პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ მაკკეინის სურვილის გათვალისწინებით, მის დაკრძალვაზე ტრამპს არ დაპატიჟებენ
ჯონ მაკკეინის სურვილის გათვალისწინებით, მის დაკრძალვაზე ტრამპს არ დაპატიჟებენ

სე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ი­ნის ოჯახ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი არ იქ­ნე­ბა და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი ჯონ მა­კ­კე­ი­ნის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­არ­ხი CNN ავ­რცე­ლებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ვად სე­ნა­ტორ მა­კ­კე­ი­ნის სურ­ვი­ლი იყო, რო­მელ­მაც სიკ­ვდი­ლამ­დე გან­სა­ზღვრა იმ პირ­თა სია, ვინც და­ეს­წრე­ბო­და მის დაკ­რძალ­ვას. სე­ნა­ტორ მა­კ­კე­ი­ნის სურ­ვი­ლი იყო ასე­ვე, რომ მისი დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სი­ტყვით გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი ბა­რაკ ობა­მა და ჯორჯ ბუშ უმ­ცრო­სი. „რეს­პუბ­ლი­კე­ლი“ სე­ნა­ტო­რი ჯონ მა­კ­კე­ი­ნის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია 2 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გარ­დაც­ვლი­ლი სე­ნა­ტო­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

ჯონ მა­კ­კე­ი­ნის დაკ­რძალ­ვა ქა­ლაქ ანა­პო­ლის­ში, მე­რი­ლენ­დის შტატ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც აშშ-ს სა­ზღვაო აკა­დე­მია მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც სე­ნა­ტორ­მა და­ამ­თავ­რა. 29 აგ­ვის­ტოს სე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ი­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი არი­ზო­ნას შტა­ტის კა­პი­ტო­ლი­უმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, 30 აგ­ვის­ტოს - ბაპ­ტის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში, 31 აგ­ვის­ტოს ვა­შინგტონ­ში აშშ-ს კა­პი­ტო­ლი­უმ­ში, ხოლო 1-ელ სექ­ტემ­ბერს ვა­შინგტო­ნის ეროვ­ნულ სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში.

სე­ნა­ტო­რი ჯონ მა­კ­კე­ი­ნი გუ­შინ, 81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას ტვი­ნის სიმ­სივ­ნე ჰქონ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ჯონ მაკკეინის სურვილის გათვალისწინებით, მის დაკრძალვაზე ტრამპს არ დაპატიჟებენ

ჯონ მაკკეინის სურვილის გათვალისწინებით, მის დაკრძალვაზე ტრამპს არ დაპატიჟებენ

სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახმა დაადასტურა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ იქნება დაპატიჟებული ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN ავრცელებს.

აღნიშნული თავად სენატორ მაკკეინის სურვილი იყო, რომელმაც სიკვდილამდე განსაზღვრა იმ პირთა სია, ვინც დაესწრებოდა მის დაკრძალვას. სენატორ მაკკეინის სურვილი იყო ასევე, რომ მისი დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულიყვნენ ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუშ უმცროსი. „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონია 2 სექტემბერს გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი სენატორის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯონ მაკკეინის დაკრძალვა ქალაქ ანაპოლისში, მერილენდის შტატში გაიმართება, სადაც აშშ-ს საზღვაო აკადემია მდებარეობს, რომელიც სენატორმა დაამთავრა. 29 აგვისტოს სენატორ ჯონ მაკკეინის სამოქალაქო პანაშვიდი არიზონას შტატის კაპიტოლიუმში გაიმართება, 30 აგვისტოს - ბაპტისტურ ეკლესიაში, 31 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ს კაპიტოლიუმში, ხოლო 1-ელ სექტემბერს ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში.

სენატორი ჯონ მაკკეინი გუშინ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ტვინის სიმსივნე ჰქონდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე