პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას უნდა ელოდეს საქართველო მერკელის ვიზიტის შემდეგ - რუსი პოლიტოლოგები გერმანიის კანცლერის სამხრეთ კავკასიურ ტურნეზე
რას უნდა ელოდეს საქართველო მერკელის ვიზიტის შემდეგ - რუსი პოლიტოლოგები გერმანიის კანცლერის სამხრეთ კავკასიურ ტურნეზე

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის, ან­გე­ლა მერ­კე­ლის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ურ ტურ­ნეს მთე­ლი მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს. ამ დღე­ებ­ში უამ­რა­ვი ვერ­სია და მო­საზ­რე­ბა გა­მო­ით­ქვა, თუ რა გზავ­ნი­ლე­ბით ჩა­მო­ვი­და გერ­მა­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა გა­ახ­მო­ვა­ნა. მსგავ­სი ვერ­სი­ე­ბი და ვა­რა­უ­დე­ბი სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში მის ვი­ზიტ­საც მოჰ­ყვე­ბა. მერ­კე­ლის ვი­ზი­ტი არც რუ­სულ მე­დი­ა­სა და პო­ლი­ტო­ლო­გებს დარ­ჩე­ნი­ათ ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა - რე­გი­ო­ნის სა­მი­ვე ქვეყ­ნის მი­სა­მარ­თით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მო­ით­ქვა, თუმ­ცა, აზერ­ბა­ი­ჯან­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა ერ­თხმად თან­ხმდე­ბა, რომ გერ­მა­ნია მას ბუ­ნებ­რივ აირ­ზე და­უ­წყებს მო­ლა­პა­რა­კე­ბას.

მერ­კე­ლი თბი­ლისს ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად ეს­ტუმ­რა. მა­ნამ­დე ის სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2008 წელს, რუ­სეთ-სა­არ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ იმ­ყო­ფე­ბო­და. რას უნდა ელო­დეს სა­ქარ­თვე­ლო მერ­კე­ლის ვი­ზი­ტის შემ­დეგ?

სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-პო­ლი­ტი­კუ­რი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ექ­სპერ­ტის, ვლა­დი­მირ ბრუ­ტე­რის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ას შო­რის აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სე­ზო­ნი ჯერ კი­დევ არ და­წყე­ბუ­ლა.

"საქ­მე ის არის, რომ გერ­მა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხში მოს­კო­ვის პო­ზი­ცი­აც აფერ­ხებს, თუმ­ცა, არის კი­დევ ერთი - სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი. ბოლო ათი წე­ლია, მერ­კე­ლი ალი­ან­სში სა­ქარ­თვე­ლოს შეს­ვლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა და ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია. ზო­გა­დად, ბერ­ლინს სუ­ლაც არ უნდა თბი­ლი­სის გამო კრემლთან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ი­ფუ­ჭოს", - აცხა­დებს ის და ასე­ვე დას­ძენს, რომ გერ­მა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში შეს­ვლით ხე­ირს ვერ ნა­ხუ­ლობს.

შემ­დე­გი "გა­ჩე­რე­ბა" სომ­ხე­თი

"რუსი პო­ლი­ტოლ­გე­ბის თქმით, ან­გე­ლა მერ­კელს ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გაც­ნო­ბა აინ­ტე­რე­სებს, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გზის გავ­ლი­სა და "ხა­ვერ­დო­ვა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ მო­ვი­და. მან უკვე და­ი­წყო დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო მკაც­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა", - წერს გა­მო­ცე­მა Novayagazeta.ru

"სომ­ხე­ბის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხია გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბა, ამი­ტო­მაც მერ­კე­ლი ცი­ცერ­ნა­კარ­ბერ­დში გე­ნო­ცი­დის მსხვერ­პლთა მე­მო­რი­ალ­თან აიყ­ვა­ნეს, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ეს ვი­ზი­ტი ჯერ კი­დევ სარ­გსი­ა­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს შე­თან­ხმდა. საქ­მე ის არის, რომ ივ­ლის­ში, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ევ­რო­კავ­ში­რი მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა და სომ­ხე­თის მი­მართ მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­უ­გე­ბა­რი უწო­და", - აცხა­დებს ბრუ­ტე­რი.

კი­დევ ერთი პო­ლი­ტო­ლო­გის, ალექ­სან­დრე კამ­კი­ნის შე­ფა­სე­ბით, ფა­ში­ნი­ა­ნი ცო­ტა­თი ჩქა­რობს, რო­დე­საც ამ­ბობს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მიდ­გო­მა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სომ­ხე­თის მი­მართ ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც სერჟ სარ­გსი­ა­ნის დროს იყო და ამას უსა­მარ­თლო­ბას უწო­დებს.

"ფა­ში­ა­ნი­ანს ალ­ბათ ძა­ლი­ან ენ­დო­მე­ბა, მერ­კელ­მა ისე­თი სომ­ხე­თი და­ი­ნა­ხოს, რომ სრუ­ლი­ად სხვა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით დაბ­რუნ­დეს სამ­შობ­ლო­ში. თა­ვის მხრივ, ალ­ბათ მერ­კე­ლიც ინ­ტე­რე­სით და­ათ­ვა­ლი­რებს და გა­იც­ნობს სომ­ხე­თის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ახალ ნა­ბი­ჯებს", - მი­იჩ­ნევს კამ­კი­ნი, რომ­ლის თქმი­თაც, კი­დევ ერთი თემა, რაც სომ­ხე­თის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არის ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის სა­კი­თხი, თუმ­ცა მერ­კე­ლი საკ­მა­ოდ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რია იმის­თვის, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­ში სტუმ­რო­ბა არ და­ვი­წყე­ბო­და.

"გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ სომ­ხე­თი რუ­სე­თის ძა­ლი­ან ახლო მო­კავ­ში­რეა, ეს ეხე­ბა სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კურ მხა­რეს. ასე რომ, ის იქ მი­დის არა მხო­ლოდ რო­გორც გერ­მა­ნე­ლი, არა­მედ, რო­გორც ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ეს, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ბრი­უ­სე­ლის ინ­ტე­რეს­შია, შემ­დეგ კი - გერ­მა­ნი­ის. თა­ვის მხრივ, თა­ვად მერ­კე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში ბრი­უ­სე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს და გერ­მა­ნი­აც", - ამ­ბობს გერ­მა­ნუ­ლი კვლე­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პო­ლი­ტო­ლო­გი ვლა­დის­ლავ ბე­ლო­ვი.

ვი­ზი­ტი აზერ­ბა­ი­ჯან­ში

მი­სი­ვე თქმით, ან­გე­ლა მერ­კე­ლის აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი მო­ტი­ვი იქ­ნე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აირი. ბა­ქო­ში უკვე დაბ­ლო­კეს დე­პუ­ტატ ალ­ბერტ ვა­ი­ლე­რის ვი­ზი­ტი, რო­მე­ლიც იქ ან­გე­ლა მერკლე­თან ერ­თად უნდა ჩა­სუ­ლი­ყო.

ვა­ი­ლე­რის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­ზე­ზია 2014 და 2016 წლებ­ში ყა­რა­ბა­ღის არა­ღი­ა­რე­ბულ რეს­პუბ­ლი­კა­ში მისი ვი­ზი­ტი. სწო­რედ ამი­ტომ, ის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ "შავ სი­ა­ში" შე­იყ­ვა­ნა. გა­მო­ცე­მა BILD-ის ცნო­ბით, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო შე­ე­ცა­და ვა­ი­ლე­რის ვი­ზი­ტის სა­კი­თხი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა, თუმ­ცა, ბა­ქო­დან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ი­ღო.

"სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­ში მისი ვი­ზი­ტი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, თუმ­ცა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მათ­გან სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა, ბა­ქოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ევ­რო­კავ­შირ­თან და ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათი რე­სურ­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლია გერ­მა­ნი­ი­სა და ზო­გა­დად ევ­რო­კავ­ში­რის­თვის. მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში აზერ­ბა­ი­ჯან­მა "სამ­ხრეთ გა­ზის დე­რე­ფა­ნი" აა­მუ­შა­ვა, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი ბუ­ნებ­რივ აირს მი­ი­ღე­ბენ. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 40 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია. ან­გე­ლა მერ­კე­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ რო­გორ­მე და ოდეს­მე, ამ მილ­სა­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით, ტა­ჯი­კე­თი­სა და ირა­ნის გაზ­მაც გა­ი­ა­როს. ამი­ტო­მაც, ამ ტურ­ნეს პრი­ო­რი­ტე­ტია ენერ­გე­ტი­კა", - აცხა­დებს ბე­ლო­ვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რას უნდა ელოდეს საქართველო მერკელის ვიზიტის შემდეგ - რუსი პოლიტოლოგები გერმანიის კანცლერის სამხრეთ კავკასიურ ტურნეზე

რას უნდა ელოდეს საქართველო მერკელის ვიზიტის შემდეგ - რუსი პოლიტოლოგები გერმანიის კანცლერის სამხრეთ კავკასიურ ტურნეზე

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სამხრეთ კავკასიურ ტურნეს მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს. ამ დღეებში უამრავი ვერსია და მოსაზრება გამოითქვა, თუ რა გზავნილებით ჩამოვიდა გერმანელი მაღალჩინოსანი საქართველოში და რა გაახმოვანა. მსგავსი ვერსიები და ვარაუდები სომხეთსა და აზერბაიჯანში მის ვიზიტსაც მოჰყვება. მერკელის ვიზიტი არც რუსულ მედიასა და პოლიტოლოგებს დარჩენიათ ყურადღების მიღმა - რეგიონის სამივე ქვეყნის მისამართით განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა, თუმცა, აზერბაიჯანთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ გერმანია მას ბუნებრივ აირზე დაუწყებს მოლაპარაკებას.

მერკელი თბილისს ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად ესტუმრა. მანამდე ის საქართველოში, 2008 წელს, რუსეთ-საართველოს ომის შემდეგ იმყოფებოდა. რას უნდა ელოდეს საქართველო მერკელის ვიზიტის შემდეგ?

საერთაშორისო ჰუმანიტარულ-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ექსპერტის, ვლადიმირ ბრუტერის შეფასებით, საქართველოსა და გერმანიას შორის აქტიური პოლიტიკური სეზონი ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

"საქმე ის არის, რომ გერმანიას საქართველოსთან ურთიერთობის საკითხში მოსკოვის პოზიციაც აფერხებს, თუმცა, არის კიდევ ერთი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. ბოლო ათი წელია, მერკელი ალიანსში საქართველოს შესვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა და ამის ერთ-ერთი მიზეზი თბილისსა და მოსკოვს შორის მოუგვარებელი ურთიერთობებია. ზოგადად, ბერლინს სულაც არ უნდა თბილისის გამო კრემლთან ურთიერთობა გაიფუჭოს", - აცხადებს ის და ასევე დასძენს, რომ გერმანია საქართველოს ნატო-ში შესვლით ხეირს ვერ ნახულობს.

შემდეგი "გაჩერება" სომხეთი

"რუსი პოლიტოლგების თქმით, ანგელა მერკელს ნიკოლ ფაშინიანის გაცნობა აინტერესებს, რომელიც სომხეთის ხელისუფლების სათავეში საკმაოდ საინტერესო გზის გავლისა და "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ მოვიდა. მან უკვე დაიწყო დემოკრატიის მშენებლობისთვის საჭირო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა", - წერს გამოცემა Novayagazeta.ru

"სომხებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია გენოციდის აღიარება, ამიტომაც მერკელი ციცერნაკარბერდში გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან აიყვანეს, სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ვიზიტი ჯერ კიდევ სარგსიანის პრეზიდენტობის დროს შეთანხმდა. საქმე ის არის, რომ ივლისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირი მწვავედ გააკრიტიკა და სომხეთის მიმართ მათ დამოკიდებულებას გაუგებარი უწოდა", - აცხადებს ბრუტერი.

კიდევ ერთი პოლიტოლოგის, ალექსანდრე კამკინის შეფასებით, ფაშინიანი ცოტათი ჩქარობს, როდესაც ამბობს, რომ ევროკავშირის მიდგომა და დამოკიდებულება სომხეთის მიმართ ისეთივეა, როგორიც სერჟ სარგსიანის დროს იყო და ამას უსამართლობას უწოდებს.

"ფაშიანიანს ალბათ ძალიან ენდომება, მერკელმა ისეთი სომხეთი დაინახოს, რომ სრულიად სხვა შთაბეჭდილებით დაბრუნდეს სამშობლოში. თავის მხრივ, ალბათ მერკელიც ინტერესით დაათვალირებს და გაიცნობს სომხეთის ახალი ხელისუფლების ახალ ნაბიჯებს", - მიიჩნევს კამკინი, რომლის თქმითაც, კიდევ ერთი თემა, რაც სომხეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არის ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი, თუმცა მერკელი საკმაოდ დიპლომატიურია იმისთვის, რომ აზერბაიჯანში სტუმრობა არ დავიწყებოდა.

"გასათვალისწინებელია ისიც, რომ სომხეთი რუსეთის ძალიან ახლო მოკავშირეა, ეს ეხება სამხედრო და ეკონომიკურ მხარეს. ასე რომ, ის იქ მიდის არა მხოლოდ როგორც გერმანელი, არამედ, როგორც ევროპელი პოლიტიკოსი და ეს, პირველ ყოვლისა, ბრიუსელის ინტერესშია, შემდეგ კი - გერმანიის. თავის მხრივ, თავად მერკელიც დაინტერესებულია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში ბრიუსელიც მონაწილეობდეს და გერმანიაც", - ამბობს გერმანული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ვლადისლავ ბელოვი.

ვიზიტი აზერბაიჯანში

მისივე თქმით, ანგელა მერკელის აზერბაიჯანში ვიზიტის მთავარი მოტივი იქნება ბუნებრივი აირი. ბაქოში უკვე დაბლოკეს დეპუტატ ალბერტ ვაილერის ვიზიტი, რომელიც იქ ანგელა მერკლეთან ერთად უნდა ჩასულიყო.

ვაილერის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზია 2014 და 2016 წლებში ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში მისი ვიზიტი. სწორედ ამიტომ, ის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "შავ სიაში" შეიყვანა. გამოცემა BILD-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეეცადა ვაილერის ვიზიტის საკითხი მოეგვარებინა, თუმცა, ბაქოდან კატეგორიული უარი მიიღო.

"საქართველოსა და სომხეთში მისი ვიზიტი ძალიან საინტერესოა, თუმცა, აზერბაიჯანი მათგან სრულიად განსხვავდება, ბაქოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან და ამას თავისი მიზეზი აქვს, საქართველოსა და სომხეთისგან განსხვავებით, მათი რესურსი ძალიან საინტერესო და მიმზიდველია გერმანიისა და ზოგადად ევროკავშირისთვის. მიმდინარე წლის მაისში აზერბაიჯანმა "სამხრეთ გაზის დერეფანი" აამუშავა, საიდანაც საქართველოს გავლით, ევროპის ქვეყნები ბუნებრივ აირს მიიღებენ. პროექტის ღირებულება 40 მილიარდი დოლარია. ანგელა მერკელი დაინტერესებულია, რომ როგორმე და ოდესმე, ამ მილსადენის საშუალებით, ტაჯიკეთისა და ირანის გაზმაც გაიაროს. ამიტომაც, ამ ტურნეს პრიორიტეტია ენერგეტიკა", - აცხადებს ბელოვი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები