ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე 24 აგვისტოს დაღუპული 23 წლის ახალგაზრდა სამტრედიელი გიორგი ნიშნიანიძეა. გიორგის ოჯახი სამტრედიაში ცხოვრობს. იგი თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლობდა და სწავლას წელს ამთავრებდა. როგორც ირკვევა, გიორგი მეგობრებთან ერთად ჩავიდა ანაკლიაში ფესტივალზე და იქ ცუდად გახდა. მართალია საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, გზაში გარდაიცვალა. ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზზე არავინ საუბრობს და ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, მაგრამ ერთადერთი ვერსია განიხილება, სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება იყო.
ამ ეჭვებს ისიც ამყარებს, რომ მასთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს ახალგაზრდა გოგონაც, რომელსაც დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ანალოგიური ნივთიერება ჰქონდა ნიშნიანიძესაც მიღებული. გოგონა ექიმებმა გადაარჩინეს და ის უკვე სახლში გაწერეს. ჩვენი ინფორმაციით, მან გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება. ალბათ გარდაცვლილი ახალგაზრდის მეგობრების ჩვენებები დაეხმარება გამოძიებას დეტალების გარკვევაში. იმედია, მომხდარი ტრაგედიის რეალური მიზეზი გაირკვევა, ჯერჯერობით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
23 წლის გიორგი ნიშნიანიძის ცხედარი ზუგდიდიდან ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
უმძიმესი მდგომარეობაა ნიშნიანიძეების სახლში. იქ უამრავი ადამიანია შეკრებილი და მომხდარით შეძრულები არიან.
"ექსპერტიზაზეა ჯერ კიდევ გიორგი და ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. ვერაფერს გეტყვით მომხდარზე. ყველანი შოკირებულები და გაოგნებულები ვართ. გიორგი გამორჩეული ახალგაზრდა იყო, კეთილი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბიჭი. ვინც მას იცნობდა, ყველა თავზარდაცემულია. ძალიან წარმატებული გახლდათ. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლობდა და წინ საინტერესო ცხოვრება ელოდა.
სამტრედიაში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ბოლო ხანს თბილისში იყო ძირითადად, რადგან იქ სწავლობდა. მისი ოჯახი კი სამტრედიაში ცხოვრობს. გამორჩეული ოჯახის შვილია. დედამისი მე-12 სკოლის დირექტორი იყო, იგივე სკოლა დაამთავრა გიორგიმაც. მას ჰყავს უფროსი ძმა. განაგრძეთ კითხვა