პარტნიორები:

    დღეს Echowave-ზე Die Antwoord დაუკრავს

    დღეს Echowave-ზე Die Antwoord დაუკრავს

    Echowaves ფესტივალის ბოლო დღის მთავარი ჰედლაინერი სამხრეთ აფრიკულ ელექტროულ რეივ-რეპ და ჰიპ-ჰოპ დუო - Die Antwoord იქნება. გამორჩეული ვიზუალი და ჟღერადობა, თამამი პერფორმანსები და ექსტრაორდინალურისასცენო იმიჯიDie Antwoord-სთანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოწარმომადგენლებად აქცევს.

    პროექტი 2008 წელს კეიპტაუნში ორმა ახალგაზრდამ - Ninja-მ (Wtkin Tudor Jones )და Jolandi Visser-მაჩამოყალიბდა. მათი შემოქმედება ალტერნატიულ ჰიპ ჰოპს, რეივ-რეპს და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს.თავად Ninja კიჯგუფის სტილს ასე ახასიათებს: "ეს არის ექსტრემალური, ფუტურისტული პოპ მუსიკა". Die Antwoord-ის სიმღერების ტექსტები ინგლისური და აფრიკული ენის ნაზავია.

    განსაკუთრებული პოპულარობა დუეტმა 2010 წელს მოიპოვა, როდესაც მათი ვიდეო "Enter the Ninja" წლის ერთ-ერთი ჰიტი გახდადა ინტერნეტში ვირუსულ ვიდეოდ იქცა. მომდევნო წლებში ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად მათ სიმღერებს : Ugly Boy, Baby's On Fire და PitBull Terrier.

    ბენდის იმიჯი და კონცეფცია სამხრეთ აფრიკულ კონტრ-კულტურულ მოძრაობა Zef-თან არის დაკავშირებული. Zef თანასწორობის იდეას ემყარება და თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელი მუშათა კლასის კულტურას ასახავს. "შენ ხარ ღარიბი, მაგრამ მოდური, ხარ ღარიბი, მაგრამ ხარ სექსუალური, გაქვს შენი სტილი" - ასე აღწერს Zef-ის და მისი ჯგუფის კონცეფციას იოლანდი ვისერი.

    ჯგუფს 4 სტუდიური ალბომი, 2 EP და 20-ზე მეტი სინგლი აქვს გამოშვებული. მათი ახალი ალბომი სახელწოდებით „27“ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს.

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

    8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი