მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავიაბაზაზე დაბადებული, შთამომავლობით სამხედრო და "საღამოს წვეულებების მეფე" - ამბები ჯონ მაკკეინის ცხოვრებიდან, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა არ იცის
ავიაბაზაზე დაბადებული, შთამომავლობით სამხედრო და "საღამოს წვეულებების მეფე" - ამბები ჯონ მაკკეინის ცხოვრებიდან, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

მშვი­დო­ბით სე­ნა­ტო­რო!

"არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად მკა­ფი­ოა, რომ მათი სიკ­ვდი­ლის და­ჯე­რე­ბაც კი ძნე­ლია...", - წერს ჯორჯ ბუში ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი­სა და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სის, ჯონ მა­კ­კე­ი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"სუ­ლით, და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სის­ხლით მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნი, ის სიკ­ვდი­ლამ­დე, 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს", - ასე ახა­სი­ა­თებს მსოფ­ლიო მე­დია ვი­ეტ­ნა­მის ომის ვე­ტე­რანს, რაც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის.

ჩვენ კი თა­მა­მად და სი­ნა­ნუ­ლით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მკა­ფიო და ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი და მხარ­დამ­ჭე­რი და­კარ­გა...

ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი, რო­მელ­მაც ვი­ეტ­ნა­მის ომის დროს ექ­ვსი წელი დაჰ­ყო ტყვე­ო­ბა­ში, ექ­ვსჯერ აირ­ჩი­ეს არი­ზო­ნის შტა­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ რეს­პუბ­ლი­კელ სე­ნა­ტო­რად, მაგ­რამ აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ორი­ვე მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოდ­გა. ის მრა­ვა­ლი წელი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სე­ნა­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კო­მი­ტეტს, მი­იჩ­ნე­ო­და თავ­დაც­ვი­სა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტურ ექ­სპერ­ტად.

ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ამე­რი­კელ სე­ნა­ტორს 2017 წლის ივ­ლის­ში თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე და­უდ­გი­ნეს, რა­საც რამ­დე­ნი­მე ეტა­პი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა მოჰ­ყვა. მი­სი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბოლო ხანს არი­ზო­ნა­ში, ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის წრე­ში იყო.

ჯონ მა­კ­კე­ი­ნი 1936 წლის 29 აგ­ვის­ტოს პა­ნა­მა­ში, აშშ-ის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სამ­ხედ­რო ავი­ა­ბა­ზა, "კოკო-სო­ლო­ზე" და­ი­ბა­და. მამა და ბა­ბუა მა­ღა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო­ე­ბი და ოთხი ვარ­სკვლა­ვის მა­ტა­რე­ბე­ლი ად­მი­რა­ლე­ბი იყ­ვნენ, რაც მშვი­დო­ბის დროს, ამე­რი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში უმაღ­ლეს წო­დე­ბად ით­ვლე­ბო­და. ჯონი მათ კვალს გაჰ­ყვა. ამი­ტო­მაც ამ­ბო­ბენ, რომ ის შთა­მო­მავ­ლო­ბით სამ­ხედ­რო მე­ზღვა­უ­რი იყო.

მისი პი­როვ­ნუ­ლი კონ­სერ­ვა­ტუ­ლო­ბის გამო, ის მუდ­მი­ვად ექიშ­პე­ობ­და "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რებს. ასე­ვე, ჰქონ­და ძალ­ზე პირ­და­პი­რი და ხის­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მი­მართ. 2017 წელს გა­ნა­ცხა­და, რომ მოს­კო­ვი მსოფ­ლი­ოს­თვის ძა­ლი­ან დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს, ვიდ­რე თვით "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო".

"მემ­კვიდ­რე­ო­ბით სამ­ხედ­რო" და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი

პირ­და­პი­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და ხა­სი­ა­თის მი­უ­ხე­და­ვად, სე­ნა­ტო­რი ძა­ლი­ან კარ­გი მომ­ლა­პა­რა­კებ­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და, კომ­პრო­მის­ზე წას­ვლაც შე­ეძ­ლო და პრობ­ლე­მის ამ­გვა­რი გზით გა­და­წყვე­ტაც. მო­მა­ვალ "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს" სწო­რედ ის და­ეხ­მა­რა და დე­მოკ­რატ ობა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით რჩე­ვებ­საც აძ­ლევ­და. ის მუდ­მი­ვად აკ­რი­ტი­კებ­და თა­ნა­პარ­ტი­ელ ტრამპს და თა­ვა­დაც ცდი­ლობ­და, პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძლის და­კა­ვე­ბას. მა­მას სამ­სა­ხუ­რის გამო მუდ­მი­ვად უწევ­და გა­და­ად­გი­ლე­ბა, ამი­ტო­მაც ჯონ­მა რამ­დე­ნი­მე სკო­ლა გა­მო­იც­ვა­ლა. შემ­დეგ მან ამე­რი­კა­ში, მე­რი­ლენ­დის შტატ­ში, ანა­პო­ლი­სის სამ­ხედ­რო-სა­ზაღ­ვაო სკო­ლა­ში ჩა­ა­ბა­რა. მას იქ იც­ნობ­დნენ, რო­გორც ლი­დერ­სა და ადა­მი­ანს, რო­მელ­საც კარ­გი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და. თუ მას საგ­ნე­ბი არ მოს­წონ­და, შე­ეძ­ლო უბ­რა­ლოდ არ ეს­წავ­ლა. მა­კ­კე­ინ­მა აკა­დე­მია ყვე­ლა­ზე ცუდი მოს­წრე­ბით და­ას­რუ­ლა. ამის შემ­დეგ ფლო­რი­დის შტატ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ პენ­სა­კონ­ში გა­და­ვი­და, რო­მელ­საც ამე­რი­კა­ში სა­ზღვაო ავი­ა­ცი­ის ფლაგ­მა­ნად მი­იჩ­ნე­ვენ. მან იქ მფრი­ნა­ვო­ბა შე­ის­წავ­ლა და "სა­ღა­მოს წვე­უ­ლე­ბე­ბის მე­ფის" სტა­ტუ­სიც მო­ი­პო­ვა.

სწავ­ლე­ბე­ბის შემ­დეგ ის ავი­ა­მო­ი­ე­რი­შე "სკა­ი­რა­ი­დე­რის" პი­ლო­ტი გახ­და. თუმ­ცა, ვიდ­რე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გახ­დე­ბო­და, რთუ­ლი გაფ­რე­ნე­ბიც ჰქონ­და, მა­გა­ლი­თად, ხმელ­თა­შუა ზღვა­ში, ეს­პა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ელექტრო­გა­დამ­ცე­მებ­ში შე­იჭ­რა და რე­გი­ო­ნი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უშუ­ქოდ და­ტო­ვა.

სამ­ხედ­რო გმი­რი

1967 წელს, მე­გობ­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ის ავი­ა­მო­ი­ე­რი­შე Forrestal-ზე მოხ­ვდა, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ ვი­ეტ­ნამ­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იმა­ვე წლის 26 ოქ­ტომ­ბერს, მისი თვითმფრი­ნა­ვი ჰა­ნო­ის თავ­ზე ჩა­მო­აგ­დეს და და­ი­წყო ტყვე­ო­ბა, რო­მელ­მაც ჯონ მა­კ­კე­ი­ნი სი­ცო­ცხლე­ში­ვე ლე­გენ­დად აქ­ცია.

პირ­ველ ხა­ნებ­ში მას ჩვე­უ­ლებ­რივ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ და ამავდვ­რო­უ­ლად მის და­კი­თხვას ცდი­ლობ­დნენ. შემ­დეგ კი მისი წა­მე­ბა და­ი­წყეს, თუმ­ცა რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ ის ად­მი­რა­ლის შვი­ლი იყო, შე­წყვი­ტეს და ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხ­ზე გა­და­ვიდ­ნენ. 1968 წელს ის სა­მარ­ტოო სა­კან­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ორი წელი გა­ა­ტა­რა. რო­დე­საც მა­კ­კე­ი­ნის მამა ვი­ეტ­ნამ­ში ამე­რი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი გახ­და, მას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და­უ­წყეს სა­უ­ბა­რი, ეს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მხრი­დან ერ­თგვა­რი ტაქ­ტი­კა იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე ხელი მო­ტე­ხი­ლი ჰქონ­და, მუხ­ლი კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და აწა­მებ­დნენ, ახალ­გაზ­რდა ოფი­ცე­რი უარს აცხა­დებ­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. ის ამ­ბობ­და, რომ მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ტო­ვებ­და ვი­ეტ­ნა­მის ცი­ხეს, რაც და­ნარ­ჩენ ამე­რი­კელ ტყვე­ებ­საც გა­უშ­ვებ­დნენ, რომ­ლე­ბიც უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ. მა­შინ ვი­ეტ­ნა­მე­ლებ­მა მისი სას­ტი­კი წა­მე­ბა გა­ნა­ახ­ლეს... ნა­წა­მებ­მა და დი­ზენ­ტე­რი­ით და­ა­ვა­დე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდა სამ­ხედ­რომ თვით­მკვლე­ლო­ბაც სცა­და. მთლი­ა­ნო­ბა­ში მან სა­ში­ნელ ტყვე­ო­ბა­ში 5-ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი გა­ა­ტა­რა. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ შე­ი­ტყო, რომ მისი მე­უღ­ლე ქე­რო­ლი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოჰ­ყვა და მძი­მედ და­შავ­და. 1980 წელს ის მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და სინ­დი-ლუ ჰენსლი­ზე.

გზა დიდი პო­ლი­ტი­კის­კენ

1981 წელს მა­კ­კე­ინ­მა სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლოტ­ში თა­ვი­სი კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა და არი­ზო­ნას შტა­ტის პა­ლა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლად აირ­ჩი­ეს. ის რო­ნალდ რე­ი­გა­ნის კურსს იზი­ა­რებ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სე­ნა­ტო­რად პირ­ვე­ლი ვა­დით იყო არ­ჩე­უ­ლი, რო­ნალდ რე­ი­გა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და და შე­ზღუ­დუ­ლი თავ­დაც­ვი­თი რე­სურ­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბე­ი­რუთ­ში სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით გან­თავ­სე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა.

მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ მის­მა ინ­ტუ­ი­ცი­ამ გა­ა­მარ­თლა - 1983 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში თვით­მკვლე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი და­ნაღ­მუ­ლი მან­ქა­ნით შე­იჭ­რა ამე­რი­კე­ლე­ბის ყა­ზარ­მა­ში. მა­შინ თავ­დას­ხმას 241 სამ­ხედ­რო ქვე­ი­თის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

ამას­თან, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ზღვრე­ბი ჩა­კე­ტი­ლი იყო და მონ­სტრზე სა­უბ­რის­გან ბევ­რი თავს იკა­ვებ­და, ის არც მა­შინ დუმ­და. იმ დროს ბევ­რმა მას "საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რიც" უწო­და და სე­ნა­ტო­რი არც უარ­ყოფ­და, რომ ასე იყო.

1984 წელს მისი პო­ლი­ტი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბის გზა იწყე­ბა... ის პა­ლა­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რად აირ­ჩეს. 1987 წელს კი არი­ზო­ნას შტა­ტის სე­ნა­ტო­რი გახ­და. თა­ვი­სი სამ­ხედ­რო წარ­სუ­ლი მას უფ­ლე­ბას აძ­ლევ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კო­მი­ტეტ­შიც მო­ე­სინ­ჯა ძა­ლე­ბი.

მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მი­ი­ღეს ამე­რი­კა­ში კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც კო­რე­ე­ლებს კა­ზი­ნო­ში თა­მა­შის უფ­ლე­ბას აძ­ლევ­და, თა­ვად მა­კ­კე­ი­ნი ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და ძლი­ე­რი მო­თა­მა­შე გახ­ლდათ. მის მე­წყვი­ლედ თა­მა­ში ყვე­ლას სურ­და, მის წი­ნა­აღ­მდეგ კი - ცო­ტას.

1999 წელს მან პირ­ვე­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან" ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტო­ბა სურ­და.

ძლი­ე­რი მო­თა­მა­შე და ღირ­სე­უ­ლი ოპო­ნენ­ტი

2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის შემ­დეგ, მან ავ­ღა­ნეთ­სა და ერაყ­ში საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ებს ღიად და­უ­ჭი­რა მხა­რი, თუმ­ცა, რო­დე­საც ერა­ყის საბ­რძო­ლო კამ­პა­ნია და­ი­წყო, მან ბუ­შის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ის სის­წო­რე­ზე და­ი­წყო მსჯე­ლო­ბა.

ჯონ მა­კ­კე­ი­ნი რომ ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, ამა­ზე არც მისი ოპო­ნენ­ტე­ბი და­ვო­ბენ. თუ მათი პო­ზი­ცია არას­წო­რად მი­აჩ­ნდა, ის უკან არ იხევ­და არც პრე­ზი­დენ­ტე­ბის, მათ შო­რის თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის კრი­ტი­კა­ზე.

ცნო­ბის­თვის, მა­კ­კე­ი­ნი პრე­ზი­დენ­ტე­ბის, ჯორჯ ბუ­ში­სა და ბა­რაკ ობა­მას კრი­ტი­კას ერი­დე­ბო­და. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, თუ ბუშს მა­გა­ლი­თად, ერაყ­ში აშშ-ის სტრა­ტე­გი­ას უწუ­ნებ­და, ობა­მას პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებ­და სი­რი­ის კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

მის მწვა­ვე შე­ფა­სე­ბებს ვერც აშშ-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი გა­და­ურ­ჩა. მათ ბევ­რჯერ სა­ჯა­როდ გა­მო­უთ­ქვამთ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მწვა­ვე კრი­ტი­კა: მა­კ­კე­ი­ნი დო­ნალდ ტრამპს გმობ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ქე­ბის­თვის, ასე­ვე იმიგ­რან­ტებ­ზე სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო.

თა­ვის მხრივ, ტრამპმა მას "არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი სე­ნა­ტო­რი" უწო­და და ისიც კი თქვა, მა­კ­კე­ი­ნი ვი­ეტ­ნა­მის ომის გმი­რად არას­დროს მი­მაჩ­ნდა, გმი­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ტყვედ არ ჩა­ვარ­დე­ბო­დაო.

მას სხვა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც ჰყავ­და, უწუ­ნებ­დნენ არა­თან­მიმ­დევ­რულ პო­ზი­ცი­ას სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კის, აბორ­ტის, გა­და­სა­ხა­დე­ბის შეკ­ვე­ცის სა­კი­თხებ­ში, დას­ცი­ნოდ­ნენ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად სარა პე­ი­ლი­ნის არ­ჩე­ვის­თვის. ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მას "ძველ დრო­ში" ჩარ­ჩე­ნი­ლიც უწო­და, რაც რბი­ლად რომ ვთქვათ, ობი­ექ­ტუ­რო­ბას ნამ­დვი­ლად მოკ­ლე­ბუ­ლია.

პუ­ტინს ნამ­დვი­ლად ჰქონ­და მის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბის მი­ზე­ზი - სე­ნა­ტო­რი აქ­ტი­უ­რად უჭერ­და მხარს ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბას და რუ­სეთს მუდ­მი­ვი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში ატა­რებ­და. მან არც ისე მო­რი­დე­ბუ­ლად გა­ნა­ცხა­და, რუ­სე­თი "ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რია, რო­მელ­საც აქვს ბენ­ზი­ნი და თავი სა­ხელ­მწი­ფოდ მო­აქ­ვსო".

ჯონ მა­კ­კე­ი­ნი არა­ერ­თხელ სტუმ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს - ბო­ლოს 2017 წლის იან­ვარ­ში პირ­და­პირ აე­რო­პორ­ტი­დან გა­ემ­გზავ­რა ოკუ­პი­რე­ბულ სო­ფელ ხურ­ვა­ლეთ­თან - იქ, სა­დაც რუ­სე­თის ჯა­რე­ბის უკა­ნო­ნო სა­სა­ზღვრო პოს­ტია.

"ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად" - ეს სი­ტყვე­ბი მას ეკუთ­ვნის, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუხ­რე­ლად იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის მე­გო­ბა­რი და რო­მე­ლიც თა­ვის სი­ტყვებს საქ­მი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბი­თაც ამ­ტკი­ცებ­და.

და ბო­ლოს, მა­კ­კე­ინ­მა 2018 წლის 10 აგ­ვის­ტოს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­დეგ ახალ სან­ქცი­ებს სა­სი­ა­მოვ­ნო უწო­და: "სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ხე­დავ, რომ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს ახა­ლი საქ­ცი­ე­ბი შე­მო­აქვს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ქი­მი­უ­რი თავ­დას­ხმის ფაქ­ტის გამო", - წერ­და მა­კ­კე­ი­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ავიაბაზაზე დაბადებული, შთამომავლობით სამხედრო და "საღამოს წვეულებების მეფე" - ამბები ჯონ მაკკეინის ცხოვრებიდან, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

ავიაბაზაზე დაბადებული, შთამომავლობით სამხედრო და "საღამოს წვეულებების მეფე" - ამბები ჯონ მაკკეინის ცხოვრებიდან, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

მშვიდობით სენატორო!

"არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრება იმდენად მკაფიოა, რომ მათი სიკვდილის დაჯერებაც კი ძნელია...", - წერს ჯორჯ ბუში ამერიკელი სენატორისა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

"სულით, და შეიძლება ითქვას, სისხლით მებრძოლი ადამიანი, ის სიკვდილამდე, 60 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ამერიკის შეერთებულ შტატებს", - ასე ახასიათებს მსოფლიო მედია ვიეტნამის ომის ვეტერანს, რაც გადაჭარბებული ნამდვილად არ არის.

ჩვენ კი თამამად და სინანულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი დაკარგა...

ყოფილი სამხედრო მფრინავი, რომელმაც ვიეტნამის ომის დროს ექვსი წელი დაჰყო ტყვეობაში, ექვსჯერ აირჩიეს არიზონის შტატის წარმომადგენელ რესპუბლიკელ სენატორად, მაგრამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ორივე მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. ის მრავალი წელი ხელმძღვანელობდა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს, მიიჩნეოდა თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურ ექსპერტად.

ყველაზე ცნობილ ამერიკელ სენატორს 2017 წლის ივლისში თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს, რასაც რამდენიმე ეტაპიანი მკურნალობა მოჰყვა. მისივე გადაწყვეტილებით, ბოლო ხანს არიზონაში, ოჯახისა და მეგობრების წრეში იყო.

ჯონ მაკკეინი 1936 წლის 29 აგვისტოს პანამაში, აშშ-ის მიერ კონტროლირებად სამხედრო ავიაბაზა, "კოკო-სოლოზე" დაიბადა. მამა და ბაბუა მაღალი რანგის სამხედროები და ოთხი ვარსკვლავის მატარებელი ადმირალები იყვნენ, რაც მშვიდობის დროს, ამერიკის შეიარაღებულ ძალებში უმაღლეს წოდებად ითვლებოდა. ჯონი მათ კვალს გაჰყვა. ამიტომაც ამბობენ, რომ ის შთამომავლობით სამხედრო მეზღვაური იყო.

მისი პიროვნული კონსერვატულობის გამო, ის მუდმივად ექიშპეობდა "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს. ასევე, ჰქონდა ძალზე პირდაპირი და ხისტი დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინის მიმართ. 2017 წელს განაცხადა, რომ მოსკოვი მსოფლიოსთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე თვით "ისლამური სახელმწიფო".

"მემკვიდრეობით სამხედრო" და წარმატებული მომლაპარაკებელი

პირდაპირი განცხადებებისა და ხასიათის მიუხედავად, სენატორი ძალიან კარგი მომლაპარაკებლის ავტორიტეტით სარგებლობდა, კომპრომისზე წასვლაც შეეძლო და პრობლემის ამგვარი გზით გადაწყვეტაც. მომავალ "რესპუბლიკელებს" სწორედ ის დაეხმარა და დემოკრატ ობამასთან დაკავშირებით რჩევებსაც აძლევდა. ის მუდმივად აკრიტიკებდა თანაპარტიელ ტრამპს და თავადაც ცდილობდა, პრეზიდენტის სავარძლის დაკავებას. მამას სამსახურის გამო მუდმივად უწევდა გადაადგილება, ამიტომაც ჯონმა რამდენიმე სკოლა გამოიცვალა. შემდეგ მან ამერიკაში, მერილენდის შტატში, ანაპოლისის სამხედრო-საზაღვაო სკოლაში ჩააბარა. მას იქ იცნობდნენ, როგორც ლიდერსა და ადამიანს, რომელსაც კარგი ავტორიტეტი ჰქონდა. თუ მას საგნები არ მოსწონდა, შეეძლო უბრალოდ არ ესწავლა. მაკკეინმა აკადემია ყველაზე ცუდი მოსწრებით დაასრულა. ამის შემდეგ ფლორიდის შტატში მდებარე ქალაქ პენსაკონში გადავიდა, რომელსაც ამერიკაში საზღვაო ავიაციის ფლაგმანად მიიჩნევენ. მან იქ მფრინავობა შეისწავლა და "საღამოს წვეულებების მეფის" სტატუსიც მოიპოვა.

სწავლებების შემდეგ ის ავიამოიერიშე "სკაირაიდერის" პილოტი გახდა. თუმცა, ვიდრე პროფესიონალი გახდებოდა, რთული გაფრენებიც ჰქონდა, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემებში შეიჭრა და რეგიონი რამდენიმე დღის განმავლობაში უშუქოდ დატოვა.

სამხედრო გმირი

1967 წელს, მეგობრების რეკომენდაციით, ის ავიამოიერიშე Forrestal-ზე მოხვდა, რომელიც ჩრდილოეთ ვიეტნამში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. იმავე წლის 26 ოქტომბერს, მისი თვითმფრინავი ჰანოის თავზე ჩამოაგდეს და დაიწყო ტყვეობა, რომელმაც ჯონ მაკკეინი სიცოცხლეშივე ლეგენდად აქცია.

პირველ ხანებში მას ჩვეულებრივ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ და ამავდვროულად მის დაკითხვას ცდილობდნენ. შემდეგ კი მისი წამება დაიწყეს, თუმცა როდესაც გაიგეს, რომ ის ადმირალის შვილი იყო, შეწყვიტეს და ფსიქოლოგიურ წნეხზე გადავიდნენ. 1968 წელს ის სამარტოო საკანში გადაიყვანეს, სადაც ორი წელი გაატარა. როდესაც მაკკეინის მამა ვიეტნამში ამერიკის შეიარაღებული ძალების მეთაური გახდა, მას გათავისუფლებაზე დაუწყეს საუბარი, ეს მოწინააღმდეგის მხრიდან ერთგვარი ტაქტიკა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხელი მოტეხილი ჰქონდა, მუხლი კი დაზიანებული და აწამებდნენ, ახალგაზრდა ოფიცერი უარს აცხადებდა გათავისუფლებაზე. ის ამბობდა, რომ მხოლოდ მას შემდეგ დატოვებდა ვიეტნამის ციხეს, რაც დანარჩენ ამერიკელ ტყვეებსაც გაუშვებდნენ, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. მაშინ ვიეტნამელებმა მისი სასტიკი წამება განაახლეს... ნაწამებმა და დიზენტერიით დაავადებულმა ახალგაზრდა სამხედრომ თვითმკვლელობაც სცადა. მთლიანობაში მან საშინელ ტყვეობაში 5-ნახევარი წელიწადი გაატარა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ქეროლი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მძიმედ დაშავდა. 1980 წელს ის მეორედ დაქორწინდა სინდი-ლუ ჰენსლიზე.

გზა დიდი პოლიტიკისკენ

1981 წელს მაკკეინმა სამხედრო-საზღვაო ფლოტში თავისი კარიერა დაასრულა და არიზონას შტატის პალატის წარმომადგენლად აირჩიეს. ის რონალდ რეიგანის კურსს იზიარებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სენატორად პირველი ვადით იყო არჩეული, რონალდ რეიგანის წინააღმდეგ გამოვიდა და შეზღუდული თავდაცვითი რესურსების მიუხედავად, ბეირუთში საზღვაო ქვეითების სამშვიდობო მისიით განთავსება გააპროტესტა.

მალევე გაირკვა, რომ მისმა ინტუიციამ გაამართლა - 1983 წლის ოქტომბერში თვითმკვლელი თავდამსხმელი დანაღმული მანქანით შეიჭრა ამერიკელების ყაზარმაში. მაშინ თავდასხმას 241 სამხედრო ქვეითის სიცოცხლე შეეწირა.

ამასთან, როდესაც საბჭოთა კავშირის საზღვრები ჩაკეტილი იყო და მონსტრზე საუბრისგან ბევრი თავს იკავებდა, ის არც მაშინ დუმდა. იმ დროს ბევრმა მას "საბჭოთა კავშირის დაუძინებელი მტერიც" უწოდა და სენატორი არც უარყოფდა, რომ ასე იყო.

1984 წელს მისი პოლიტიკური აღმავლობის გზა იწყება... ის პალატის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრად აირჩეს. 1987 წელს კი არიზონას შტატის სენატორი გახდა. თავისი სამხედრო წარსული მას უფლებას აძლევდა შეიარაღებული ძალების კომიტეტშიც მოესინჯა ძალები.

მისი მონაწილეობით მიიღეს ამერიკაში კანონი, რომელიც კორეელებს კაზინოში თამაშის უფლებას აძლევდა, თავად მაკკეინი ძალიან აზარტული პიროვნება და ძლიერი მოთამაშე გახლდათ. მის მეწყვილედ თამაში ყველას სურდა, მის წინააღმდეგ კი - ცოტას.

1999 წელს მან პირველად განაცხადა, რომ "რესპუბლიკური პარტიიდან" ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატობა სურდა.

ძლიერი მოთამაშე და ღირსეული ოპონენტი

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, მან ავღანეთსა და ერაყში საბრძოლო ოპერაციებს ღიად დაუჭირა მხარი, თუმცა, როდესაც ერაყის საბრძოლო კამპანია დაიწყო, მან ბუშის ადმინისტრაციის სტრატეგიის სისწორეზე დაიწყო მსჯელობა.

ჯონ მაკკეინი რომ ძლიერი პიროვნება იყო, ამაზე არც მისი ოპონენტები დავობენ. თუ მათი პოზიცია არასწორად მიაჩნდა, ის უკან არ იხევდა არც პრეზიდენტების, მათ შორის თანაპარტიელი პრეზიდენტების კრიტიკაზე.

ცნობისთვის, მაკკეინი პრეზიდენტების, ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას კრიტიკას ერიდებოდა. როგორც აღვნიშნეთ, თუ ბუშს მაგალითად, ერაყში აშშ-ის სტრატეგიას უწუნებდა, ობამას პოზიციას იზიარებდა სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით.

მის მწვავე შეფასებებს ვერც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი გადაურჩა. მათ ბევრჯერ საჯაროდ გამოუთქვამთ ერთმანეთის მიმართ მწვავე კრიტიკა: მაკკეინი დონალდ ტრამპს გმობდა რუსეთის პრეზიდენტის ქებისთვის, ასევე იმიგრანტებზე სტერეოტიპული შეხედულებების გამო.

თავის მხრივ, ტრამპმა მას "არაკომპეტენტური სენატორი" უწოდა და ისიც კი თქვა, მაკკეინი ვიეტნამის ომის გმირად არასდროს მიმაჩნდა, გმირი რომ ყოფილიყო, ტყვედ არ ჩავარდებოდაო.

მას სხვა მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, უწუნებდნენ არათანმიმდევრულ პოზიციას საიმიგრაციო პოლიტიკის, აბორტის, გადასახადების შეკვეცის საკითხებში, დასცინოდნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სარა პეილინის არჩევისთვის. ვლადიმერ პუტინმა მას "ძველ დროში" ჩარჩენილიც უწოდა, რაც რბილად რომ ვთქვათ, ობიექტურობას ნამდვილად მოკლებულია.

პუტინს ნამდვილად ჰქონდა მის მიმართ უარყოფითი განწყობის მიზეზი - სენატორი აქტიურად უჭერდა მხარს ნატო-ს გაფართოებას და რუსეთს მუდმივი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა. მან არც ისე მორიდებულად განაცხადა, რუსეთი "ავტოგასამართი სადგურია, რომელსაც აქვს ბენზინი და თავი სახელმწიფოდ მოაქვსო".

ჯონ მაკკეინი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს - ბოლოს 2017 წლის იანვარში პირდაპირ აეროპორტიდან გაემგზავრა ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთთან - იქ, სადაც რუსეთის ჯარების უკანონო სასაზღვრო პოსტია.

"ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად" - ეს სიტყვები მას ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში განუხრელად იყო ჩვენი ქვეყნის მეგობარი და რომელიც თავის სიტყვებს საქმიანი განცხადებითაც ამტკიცებდა.

და ბოლოს, მაკკეინმა 2018 წლის 10 აგვისტოს რუსეთის წინააღდეგ ახალ სანქციებს სასიამოვნო უწოდა: "სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ახალი საქციები შემოაქვს რუსეთის წინააღმდეგ, დიდ ბრიტანეთში ქიმიური თავდასხმის ფაქტის გამო", - წერდა მაკკეინი.

მელანია ტრამპი მეუღლეს დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდებს

პირადი ოჯახური ტრაგედია, შვილთან დაკავშირებული სკანდალი და ვიზიტები საქართველოში - ვინ არის ამერიკის 46-ე პრეზიდენტი?

"მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ ხედავს წითელსა და ლურჯს, ხედავს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს" - რა სიტყვებით მიმართა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს გამარჯვების შემდეგ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"