პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქორწინებაში ყოველთვის სამნი ვიყავით..." - პრინცესა დაიანა კამილასთან დაპირისპირების შესახებ ღიად საუბრობდა
"ქორწინებაში ყოველთვის სამნი ვიყავით..." - პრინცესა დაიანა კამილასთან დაპირისპირების შესახებ ღიად საუბრობდა

მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კორნ­ვო­ლის ჰერ­ცო­გი­ნია გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რო­გორც პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა­სა და პრინ­ცი ჩარლ­ზის ქორ­წი­ნე­ბა­ში მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი. თუმ­ცა, მისი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩარლზ­თან, რო­მე­ლიც ოთხი ათწლე­უ­ლია გრძელ­დე­ბა, უფრო მე­ტია, ვიდ­რე სკან­და­ლუ­რი რო­მა­ნი. ახლა ისი­ნი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი დრა­მის და სკან­და­ლის გა­და­ტა­ნა მო­უხ­დათ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ.

პრინცმა ჩარლზ­მა და კა­მი­ლა შან­დმა ერ­თმა­ნე­თი 1970 წელს გა­იც­ნეს, ცხენ­ბურ­თის მატჩზე. ისი­ნი პირ­ვე­ლი­ვე დღეს მო­ი­ხიბლნენ ერ­თმა­ნე­თით და შეხ­ვედ­რე­ბი მა­ლე­ვე და­ი­წყეს. 1971 წელს ჩარლზს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მო­უხ­და წას­ვლა, რა­მაც მათი გან­შო­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

1973 წლის ივ­ლის­ში კა­მი­ლა ენ­დრიუ პარ­კერ ბო­ულზ­ზე და­ქორ­წინ­და, მისი ქმა­რი ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­ის ოფი­ცე­რი იყო, რო­მე­ლიც კა­მი­ლამ­დე პრინც ჩარლ­ზის დას, პრინ­ცე­სა ანას ხვდე­ბო­და. კა­მი­ლას მე­გო­ბარ­მა, მსა­ხი­ობ­მა ლინ რედგრე­ივ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ კორნ­ვო­ლის ჰერ­ცო­გი­ნი­ას ახალ­გაზ­რდო­ბი­სას სურ­და ჰყო­ლო­და მდი­და­რი ქმა­რი და მისი მი­ზა­ნი სწო­რედ ეს იყო.

1977 წელს პრინცმა ჩარლზ­მა 16 წლის ლედი და­ი­ა­ნა სპენ­სე­რი გა­იც­ნო. ამ დროს ის და­ი­ა­ნას უფ­როს დას, ლედი სარა მა­კორ­ქუ­ო­დე­ილს ხვდე­ბო­და. ჩარლზ­მა სა­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­წყვი­ტა და 1980 წელს რო­მა­ნი და­ი­ა­ნას­თან გა­ა­ბა. რო­გორც ლედი დის ბი­ოგ­რა­ფი ენ­დრიუ მორ­ტო­ნი წერს, ჩარლ­ზის გამო დებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა არ შეც­ვლი­ლა. სარა ამ­ბობ­და, რომ მან გა­აც­ნო და­ი­ა­ნა და ჩარლ­ზი ერ­თმა­ნეთს და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კუ­პი­დო­ნის როლი ითა­მა­შა.

1981 წლის 6 თე­ბერ­ვალს ჩარლზ­მა და­ი­ა­ნას ხელი სთხო­ვა, წყვი­ლი 29 ივ­ლისს და­ქორ­წინ­და. ქორ­წი­ლი ზღაპ­რუ­ლი იყო, და­ი­ა­ნას სა­ქორ­წი­ნო კაბა დღემ­დე სა­კულ­ტოდ რჩე­ბა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ პა­ტარ­ძალს არ სურ­და, ქორ­წილს კა­მი­ლაც დას­წრე­ბო­და, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე პარ­კერ-ბო­ულ­ზი მა­ინც იმ­ყო­ფე­ბო­და. ერთი წლის შემ­დეგ, 1982 წლის 21 ივ­ნისს და­ი­ა­ნას და ჩარლზს შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი. 2 წლის შემ­დეგ, 1984 წლის 15 სექ­ტემ­ბერს კი პრინ­ცი ჰარი და­ი­ბა­და.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ორი­ვეს ოჯა­ხი ჰყავ­და, კა­მი­ლა­სა და ჩარლ­ზის რო­მა­ნი კვლავ გრძელ­დე­ბო­და.

1989 წელს და­ი­ა­ნა კა­მი­ლას და­უ­პი­რის­პირ­და. ის დარ­წმუნ­და, რომ ჩარლ­ზი და კა­მი­ლა კვლავ ერ­თად იყ­ვნენ, გა­და­წყვი­ტა, წა­სუ­ლი­ყო პარ­კერ-ბო­ულ­ზის დის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და ქმრის საყ­ვა­რელს პი­რის­პირ და­ლა­პა­რა­კე­ბო­და.

არა­ვინ იცო­და, რომ წვე­უ­ლე­ბა­ზე პრინ­ცე­სა გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ის არც არა­ვის და­უ­პა­ტი­ჟია. და­ი­ა­ნა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­ვი­და და ჩარლზს, კა­მი­ლას და მათ კი­დევ ერთ თა­ნა­მო­სა­უბ­რეს სა­უ­ბა­რი შე­ა­წყვე­ტი­ნა. წვე­უ­ლე­ბა­ზე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ თა­ვად და­ი­ა­ნამ ისა­უბ­რა.

„ბი­ჭე­ბო, რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა მაქვს კა­მი­ლას­თვის სათ­ქმე­ლი და ერთ წუთ­ში დავ­ბრუნ­დე­ბი,“ - უთხრა პრინ­ცე­სამ ჩარლზ­სა და მას­თან ერ­თად მყოფ მა­მა­კაცს.

და­ი­ა­ნა ამ­ბობს, რომ კა­მი­ლას­თან სა­უბ­რი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ცა­და, სრუ­ლი სიმ­შვი­დე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. მან პარ­კერ-ბო­ულზს უთხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და ქმარ­თან მისი რო­მა­ნის შე­სა­ხებ.

კა­მი­ლას პა­სუხს კი და­ი­ა­ნა „სა­ინ­ტე­რე­სოს“ უწო­დებს.

„მან მი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და, რაც კი მინ­დო­და. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მა­მა­კა­ცი ჩემ­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მყავ­და ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი და რა მინ­დო­და მეტი?! მე ვუ­პა­სუ­ხე, რომ ჩემი ქმა­რი მსურ­და,“ - ამ­ბობს და­ი­ა­ნა მორ­ტონ­თან.

1992 წლის ნო­ემ­ბერ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ჩარლ­ზი­სა და კა­მი­ლას ინ­ტი­მუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი. ტაბ­ლო­ი­დებ­მა მა­სა­ლას მოგ­ვი­ა­ნე­ბით „კა­მი­ლა­გე­ი­თი“ უწო­დეს. ერთი თვის შემ­დეგ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯონ მე­ი­ჯორ­მა და­ი­ა­ნა­სა და ჩარლ­ზის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან 2 წლის შემ­დეგ ჩარლზ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ის კა­მი­ლას ხვდე­ბო­და, თუმ­ცა, აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ცდი­ლობ­და და­ი­ა­ნას ერ­თგუ­ლი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ვიდ­რე ქორ­წი­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და.

1995 წელს კა­მი­ლამ და მის­მა ქმარ­მა ენ­დრი­უმ გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­დეს, ისი­ნი ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცალ-ცალ­კე ცხოვ­რობ­დნენ.

ქორ­წი­ნე­ბის ბოლო წლებ­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნე­ბი ჰქონ­და და­ი­ა­ნა­საც. ის ხვდე­ბო­და ცნო­ბილ ცხენ­ბურ­თელს ჯე­იმს ჰი­უ­იტს.

ცნო­ბილ ინ­ტერ­ვი­უ­ში მარ­ტინ ბა­შირ­თან და­ი­ა­ნამ გა­ნა­ცხა­და, რომ ჩარლზს კა­მი­ლას ფო­ტო­ე­ბი ჯერ კი­დევ თაფ­ლო­ბის თვე­ში უპო­ვა, მათი ოჯა­ხი კი „სამი ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბო­და“.

1997 წელს და­ი­ა­ნა ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა პა­რიზ­ში, ავა­რი­ის შე­დე­გად. ლონ­დონ­ში სა­ხალ­ხო გლო­ვა გა­ი­მარ­თა, ქუ­ჩე­ბი ყვა­ვი­ლე­ბით აივ­სო. დაკ­რძალ­ვა­ზე პრინ­ცი ჩარლ­ზი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

პრინ­ცე­სას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ ჩარლზ­მა კა­მი­ლა შვი­ლებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­აც­ნო. 1999 წელს კი წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოჩ­ნდა კა­მი­ლას დის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ლონ­დონ­ში. წვე­უ­ლე­ბა­ზე ისი­ნი ცალ­ცალ­კე მი­ვიდ­ნენ, თუმ­ცა სას­ტუმ­რო ერ­თად და­ტო­ვეს.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კა­მი­ლას ურ­თი­ერ­თო­ბა ჩარლ­ზის შვი­ლებ­თან ნელ-ნელა ყა­ლიბ­დე­ბო­და, მას დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ­თან გაც­ნო­ბა ჯერ კი­დევ წინ ჰქონ­და. დე­დო­ფალ­მა უარი თქვა დას­წრე­ბო­და ჩარლ­ზის და­ბა­დე­ბის დღეს, რო­დე­საც ის 50 წლის გახ­და, რად­გან კა­მი­ლას­თან შეხ­ვედ­რა არ სურ­და.

2000 წელს ელი­სა­ბე­დი და მისი შვი­ლის საყ­ვა­რე­ლი ქალი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ. პრინ­ცი­სა და კა­მი­ლას ურ­თი­ერ­თო­ბა სულ უფრო სე­რი­ო­ზულ სა­ხეს იღებ­და, 2005 წელს ისი­ნი და­ი­ნიშ­ნენ, ამა­ვე წლის 9 აპ­რილს კი და­ქორ­წინ­დნენ. ჩარლ­ზის მეჯ­ვა­რე მისი შვი­ლი, უი­ლი­ა­მი იყო. ქორ­წილს კა­მი­ლას ყო­ფი­ლი ქმა­რი და მისი ახა­ლი ცო­ლიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბე­დი და მისი ქმა­რი, პრინ­ცი ფი­ლი­პი.

კა­მი­ლა­სა და ჩარლ­ზის შვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი იყო. უი­ლი­ამ­მა და ჰა­რიმ მა­მის საყ­ვა­რე­ლი ქალი არც ისე თბი­ლად მი­ი­ღეს, თუმ­ცა პარ­კერ-ბო­ულზ­მა შეძ­ლო, ბი­ჭებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ლა­გე­ბი­ნა.

ჩარლ­ზი­სა და კა­მი­ლას და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ჰა­რიმ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მისი დე­დი­ნაც­ვა­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქა­ლია, რო­მელ­მაც მათი მამა ძა­ლი­ან გა­ა­ბედ­ნი­ე­რა და ეს „ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“.

კა­მი­ლას საკ­მა­ოდ თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს უი­ლი­ა­მის ცოლ­თან, ქეით მიდლტონ­თა­ნაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ქორწინებაში ყოველთვის სამნი ვიყავით..." - პრინცესა დაიანა კამილასთან დაპირისპირების შესახებ ღიად საუბრობდა

"ქორწინებაში ყოველთვის სამნი ვიყავით..." - პრინცესა დაიანა კამილასთან დაპირისპირების შესახებ ღიად საუბრობდა

მთელი ცხოვრების განმავლობაში კორნვოლის ჰერცოგინია განიხილებოდა, როგორც პრინცესა დაიანასა და პრინცი ჩარლზის ქორწინებაში მესამე ადამიანი. თუმცა, მისი ურთიერთობა ჩარლზთან, რომელიც ოთხი ათწლეულია გრძელდება, უფრო მეტია, ვიდრე სკანდალური რომანი. ახლა ისინი დაქორწინებულები არიან, თუმცა წლების განმავლობაში უამრავი დრამის და სკანდალის გადატანა მოუხდათ, რომ სიყვარული შეენარჩუნებინათ.

პრინცმა ჩარლზმა და კამილა შანდმა ერთმანეთი 1970 წელს გაიცნეს, ცხენბურთის მატჩზე. ისინი პირველივე დღეს მოიხიბლნენ ერთმანეთით და შეხვედრები მალევე დაიწყეს. 1971 წელს ჩარლზს სამხედრო სამსახურში მოუხდა წასვლა, რამაც მათი განშორება გამოიწვია.

1973 წლის ივლისში კამილა ენდრიუ პარკერ ბოულზზე დაქორწინდა, მისი ქმარი ბრიტანეთის არმიის ოფიცერი იყო, რომელიც კამილამდე პრინც ჩარლზის დას, პრინცესა ანას ხვდებოდა. კამილას მეგობარმა, მსახიობმა ლინ რედგრეივმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კორნვოლის ჰერცოგინიას ახალგაზრდობისას სურდა ჰყოლოდა მდიდარი ქმარი და მისი მიზანი სწორედ ეს იყო.

1977 წელს პრინცმა ჩარლზმა 16 წლის ლედი დაიანა სპენსერი გაიცნო. ამ დროს ის დაიანას უფროს დას, ლედი სარა მაკორქუოდეილს ხვდებოდა. ჩარლზმა სარასთან ურთიერთობა შეწყვიტა და 1980 წელს რომანი დაიანასთან გააბა. როგორც ლედი დის ბიოგრაფი ენდრიუ მორტონი წერს, ჩარლზის გამო დებს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა. სარა ამბობდა, რომ მან გააცნო დაიანა და ჩარლზი ერთმანეთს და ურთიერთობაში კუპიდონის როლი ითამაშა.

1981 წლის 6 თებერვალს ჩარლზმა დაიანას ხელი სთხოვა, წყვილი 29 ივლისს დაქორწინდა. ქორწილი ზღაპრული იყო, დაიანას საქორწინო კაბა დღემდე საკულტოდ რჩება. იმის მიუხედავად, რომ პატარძალს არ სურდა, ქორწილს კამილაც დასწრებოდა, ღონისძიებაზე პარკერ-ბოულზი მაინც იმყოფებოდა. ერთი წლის შემდეგ, 1982 წლის 21 ივნისს დაიანას და ჩარლზს შვილი შეეძინა, პრინცი უილიამი. 2 წლის შემდეგ, 1984 წლის 15 სექტემბერს კი პრინცი ჰარი დაიბადა.

იმის მიუხედავად, რომ ორივეს ოჯახი ჰყავდა, კამილასა და ჩარლზის რომანი კვლავ გრძელდებოდა.

1989 წელს დაიანა კამილას დაუპირისპირდა. ის დარწმუნდა, რომ ჩარლზი და კამილა კვლავ ერთად იყვნენ, გადაწყვიტა, წასულიყო პარკერ-ბოულზის დის დაბადების დღეზე და ქმრის საყვარელს პირისპირ დალაპარაკებოდა.

არავინ იცოდა, რომ წვეულებაზე პრინცესა გამოჩნდებოდა, ის არც არავის დაუპატიჟია. დაიანა ღონისძიებაზე მოულოდნელად მივიდა და ჩარლზს, კამილას და მათ კიდევ ერთ თანამოსაუბრეს საუბარი შეაწყვეტინა. წვეულებაზე მომხდარის შესახებ თავად დაიანამ ისაუბრა.

„ბიჭებო, რამდენიმე სიტყვა მაქვს კამილასთვის სათქმელი და ერთ წუთში დავბრუნდები,“ - უთხრა პრინცესამ ჩარლზსა და მასთან ერთად მყოფ მამაკაცს.

დაიანა ამბობს, რომ კამილასთან საუბრისას მაქსიმალურად შეეცადა, სრული სიმშვიდე შეენარჩუნებინა. მან პარკერ-ბოულზს უთხრა, რომ ყველაფერი იცოდა ქმართან მისი რომანის შესახებ.

კამილას პასუხს კი დაიანა „საინტერესოს“ უწოდებს.

„მან მითხრა, რომ ყველაფერი მქონდა, რაც კი მინდოდა. მსოფლიოს ყველა მამაკაცი ჩემზე იყო შეყვარებული, მყავდა ორი არაჩვეულებრივი შვილი და რა მინდოდა მეტი?! მე ვუპასუხე, რომ ჩემი ქმარი მსურდა,“ - ამბობს დაიანა მორტონთან.

1992 წლის ნოემბერში ჟურნალისტებმა გაავრცელეს ჩარლზისა და კამილას ინტიმური სატელეფონო საუბრის ჩანაწერები. ტაბლოიდებმა მასალას მოგვიანებით „კამილაგეითი“ უწოდეს. ერთი თვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჯონ მეიჯორმა დაიანასა და ჩარლზის დაშორების შესახებ განაცხადა.

განქორწინებიდან 2 წლის შემდეგ ჩარლზმა დაადასტურა, რომ ის კამილას ხვდებოდა, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ცდილობდა დაიანას ერთგული დარჩენილიყო, ვიდრე ქორწინების შენარჩუნება შეუძლებელი გახდა.

1995 წელს კამილამ და მისმა ქმარმა ენდრიუმ განქორწინების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს, ისინი ბოლო 2 წლის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

ქორწინების ბოლო წლებში სასიყვარულო რომანები ჰქონდა დაიანასაც. ის ხვდებოდა ცნობილ ცხენბურთელს ჯეიმს ჰიუიტს.

ცნობილ ინტერვიუში მარტინ ბაშირთან დაიანამ განაცხადა, რომ ჩარლზს კამილას ფოტოები ჯერ კიდევ თაფლობის თვეში უპოვა, მათი ოჯახი კი „სამი ადამიანისგან შედგებოდა“.

1997 წელს დაიანა ტრაგიკულად გარდაიცვალა პარიზში, ავარიის შედეგად. ლონდონში სახალხო გლოვა გაიმართა, ქუჩები ყვავილებით აივსო. დაკრძალვაზე პრინცი ჩარლზი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

პრინცესას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ჩარლზმა კამილა შვილებს ოფიციალურად გააცნო. 1999 წელს კი წყვილი ოფიციალურად გამოჩნდა კამილას დის დაბადების დღეზე ლონდონში. წვეულებაზე ისინი ცალცალკე მივიდნენ, თუმცა სასტუმრო ერთად დატოვეს.

იმის მიუხედავად, რომ კამილას ურთიერთობა ჩარლზის შვილებთან ნელ-ნელა ყალიბდებოდა, მას დედოფალ ელისაბედთან გაცნობა ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. დედოფალმა უარი თქვა დასწრებოდა ჩარლზის დაბადების დღეს, როდესაც ის 50 წლის გახდა, რადგან კამილასთან შეხვედრა არ სურდა.

2000 წელს ელისაბედი და მისი შვილის საყვარელი ქალი ერთმანეთს შეხვდნენ. პრინცისა და კამილას ურთიერთობა სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებდა, 2005 წელს ისინი დაინიშნენ, ამავე წლის 9 აპრილს კი დაქორწინდნენ. ჩარლზის მეჯვარე მისი შვილი, უილიამი იყო. ქორწილს კამილას ყოფილი ქმარი და მისი ახალი ცოლიც ესწრებოდნენ. ცერემონიალზე არ იმყოფებოდნენ დედოფალი ელისაბედი და მისი ქმარი, პრინცი ფილიპი.

კამილასა და ჩარლზის შვილების ურთიერთობა თავდაპირველად საკმაოდ დაძაბული იყო. უილიამმა და ჰარიმ მამის საყვარელი ქალი არც ისე თბილად მიიღეს, თუმცა პარკერ-ბოულზმა შეძლო, ბიჭებთან ურთიერთობა დაელაგებინა.

ჩარლზისა და კამილას დაქორწინების შემდეგ ჰარიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი დედინაცვალი შესანიშნავი ქალია, რომელმაც მათი მამა ძალიან გააბედნიერა და ეს „ყველაზე მნიშვნელოვანია“.

კამილას საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვს უილიამის ცოლთან, ქეით მიდლტონთანაც.

ქართველი მოჭიდავეების წარმატება საფრანგეთში - 9 მედალი გრან პრიზე, მათ შორის 4 ოქრო...

"ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა... თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვა არ არის აუცილებელი" - მაია ბუწაშვილი

ავსტრალიაში "ავტოსტოპით“ ჩასულ "ამერიკელ მტრედს“ კარანტინის წესების დარღვევის გამო "შეიპყრობენ" და მოკლავენ