სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კუსტარულად მზადდება და შეუძლებელია სუფთა იყოს..." - ბაზარზე ქართული ჰეროინი გამოჩნდა?
"კუსტარულად მზადდება და შეუძლებელია სუფთა იყოს..." - ბაზარზე ქართული ჰეროინი გამოჩნდა?

სამ­ხა­რა­უ­ლის ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, გური მე­ნაბ­დიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ი­წყეს ოპი­უ­მის მოყ­ვა­ნა და ბა­ზარ­ზე უკვე გა­მოჩ­ნდა ქარ­თუ­ლი ჰე­რო­ი­ნი.

ამის შე­სა­ხებ მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა „კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

„ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ი­წყეს ოპი­უ­მის მოყ­ვა­ნა და ბა­ზარ­ზე უკვე გა­მოჩ­ნდა ქარ­თუ­ლი ჰე­რო­ი­ნი. ის კუს­ტა­რუ­ლად მზად­დე­ბა და შე­უძ­ლე­ბე­ლია სუფ­თა იყოს. მისი მოხ­მა­რე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებს ის ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც აბევ­რე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპი­უ­მის­თვის ხელ­საყ­რე­ლი ტე­რი­ტო­რია არ­სე­ბობს, თუმ­ცა დიდი პლან­ტა­ცი­ე­ბის გა­შე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ვერ შე­ამ­ჩნი­ონ.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპი­უ­მის მოყ­ვა­ნა და­ი­წყეს, ბა­ზარ­ზე და­რიშ­ხა­ნის შემ­ცვე­ლი ჰე­რო­ი­ნი გა­მოჩ­ნდა - "კვი­რის პა­ლიტ­რის" ექ­სკლუ­ზი­ვი

"ოპი­უ­მი მა­ღალმთა­გო­რი­ან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იზ­რდე­ბა. მას სი­ცხე უყ­ვარს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მცე­ნა­რის­თვის რამ­დე­ნი­მე ხელ­საყ­რე­ლი ტე­რი­ტო­რია არ­სე­ბობს, თუმ­ცა დიდი პლან­ტა­ცი­ე­ბის გა­შე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ვერ შე­ამ­ჩნი­ონ. ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ოპი­უ­მის პლან­ტა­ცი­ე­ბი, მაგ­რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში უკვე აწარ­მო­ე­ბენ კა­ნა­ბისს და მას ახალ­გაზ­რდე­ბი მო­იხ­მა­რენ.

მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ არა მარ­ტო მა­მა­კა­ცე­ბი, ქა­ლე­ბიც არი­ან აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და როცა მშობ­ლე­ბი საყ­ვე­დუ­რო­ბენ, პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბი­ან, ჩვენ­გან რა გინ­დათ, სა­ხელ­მწი­ფო­ში დაშ­ვე­ბუ­ლია, რა­ტომ გვიკ­რძა­ლავ­თო. სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა პე­რი­ფე­რი­ებ­ში, სა­დაც მა­სობ­რი­ვად მო­იხ­მა­რენ კა­ნა­ბისს" - აღ­ნიშ­ნა მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა წა­ი­კი­თხეთ მეტი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"კუსტარულად მზადდება და შეუძლებელია სუფთა იყოს..." - ბაზარზე ქართული ჰეროინი გამოჩნდა?

"კუსტარულად მზადდება და შეუძლებელია სუფთა იყოს..." - ბაზარზე ქართული ჰეროინი გამოჩნდა?

სამხარაულის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, გური მენაბდიშვილის ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი.

ამის შესახებ მენაბდიშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. ის კუსტარულად მზადდება და შეუძლებელია სუფთა იყოს. მისი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს ის ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომლებითაც აბევრებენ“, - განაცხადა მენაბდიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ოპიუმისთვის ხელსაყრელი ტერიტორია არსებობს, თუმცა დიდი პლანტაციების გაშენება შეუძლებელია, რადგან წარმოუდგენელია, ეს სამართალდამცველებმა ვერ შეამჩნიონ.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში ოპიუმის მოყვანა დაიწყეს, ბაზარზე დარიშხანის შემცველი ჰეროინი გამოჩნდა - "კვირის პალიტრის" ექსკლუზივი

"ოპიუმი მაღალმთაგორიან ტერიტორიაზე იზრდება. მას სიცხე უყვარს. საქართველოში ამ მცენარისთვის რამდენიმე ხელსაყრელი ტერიტორია არსებობს, თუმცა დიდი პლანტაციების გაშენება შეუძლებელია, რადგან წარმოუდგენელია, ეს სამართალდამცველებმა ვერ შეამჩნიონ. ვერ დავადასტურებ, რომ საქართველოში არის ოპიუმის პლანტაციები, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს რეგიონებში უკვე აწარმოებენ კანაბისს და მას ახალგაზრდები მოიხმარენ.

მაქვს ინფორმაცია, რომ არა მარტო მამაკაცები, ქალებიც არიან აქტიური მომხმარებლები და როცა მშობლები საყვედურობენ, პირდაპირ ეუბნებიან, ჩვენგან რა გინდათ, სახელმწიფოში დაშვებულია, რატომ გვიკრძალავთო. საგანგაშო მდგომარეობაა პერიფერიებში, სადაც მასობრივად მოიხმარენ კანაბისს" - აღნიშნა მენაბდიშვილმა წაიკითხეთ მეტი

ლატარიაში უკვე მოგებული და გაცემულია 40 000 000 ლარი!

"სახელმწიფოს მიერ შემოტანილ გრიპის ვაქცინაში თანხის აღება არის დანაშაული" - ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვისთვის უნდა იყოს გრიპის ვაქცინაცია უფასო

კორონავირუსის მართვაში იგეგმება სტომატოლოგების, მე-4 - მე-5 კურსის სტუდენტებისა და პენსიონერი ექიმების ჩართვა - რა განაცხადა გამყრელიძემ?