სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ" - რას ამბობდა ჯონ მაკკეინი აგვისტოს ომის დროს
"დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ" - რას ამბობდა ჯონ მაკკეინი აგვისტოს ომის დროს

ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი ჯონ მა­კ­კე­ი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­შინგტონ­სა და მსოფ­ლი­ო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რი და ლო­ბის­ტი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო სე­ნა­ტორ მა­კ­კე­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა აგ­ვის­ტოს ომის დროს, როცა ის რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ა­ზე მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნე­ბი­დან ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ­და, მათ შო­რის მის მიერ იყო ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რი არა­ერ­თი რე­ზო­ლუ­ცია აშშ-ს კონ­გრეს­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ სე­ნა­ტორ მა­კ­კე­ი­ნის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­მა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს, ამე­რი­კელ ამომ­რჩევ­ლებ­თან ნათ­ქვა­მი შემ­დე­გი ფრა­ზა: "დღეს ჩვენ ყვე­ლა­ნი ქარ­თვე­ლე­ბი ვართ".

„პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის მხრი­დან თავ­დას­ხმის წი­ნა­შე დგას, რაც საფრ­თხეს უქ­მნის მის არ­სე­ბო­ბას. ზო­გი­ერ­თმა ამე­რი­კელ­მა შე­იძ­ლე­ბა იკი­თხოს, თუ სად მდე­ბა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლო, თუ რა­ტომ უნდა ვწუხ­დეთ იმა­ზე, რაც ხდე­ბა იმ შო­რე­ულ ად­გი­ლას, თუმ­ცა ის­ტო­რია ხში­რად კეთ­დე­ბა შო­რე­ულ ად­გი­ლებ­ში. დღეს დი­ლით ვე­სა­უბ­რე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. მან იცის, რომ ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი ლო­ცუ­ლობს და მხარს უჭერს მა­მაც ქარ­თველ ერს, რო­მე­ლიც დღეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის იბ­რძვის. მთხო­ვა, მად­ლო­ბა გა­და­მე­ხა­და თქვენ­თვის, მად­ლო­ბა გა­და­მე­ხა­და იმის­თვის, რომ ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი მხარს უჭერს ამ პა­ტა­რა დე­მოკ­რა­ტი­ას, რო­მე­ლიც შორ­საა ამე­რი­კის­გან. მას ვუ­თხა­რი, რომ ვიცი, თი­თო­ე­უ­ლი ამე­რი­კე­ლის სა­ხე­ლით ვსა­უბ­რობ, რო­დე­საც ვამ­ბობ, რომ დღეს ჩვენ ყვე­ლა­ნი ქარ­თვე­ლე­ბი ვართ“, - გა­ნა­ცხა­და ჯონ მა­კ­კე­ინ­მა.

ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი 81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც მისი ოჯა­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მოკ­ლე გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ჯონ მა­კ­კე­ი­ნი შა­ბათს და­ი­ღუ­პა. სე­ნა­ტო­რი 2017 წლის ივ­ლი­სი­დან უმ­ძი­მეს და­ა­ვა­დე­ბას - ტვი­ნის სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და იმ პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ" - რას ამბობდა ჯონ მაკკეინი აგვისტოს ომის დროს

"დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ" - რას ამბობდა ჯონ მაკკეინი აგვისტოს ომის დროს

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი წლების განმავლობაში ვაშინგტონსა და მსოფლიოში საქართველოს მხარდამჭერი და ლობისტი იყო. განსაკუთრებული იყო სენატორ მაკკეინის მხარდაჭერა აგვისტოს ომის დროს, როცა ის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე მაღალი ტრიბუნებიდან ხმამაღლა საუბრობდა, მათ შორის მის მიერ იყო ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია აშშ-ს კონგრესში.

საქართველოს შესახებ სენატორ მაკკეინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი იყო 2008 წლის 12 აგვისტოს, ამერიკელ ამომრჩევლებთან ნათქვამი შემდეგი ფრაზა: "დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ".

„პატარა ქვეყანა საქართველო რუსეთის მხრიდან თავდასხმის წინაშე დგას, რაც საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ზოგიერთმა ამერიკელმა შეიძლება იკითხოს, თუ სად მდებარეობს საქართველო, თუ რატომ უნდა ვწუხდეთ იმაზე, რაც ხდება იმ შორეულ ადგილას, თუმცა ისტორია ხშირად კეთდება შორეულ ადგილებში. დღეს დილით ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მან იცის, რომ ამერიკელი ხალხი ლოცულობს და მხარს უჭერს მამაც ქართველ ერს, რომელიც დღეს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. მთხოვა, მადლობა გადამეხადა თქვენთვის, მადლობა გადამეხადა იმისთვის, რომ ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს ამ პატარა დემოკრატიას, რომელიც შორსაა ამერიკისგან. მას ვუთხარი, რომ ვიცი, თითოეული ამერიკელის სახელით ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

ამერიკელი სენატორი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაშია აღნიშნული, ჯონ მაკკეინი შაბათს დაიღუპა. სენატორი 2017 წლის ივლისიდან უმძიმეს დაავადებას - ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული მკურნალობის კურსს გადიოდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები