პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება დასრულდა, ეს სწორედ ის დილაა" - ჯონ მაკკეინის ქალიშვილი მამის გარდაცვალების შემდეგ ემოციურ წერილს აქვეყნებს
"ოცნება დასრულდა, ეს სწორედ ის დილაა" - ჯონ მაკკეინის ქალიშვილი მამის გარდაცვალების შემდეგ ემოციურ წერილს აქვეყნებს

სე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, მე­გან მა­კ­კე­ი­ნი მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ემო­ცი­ურ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს.

"მა­მა­ჩემ­მა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტორ­მა ჯონ მა­კ­კე­ინ­მა დღეს დაგვტო­ვა. მე მას­თან ვი­ყა­ვი მისი სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე, ისე­ვე, რო­გორც ის იყო ჩემ­თან ჩემი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან. 33 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებ­დით ყვე­ლა­ფერს. ის მზრდი­და, მას­წავ­ლი­და, მის­წო­რებ­და, მამ­ხნე­ვებ­და და ყვე­ლა­ფერ­ში მხარს მი­ჭერ­და. მას მე ვუყ­ვარ­დი და მე ის მიყ­ვარ­და. მან მას­წავ­ლა, რო­გორ მე­ცხოვ­რა. მისი სიყ­ვა­რუ­ლით და მზრუნ­ვე­ლო­ბით ვი­ქე­ცი გო­გო­დან ქა­ლად და მან მაჩ­ვე­ნა მე, რას ნიშ­ნავს იყო კაცი.

ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მე მისი მად­ლი­ე­რი ვარ. ახლა, როცა ის წა­ვი­და, ჩემი ცხოვ­რე­ბის ამო­ცა­ნაა, ვი­ცხოვ­რო მისი მა­გა­ლი­თის მი­ხედ­ვით, მისი მო­ლო­დი­ნე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით. მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ტრა­გი­კუ­ლი და სამ­წუ­ხა­როა ჩემ­თვის, ჩემი ძმე­ბის­თვის და დე­ბის­თვის. ის იყო ცე­ცხლი, რო­მე­ლიც ბრწყინ­ვა­ლედ იწ­ვო­და და ჩვენ ვცხოვ­რობ­დით მისი შუ­ქი­სა და სით­ბოს ქვეშ, ძა­ლი­ან დიდი ხნის მან­ძილ­ზე. ჩვენ ვი­ცით, რომ მისი ალი იცხოვ­რებს თი­თო­ე­ულ ჩევნგან­თან ერ­თად. მომ­დევ­ნო დღე­ე­ბი და წლე­ბი არ იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე მა­მის გა­რე­შე, მაგ­რამ იქ­ნე­ბა კარ­გი დღე­ე­ბი, სავ­სე სი­ცო­ცხლი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით, იმ მა­გა­ლი­თის გამო, რომ ის ცხოვ­რობ­და ჩვენ­თვის.

თქვე­ნი ლოც­ვა მისი სუ­ლის­თვის და ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

მა­მა­ჩე­მი წა­ვი­და და მე მე­ნატ­რე­ბა ის, რო­გორც შე­იძ­ლე­ბა ენატ­რე­ბო­დეს ქა­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც მას აღ­მერ­თებს. ამ და­ნა­კარ­გი­სა და მწუ­ხა­რე­ბის დროს მე ვპო­უ­ლობ სიმ­შვი­დეს იმა­ში, რომ: ჯონ მა­კ­კე­ი­ნი, გმი­რი მისი ქვეყ­ნი­სა და სა­კუ­თა­რი პა­ტა­რა გო­გო­ნა­სი, დღეს იღ­ვი­ძებს რა­ღაც დი­დე­ბუ­ლის­თვის, რაც აქამ­დე დე­და­მი­წა­ზე ყო­ფი­ლა. დღეს მე­ო­მა­რი შე­ა­ბი­ჯებს თა­ვის ნამ­დვილ და მა­რა­დი­ულ სი­ცო­ცხლე­ში, სა­დაც მას მი­ე­სალ­მე­ბა ყვე­ლა, ვინც იქ მა­ნამ­დე წა­სუ­ლა, წა­მო­ი­მარ­თე­ბა, რათა შეხ­ვდეს ყვე­ლაფ­რის შე­მოქ­მედს.

ოც­ნე­ბა დას­რულ­და, ეს სწო­რედ ის დი­ლაა", - წერს მე­გან მა­კ­კე­ი­ნი.

ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი, ვი­ეტ­ნა­მის ომის გმი­რი ჯონ მა­კ­კე­ი­ნი 81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც მისი ოჯა­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მოკ­ლე გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ჯონ მა­კ­კე­ი­ნი შა­ბათს და­ი­ღუ­პა.

სე­ნა­ტო­რი 2017 წლის ივ­ლი­სი­დან უმ­ძი­მეს და­ა­ვა­დე­ბას - ტვი­ნის სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და იმ პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და.

ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ნა­ტორ­მა მი­სი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პა­რას­კე­ვი­დან მკურ­ნა­ლო­ბა შე­წყვი­ტა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ოცნება დასრულდა, ეს სწორედ ის დილაა" - ჯონ მაკკეინის ქალიშვილი მამის გარდაცვალების შემდეგ ემოციურ წერილს აქვეყნებს

"ოცნება დასრულდა, ეს სწორედ ის დილაა" - ჯონ მაკკეინის ქალიშვილი მამის გარდაცვალების შემდეგ ემოციურ წერილს აქვეყნებს

სენატორ ჯონ მაკკეინის ქალიშვილი, მეგან მაკკეინი მამის გარდაცვალების შემდეგ ემოციურ წერილს აქვეყნებს.

"მამაჩემმა, შეერთებული შტატების სენატორმა ჯონ მაკკეინმა დღეს დაგვტოვა. მე მასთან ვიყავი მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ისევე, როგორც ის იყო ჩემთან ჩემი ცხოვრების პირველივე წუთებიდან. 33 წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით ყველაფერს. ის მზრდიდა, მასწავლიდა, მისწორებდა, მამხნევებდა და ყველაფერში მხარს მიჭერდა. მას მე ვუყვარდი და მე ის მიყვარდა. მან მასწავლა, როგორ მეცხოვრა. მისი სიყვარულით და მზრუნველობით ვიქეცი გოგოდან ქალად და მან მაჩვენა მე, რას ნიშნავს იყო კაცი.

ამ ყველაფრისთვის მე მისი მადლიერი ვარ. ახლა, როცა ის წავიდა, ჩემი ცხოვრების ამოცანაა, ვიცხოვრო მისი მაგალითის მიხედვით, მისი მოლოდინებითა და სიყვარულით. მამაჩემის გარდაცვალება ტრაგიკული და სამწუხაროა ჩემთვის, ჩემი ძმებისთვის და დებისთვის. ის იყო ცეცხლი, რომელიც ბრწყინვალედ იწვოდა და ჩვენ ვცხოვრობდით მისი შუქისა და სითბოს ქვეშ, ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ჩვენ ვიცით, რომ მისი ალი იცხოვრებს თითოეულ ჩევნგანთან ერთად. მომდევნო დღეები და წლები არ იქნება ისეთივე მამის გარეშე, მაგრამ იქნება კარგი დღეები, სავსე სიცოცხლითა და სიყვარულით, იმ მაგალითის გამო, რომ ის ცხოვრობდა ჩვენთვის.

თქვენი ლოცვა მისი სულისთვის და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ღირებული და დასაფასებელია.

მამაჩემი წავიდა და მე მენატრება ის, როგორც შეიძლება ენატრებოდეს ქალიშვილს, რომელიც მას აღმერთებს. ამ დანაკარგისა და მწუხარების დროს მე ვპოულობ სიმშვიდეს იმაში, რომ: ჯონ მაკკეინი, გმირი მისი ქვეყნისა და საკუთარი პატარა გოგონასი, დღეს იღვიძებს რაღაც დიდებულისთვის, რაც აქამდე დედამიწაზე ყოფილა. დღეს მეომარი შეაბიჯებს თავის ნამდვილ და მარადიულ სიცოცხლეში, სადაც მას მიესალმება ყველა, ვინც იქ მანამდე წასულა, წამოიმართება, რათა შეხვდეს ყველაფრის შემოქმედს.

ოცნება დასრულდა, ეს სწორედ ის დილაა", - წერს მეგან მაკკეინი.

ამერიკელი სენატორი, ვიეტნამის ომის გმირი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაშია აღნიშნული, ჯონ მაკკეინი შაბათს დაიღუპა.

სენატორი 2017 წლის ივლისიდან უმძიმეს დაავადებას - ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული მკურნალობის კურსს გადიოდა.

ოჯახის ინფორმაციით, სენატორმა მისივე გადაწყვეტილებით, პარასკევიდან მკურნალობა შეწყვიტა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"