირ­და.

"მე შევ­ხვდი იმ ოჯა­ხებს და შევ­პირ­დი, რომ წლის ბო­ლომ­დე მათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დით... მშვი­დად დავ­შორ­დით, მათ ავუხ­სე­ნი, რომ თვით­ნე­ბუ­რი შეჭ­რით, ამ პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხელს უშ­ლიდ­ნენ... შემ­დეგ კი აქ­ცია და­ი­წყო. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათ უკან გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი დგა­ნან. ეს მათი სურ­ვი­ლი და მო­თხოვ­ნა არ ყო­ფი­ლა, ჩვენ ვი­ცით, რომ მათ უკან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი დგა­ნან", - აცხა­დებს ქეც­ბა.

ekhokavkaza.com-ს ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის 9-სარ­თუ­ლი­ან ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც სო­ხუმ­ში არ­ღუ­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს, რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხია დარ­ჩე­ნი­ლი და ისი­ნი წას­ვლას არ აპი­რე­ბენ... აფხა­ზუ­რი მხა­რე აცხა­დებს, რომ მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი კორ­პუ­სი აშენ­და, რათა აფხა­ზებ­სა და რუ­სებს შო­რის უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მუდ­მი­ვი კა­მა­თი და და­პი­რის­პი­რე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

გა­მო­ცე­მა Нужная газета-ს ცნო­ბით, რა­ი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი, შშმ ბავ­შვე­ბის ან ომში და­ზა­რა­ლე­ბულ პირ­თა ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­თაც სო­ფელ­ში სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნა არ შე­ეძ­ლოთ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ თვით­ნე­ბურ შეჭ­რებს, რად­გან მათ უმე­ტე­სო­ბას ქი­რით უწევს ცხოვ­რე­ბა, გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა კი არ აქვთ...

აიდა და­სა­ნია, აფხა­ზი:

"რუ­სე­ბის სახ­ლში" ად­რეც შე­ვი­ჭე­რით, მაგ­რამ მა­შინ მო­ტყუ­ე­ბით გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს - მა­ში­ნაც მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი დაგ­ვე­ლა­პა­რა­კა, სახ­ლს შეგ­ვპირ­და და და­ვი­ჯე­რეთ... ამ­ჯე­რად არ გა­უ­ვათ... გარ­შე­მო უამ­რა­ვი ბი­ნაა, ჩვენ­თვის კი არ­ცერ­თი. არა­ვინ არა­ფერს წყვეტს, მხო­ლოდ ფუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი... იმე­დი აქვთ, რომ ერთხე­ლაც ავ­დგე­ბით და წა­ვალთ.

მეს­მის, რომ ეს ვი­ღა­ცის ბი­ნაა, მაგ­რამ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მექ­ცე­ვა უკა­ნო­ნოდ, მეც ასე ვიქ­ცე­ვი, რად­გან გა­მო­სა­ვა­ლი არ მაქვს, რუ­სია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და მე არა? 16 წე­ლია ორ შვილ­თან ერ­თად, სო­ხუმ­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ. ადრე ორ ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი, თუმ­ცა ახლა ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, არ შე­მიძ­ლია... შს მი­ნის­ტრმა გარი არ­ბამ გა­რან­ტია მოგ­ვცა, რომ დაგ­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებს, მაგ­რამ მისი სი­ტყვის არ გვჯე­რა," - ამ­ბობს აფხა­ზი ქალი.

თვით­ნე­ბუ­რად შეჭ­რი­ლე­ბის თქმით, “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა” მუდ­მი­ვად ეუბ­ნე­ბა, რომ დო­კუ­მენ­ტე­ბი მზად არის და მხო­ლოდ ფუ­ლის გა­და­რი­ცხვას ელო­დე­ბი­ან, თუმ­ცა, არ აკონ­კრე­ტე­ბენ, სა­ი­დან უნდა გა­და­ი­რი­ცხოს.

“შს მი­ნის­ტრმა გვი­თხრა, რომ თა­ვად მოგ­ვე­ძებ­ნა 700-800 რუბ­ლის ფარ­გლებ­ში ბი­ნე­ბი და ქი­რას სახ­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე, თა­ვად გა­დაგ­ვიხ­დიდ­ნენ, რაც ასე­ვე სიც­რუ­ეა, რად­გან წინა შემ­თხვე­ვა­ზე ასე მო­ა­ტყუ­ეს სხვე­ბიც - პირ­ვე­ლი ორი თვე გა­და­უ­ხა­დეს, შემ­დეგ კი, ისევ ან ზარს არ პა­სუ­ხობ­დნენ, ან მი­სა­ღებ­ში არა­ვინ უშ­ვებ­და... ერთი სი­ტყვით, მას შემ­დეგ 8 თვე გა­ვი­და და ეს ხალ­ხი თა­ვად იხ­დის ქი­რის ფულს... ქეც­ბას თქმით, ბი­ნის მი­ღე­ბის გა­ნა­ცხა­დი და­ახ­ლო­ე­ბით 150-მა ოჯახ­მა გა­ა­კე­თა. ის უკვე ესა­უბ­რა თვით­ნე­ბუ­რად შეჭ­რი­ლებს და ვი­თა­რე­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლი გაგ­რძე­ლე­ბის სცე­ნა­რის შე­სა­ხე­ბაც გა­აფრ­თხი­ლა", - ამ­ბობს ერთ-ერთი აფხა­ზი, რო­მე­ლიც რუსი მო­ბი­ნად­რის სახ­ლში შე­იჭ­რა.

ბი­ნე­ბის რუსი მე­პატ­რო­ნე­ე­ბის თქმით, ის ფარ­თე­ბი მათ კა­ნო­ნი­ე­რად ეკუთ­ვნით და თუ აფხა­ზე­ბი იქა­უ­რო­ბას თა­ვი­ან­თი ნე­ბით არ და­ტო­ვე­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კა­ნო­ნის ძა­ლით მოქ­მე­დე­ბას მოს­თხო­ვენ: "რით ვერ და­ცხრნენ, რაც მათ ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლე­ბი და ბი­ნე­ბი აქვთ მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში? მაგ­რამ ეს ახა­ლი ბი­ნე­ბია და აქ უნ­დათ ცხოვ­რე­ბა... გვეს­მის, რომ მათ შვი­ლებს პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, მაგ­რამ ეს ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბაა”, - აცხა­დებს ლუდ­მი­ლა სკოლ­ზი­ნა.

ფოტო: RFE/RL

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"რით ვერ დაცხრნენ, რაც მათ ქართველების სახლები და ბინები მიისაკუთრეს?" - სოხუმში უბინაო აფხაზები რუსების სახლებში შეიჭრნენ

"რით ვერ დაცხრნენ, რაც მათ ქართველების სახლები და ბინები მიისაკუთრეს?" - სოხუმში უბინაო აფხაზები რუსების სახლებში შეიჭრნენ

მაშინ, როდესაც მოსკოვში, ვლადიმირ პუტინი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერებს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან 10 წლისთავს “ოფიციალურად” ულოცავდა, სოხუმში, ე.წ. რუსების დასახლებაში აფხაზები შეცვივდნენ და მათ საცხოვრებლის დატოვება მოსთხოვეს.

საუბარია 12 ოჯახზე - მათგან რამდენიმე, დღემდე რუსების დაკეტილ ბინაში რჩება და გამოსვლაზე უარს აცხადებს... ეს ბინები სოხუმში, ახალ რაიონში, “რუსულ სახლებში” აშენდა. იქ თვითნებურად შეჭრილი აფხაზების უმეტესობა მრავალშვილიანია ან შშმ პირის სტატუსის მქონე შვილები ჰყავს და “ხელმძღვანელობისგან” რამდენიმე წელი ითხოვდნენ ბინით დაკმაყოფილებას. მას შემდეგ, რაც მილიციამ ნაწილი ძალის გამოყენებით გამოასახლა, მომხრეებთან ერთად მათ სოხუმის ცენტრში აქცია გამართეს. კითხვაზე, თუ რატომ შეცვივდნენ მაინცდამაინც “რუსების სახლებში”, მათი ნაწილი პასუხობდა - "ასე გვირჩიეს".

აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერი ასტამურ ქეცბა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც იმ ადამიანებს “ხელმძღვანელობა” ბინებით დაკმაყოფილებას შეჰპირდა.

"მე შევხვდი იმ ოჯახებს და შევპირდი, რომ წლის ბოლომდე მათ საცხოვრებელი ფართებით აუცილებლად დავაკმაყოფილებდით... მშვიდად დავშორდით, მათ ავუხსენი, რომ თვითნებური შეჭრით, ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებას ხელს უშლიდნენ... შემდეგ კი აქცია დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკან გარკვეული ძალები დგანან. ეს მათი სურვილი და მოთხოვნა არ ყოფილა, ჩვენ ვიცით, რომ მათ უკან პოლიტიკოსები დგანან", - აცხადებს ქეცბა.

ekhokavkaza.com-ს ცნობით, ამ დროისთვის 9-სართულიან ბინაში, რომელიც სოხუმში არღუნის ქუჩაზე მდებარეობს, რამდენიმე ოჯახია დარჩენილი და ისინი წასვლას არ აპირებენ... აფხაზური მხარე აცხადებს, რომ მრავალბინიანი კორპუსი აშენდა, რათა აფხაზებსა და რუსებს შორის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მუდმივი კამათი და დაპირისპირება დასრულებულიყო.

გამოცემა Нужная газета-ს ცნობით, რაიონებიდან ჩამოსული, შშმ ბავშვების ან ომში დაზარალებულ პირთა ოჯახები, რომელთაც სოფელში სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩენა არ შეეძლოთ, წლების განმავლობაში ახორციელებენ თვითნებურ შეჭრებს, რადგან მათ უმეტესობას ქირით უწევს ცხოვრება, გადახდის საშუალება კი არ აქვთ...

აიდა დასანია, აფხაზი:

"რუსების სახლში" ადრეც შევიჭერით, მაგრამ მაშინ მოტყუებით გამოგვიყვანეს - მაშინაც მაღალჩინოსანი დაგველაპარაკა, სახლს შეგვპირდა და დავიჯერეთ... ამჯერად არ გაუვათ... გარშემო უამრავი ბინაა, ჩვენთვის კი არცერთი. არავინ არაფერს წყვეტს, მხოლოდ ფულია მნიშვნელოვანი... იმედი აქვთ, რომ ერთხელაც ავდგებით და წავალთ.

მესმის, რომ ეს ვიღაცის ბინაა, მაგრამ არ მაინტერესებს, როგორც სახელმწიფო მექცევა უკანონოდ, მეც ასე ვიქცევი, რადგან გამოსავალი არ მაქვს, რუსია პრიორიტეტული და მე არა? 16 წელია ორ შვილთან ერთად, სოხუმში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. ადრე ორ ადგილას ვმუშაობდი, თუმცა ახლა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, არ შემიძლია... შს მინისტრმა გარი არბამ გარანტია მოგვცა, რომ დაგვაკმაყოფილებს, მაგრამ მისი სიტყვის არ გვჯერა," - ამბობს აფხაზი ქალი.

თვითნებურად შეჭრილების თქმით, “ხელმძღვანელობა” მუდმივად ეუბნება, რომ დოკუმენტები მზად არის და მხოლოდ ფულის გადარიცხვას ელოდებიან, თუმცა, არ აკონკრეტებენ, საიდან უნდა გადაირიცხოს.

“შს მინისტრმა გვითხრა, რომ თავად მოგვეძებნა 700-800 რუბლის ფარგლებში ბინები და ქირას სახლის დასრულებამდე, თავად გადაგვიხდიდნენ, რაც ასევე სიცრუეა, რადგან წინა შემთხვევაზე ასე მოატყუეს სხვებიც - პირველი ორი თვე გადაუხადეს, შემდეგ კი, ისევ ან ზარს არ პასუხობდნენ, ან მისაღებში არავინ უშვებდა... ერთი სიტყვით, მას შემდეგ 8 თვე გავიდა და ეს ხალხი თავად იხდის ქირის ფულს... ქეცბას თქმით, ბინის მიღების განაცხადი დაახლოებით 150-მა ოჯახმა გააკეთა. ის უკვე ესაუბრა თვითნებურად შეჭრილებს და ვითარების მოსალოდნელი გაგრძელების სცენარის შესახებაც გააფრთხილა", - ამბობს ერთ-ერთი აფხაზი, რომელიც რუსი მობინადრის სახლში შეიჭრა.

ბინების რუსი მეპატრონეების თქმით, ის ფართები მათ კანონიერად ეკუთვნით და თუ აფხაზები იქაურობას თავიანთი ნებით არ დატოვებენ, ხელისუფლებას კანონის ძალით მოქმედებას მოსთხოვენ: "რით ვერ დაცხრნენ, რაც მათ ქართველების სახლები და ბინები აქვთ მისაკუთრებული სოფლებსა და ქალაქებში? მაგრამ ეს ახალი ბინებია და აქ უნდათ ცხოვრება... გვესმის, რომ მათ შვილებს პრობლემები აქვთ, მაგრამ ეს ჩვენი საკუთრებაა”, - აცხადებს ლუდმილა სკოლზინა.

ფოტო: RFE/RL

რა თქვა დაკითხვაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა