პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
PANTELENA ლომეს პორტში უსაფრთხოდ დაბრუნდა - რას აცხადებს გემის კაპიტანი
PANTELENA ლომეს პორტში უსაფრთხოდ დაბრუნდა - რას აცხადებს გემის კაპიტანი

გემი PANTELENA, რო­მელ­ზეც 17 ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი იმ­ყო­ფე­ბა, უსაფრ­თხოდ დაბ­რუნ­და ლო­მეს პორ­ტში, მე­ზღვა­უ­რე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არი­ან პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით და მათ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„მიმ­დი­ნა­რე წლის 24 აგ­ვის­ტოს, გემი PANTELENA, რო­მელ­ზეც 17 ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი იმ­ყო­ფე­ბა, უსაფრ­თხოდ დაბ­რუნ­და ლო­მეს პორ­ტში (ტო­გოს რეს­პუბ­ლი­კა). შედ­გა ქარ­თუ­ლი მხა­რის კონ­ტაქ­ტი გე­მის ეკი­პაჟ­თან, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით (სას­მე­ლი წყა­ლი, საკ­ვე­ბი და სხვა) და მისი წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

გე­მის კა­პიტ­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკი­პაჟ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და გა­ბო­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში, რის შემ­დე­გაც გემი ღია ზღვა­ში იქნა გა­ტა­ცე­ბუ­ლი. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტომ ბოლო 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ა­ტა­რეს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და უზ­რუნ­ველ­ყვეს ყვე­ლა მხა­რის ჩარ­თუ­ლო­ბა მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. ამოქ­მე­დე­ბუ­ლი იქნა ყვე­ლა დარ­გობ­რი­ვი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ბერ­კე­ტი, რო­გორც და­სავ­ლეთ აფ­რი­კის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბი, ასე­ვე სა­ზღვაო და რე­გი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის პირ­ვე­ლი წუ­თე­ბი­დან­ვე ორი­ვე უწყე­ბა გა­და­ვი­და 24 სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ზე:

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ებ­მა სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და ეთი­ო­პი­ა­ში უზ­რუნ­ველ­ყვეს 10-მდე ქვეყ­ნის ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ცეს­ში, ხოლო ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო აქ­ტი­ურ კავ­შირ­ზე გა­ვი­და გემთფლო­ბელ კომ­პა­ნი­ას­თან, გე­მის დრო­შის სა­ხელ­მწი­ფოს­თან - პა­ნა­მა, ასე­ვე კე­ნი­ა­სა და ნი­გე­რი­ა­ში მოქ­მედ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სა­ზღვაო უშიშ­რო­ე­ბის ჯგუ­ფებ­თან, რომ­ლებ­თან უშუ­ა­ლო კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­თაც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მე­ზღვა­უ­რე­ბის მო­სა­ძი­ებ­ლად და მათი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში მოქ­მე­დი სა­ზღვაო ძა­ლე­ბის (პორ­ტუ­გა­ლია, ინ­გლი­სი და საფ­რან­გე­თი) გე­მე­ბი, ასე­ვე, სა­ტე­ლი­ტუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის სის­ტე­მე­ბი. ამ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა 23 აგ­ვის­ტოს მოხ­და. ასე­ვე, სა­ა­გენ­ტო გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე აწ­ვდი­და მე­ზღვა­ურ­თა ოჯა­ხებს. 24 აგ­ვის­ტოს აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ მე­ზღვა­ურ­თა ოჯა­ხებ­თან გა­მარ­თულ მშეხ­ვედ­რა­ზე მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა რჩე­ბა აქ­ტი­ურ კავ­შირ­ზე გემ PANTELENA-სთან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მზად ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს ქარ­თველ მე­ზღვა­ურ­თა დახ­მა­რე­ბა­ზე“, - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: ცნო­ბი­ლია გე­მის PANTELENA მდე­ბა­რე­ო­ბა, სა­დაც 17 ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი იმ­ყო­ფე­ბა - გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა
ავტორი:

PANTELENA ლომეს პორტში უსაფრთხოდ დაბრუნდა - რას აცხადებს გემის კაპიტანი

PANTELENA ლომეს პორტში უსაფრთხოდ დაბრუნდა - რას აცხადებს გემის კაპიტანი

გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, უსაფრთხოდ დაბრუნდა ლომეს პორტში, მეზღვაურები უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროებებით და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, უსაფრთხოდ დაბრუნდა ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). შედგა ქართული მხარის კონტაქტი გემის ეკიპაჟთან, რომელიც უზრუნველყოფილია პირველადი საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა) და მისი წევრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გემის კაპიტნის ინფორმაციით, ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა გაბონის ტერიტორიულ წყლებში, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში იქნა გატაცებული. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველყვეს ყველა მხარის ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები. შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე ორივე უწყება გადავიდა 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე:

საქართველოს საელჩოებმა სამხრეთ აფრიკაში, საბერძნეთში დიდ ბრიტანეთსა და ეთიოპიაში უზრუნველყვეს 10-მდე ქვეყნის ჩართულობა პროცესში, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კავშირზე გავიდა გემთფლობელ კომპანიასთან, გემის დროშის სახელმწიფოსთან - პანამა, ასევე კენიასა და ნიგერიაში მოქმედ სპეციალიზებულ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდებოდა ღონისძიებები მეზღვაურების მოსაძიებლად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ღონისძიებაში აქტიურად გამოიყენებოდა დასავლეთ აფრიკაში მოქმედი საზღვაო ძალების (პორტუგალია, ინგლისი და საფრანგეთი) გემები, ასევე, სატელიტური დაკვირვების სისტემები. ამ კოორდინირებული ქმედებების შედეგად გემის იდენტიფიცირება 23 აგვისტოს მოხდა. ასევე, სააგენტო განახლებულ ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობაზე აწვდიდა მეზღვაურთა ოჯახებს. 24 აგვისტოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეზღვაურთა ოჯახებთან გამართულ მშეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში ოჯახების დახმარებაზე. საქართველოს მთავრობა რჩება აქტიურ კავშირზე გემ PANTELENA-სთან და საჭიროების შემთხვევაში მზად ყოფნას გამოთქვამს ქართველ მეზღვაურთა დახმარებაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ცნობილია გემის PANTELENA მდებარეობა, სადაც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება - განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ