პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საოცარი რამ მოხდა... თითქოს გამოვეთიშე იმ წირვა-ლოცვიდან" - რა ხილვას იხსენებს პატრიარქი და რას სთხოვს მრევლს
"საოცარი რამ მოხდა... თითქოს გამოვეთიშე იმ წირვა-ლოცვიდან" - რა ხილვას იხსენებს პატრიარქი და რას სთხოვს მრევლს

ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში არის ისე­თი პე­რი­ო­დი, როცა უფა­ლი ახ­ლო­საა, როცა ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით გრძნობს უფ­ლის სი­ახ­ლო­ვეს და ეს სი­ახ­ლო­ვე ასაზ­რდო­ვებს მას და ანუ­გე­შებს მას, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას სა­კუ­თარ გან­საც­დელ­ზეც ისა­უბ­რა და ის შემ­თხვე­ვა გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც უფ­ლის სი­ახ­ლო­ვე იგ­რძნო.

"ადა­მი­ან­მა უნდა სთხო­ვოს უფალს, რომ ახ­ლოს იყოს ამ რთულ დროს. დღეს არის ხსე­ნე­ბა მაქ­სი­მე აღმსა­რებ­ლი­სა. დღეს მინ­და გი­თხრათ თქვენ ჩემი გა­მოც­და, გან­საც­დე­ლი, რო­მე­ლიც მე გა­მო­ვი­ა­რე სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის შემ­დეგ. მე მქონ­და ასე­თი ში­ნა­გა­ნი კი­თხვა: რას ნიშ­ნავს სი­ახ­ლო­ვე უფალ­თან, რას გრძნობს ადა­მი­ა­ნი ამ სი­ახ­ლო­ვის დროს. მე აკა­დე­მი­ის შემ­დეგ უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ეფ­რემ მე­ო­რემ დამ­ნიშ­ნა მცხე­თის სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში წირ­ვა-ლოც­ვე­ბი­სათ­ვის. სა­ო­ცა­რი რამ მოხ­და. სა­ხა­რე­ბის დროს მად­ლი გად­მო­ვი­და. რა­ღაც გა­ურ­კვე­ვე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, რო­დე­საც მე თით­ქოს გა­მო­ვე­თი­შე იმ წირ­ვა-ლოც­ვი­დან. ვე­რა­ვის ვხე­დავ­დი. ვგრძნობ­დი სი­ახ­ლო­ვეს უფალ­თან. წირ­ვა ჩა­ტარ­და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სწო­რად, მაგ­რამ ეს სი­ახ­ლო­ვე უფალ­თან იმ­დე­ნად ტკბი­ლი, ამაღ­ლე­ბუ­ლი და ტკი­ვი­ლი იყო სუ­ლი­ე­რი, რომ რო­დე­საც წირ­ვის ბო­ლოს შე­მო­ვი­და მო­ნა­ზო­ნი, იმ დროს გა­მო­ვე­დი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მაგ­რამ უნდა ით­ქვას, რომ იმ­დე­ნად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იყო ეს ხილ­ვა, იმ­დე­ნად დიდი იყო მად­ლი, რომ არ შე­მეძ­ლო არც ლა­პა­რა­კი და არც საჭ­მლის მი­ღე­ბა. მთე­ლი სხე­უ­ლი გა­ნიც­დი­და ამ მდგო­მა­რე­ო­ბას. შე­იძ­ლე­ბა თქვენც გაქვთ ეს, შე­იძ­ლე­ბა იყოს ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ ან ორ­ჯერ. ეს არის მოვ­ლე­ნა და იმის­თვი­საა წმინ­და მოვ­ლე­ნა, რომ სრუ­ლი­ად გა­ნამ­ტკი­ცოს ადა­მი­ა­ნი ღმერ­თმა და ჩვენ ვმად­ლობთ უფალს, რომ უფა­ლი არ გვტო­ვებს ჩვენ," - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, რომ გუ­შინ, 25 აგ­ვის­ტოს მას ეპის­კო­პო­სად კურ­თხე­ვის 25 წელი შე­უს­რულ­და.

"გუ­შინ შეს­რულ­და 55 წელი ჩემი ეპის­კო­პო­სად კურ­თხე­ვი­სა. თქვე­ნი ლოც­ვე­ბი მჭირ­დე­ბა. თქვე­ნი ლოც­ვე­ბი, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო მე ვერ ავი­ტან­დი იმ გან­საც­დელს, რო­მე­ლიც მე გა­მო­ვი­ა­რე," - გა­ნა­ცხა­და ილია მე­ო­რემ.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"საოცარი რამ მოხდა... თითქოს გამოვეთიშე იმ წირვა-ლოცვიდან" - რა ხილვას იხსენებს პატრიარქი და რას სთხოვს მრევლს

"საოცარი რამ მოხდა... თითქოს გამოვეთიშე იმ წირვა-ლოცვიდან" - რა ხილვას იხსენებს პატრიარქი და რას სთხოვს მრევლს

ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი პერიოდი, როცა უფალი ახლოსაა, როცა ადამიანი განსაკუთრებით გრძნობს უფლის სიახლოვეს და ეს სიახლოვე ასაზრდოვებს მას და ანუგეშებს მას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა ქადაგებისას საკუთარ განსაცდელზეც ისაუბრა და ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც უფლის სიახლოვე იგრძნო.

"ადამიანმა უნდა სთხოვოს უფალს, რომ ახლოს იყოს ამ რთულ დროს. დღეს არის ხსენება მაქსიმე აღმსარებლისა. დღეს მინდა გითხრათ თქვენ ჩემი გამოცდა, განსაცდელი, რომელიც მე გამოვიარე სასულიერო აკადემიის შემდეგ. მე მქონდა ასეთი შინაგანი კითხვა: რას ნიშნავს სიახლოვე უფალთან, რას გრძნობს ადამიანი ამ სიახლოვის დროს. მე აკადემიის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ დამნიშნა მცხეთის სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვებისათვის. საოცარი რამ მოხდა. სახარების დროს მადლი გადმოვიდა. რაღაც გაურკვეველი მდგომარეობა იყო, როდესაც მე თითქოს გამოვეთიშე იმ წირვა-ლოცვიდან. ვერავის ვხედავდი. ვგრძნობდი სიახლოვეს უფალთან. წირვა ჩატარდა თავიდან ბოლომდე სწორად, მაგრამ ეს სიახლოვე უფალთან იმდენად ტკბილი, ამაღლებული და ტკივილი იყო სულიერი, რომ როდესაც წირვის ბოლოს შემოვიდა მონაზონი, იმ დროს გამოვედი მდგომარეობიდან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმდენად არაჩვეულებრივი იყო ეს ხილვა, იმდენად დიდი იყო მადლი, რომ არ შემეძლო არც ლაპარაკი და არც საჭმლის მიღება. მთელი სხეული განიცდიდა ამ მდგომარეობას. შეიძლება თქვენც გაქვთ ეს, შეიძლება იყოს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ. ეს არის მოვლენა და იმისთვისაა წმინდა მოვლენა, რომ სრულიად განამტკიცოს ადამიანი ღმერთმა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი არ გვტოვებს ჩვენ," - განაცხადა პატრიარქმა.

ამასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ გუშინ, 25 აგვისტოს მას ეპისკოპოსად კურთხევის 25 წელი შეუსრულდა.

"გუშინ შესრულდა 55 წელი ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა. თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები, რომ არ ყოფილიყო მე ვერ ავიტანდი იმ განსაცდელს, რომელიც მე გამოვიარე," - განაცხადა ილია მეორემ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"არ გვინდა ჯერ 500-კაციანი ქორწილები... ილუზია შეიქმნა, რომ კოვიდი დავამარცხეთ, არა, ბატონო!" - ამირან გამყრელიძის მიმართვა მოსახლეობას

"ჩემმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა: ბატონო ამირან, თურმე კოვიდი მთებში ისვენებსო" - ამირან გამყრელიძე