მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია ანაკლიაში: ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა - დაკავებულია 4 პირი
ტრაგედია ანაკლიაში: ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა - დაკავებულია 4 პირი

ანაკ­ლი­ა­ში ფეს­ტი­ვალ ECHOWAVES-ის ერთი მო­ნა­წი­ლე გარ­და­იც­ვა­ლა. ანაკ­ლი­ა­ში ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახალ­გაზ­რდა ცუ­დად გახ­და, რის შემ­დე­გაც ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

ამას­თან, ზუგ­დი­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო ფეს­ტი­ვა­ლის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლე. ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლუ­რი ჰოს­პი­ტა­ლის კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რის სულ­ხან ორ­ჟო­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი სუბსტან­ცი­ე­ბის ტოქ­სი­უ­რი ეფექ­ტი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. რო­გორც სულ­ხან ორ­ჟო­ნი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და და ის კლი­ნი­კი­დან უკვე გა­წე­რეს.

"ანაკ­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გად­მოყ­ვა­ნილ იქნა ორი ახალ­გაზ­რდა. მათ­გან ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი იყო. გო­გო­ნას და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი სუბსტან­ცი­ე­ბის ტოქ­სი­უ­რი ეფექ­ტი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნე­ლო­ბის შემ­დეგ გა­უმ­ჯო­ბეს­და და ის უკვე გა­ე­წე­რა", - გა­ნა­ცხა­და ორ­ჟო­ნი­ამ.

იხი­ლეთ ვი­დეო: ანაკ­ლი­ა­ში ფეს­ტი­ვალ ECHOWAVES-ის ერთი მო­ნა­წი­ლე გარ­და­იც­ვა­ლა

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით 4 პირი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ოპე­რა­ტი­უ­ლი-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ფეს­ტი­ვა­ლის და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე დღეს, ირა­ნის 2 და სა­ქარ­თვე­ლოს 2 მო­ქა­ლა­ქე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

„და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ქ. და 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირა­ნის ს.ა, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.კ. და 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.კ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბულ პირ­თა ჩხრე­კი­სას სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად იქნა ამო­ღე­ბუ­ლი, და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბა, წარ­მო­ე­ბა, შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­და­ზიდ­ვა, გა­დაგ­ზავ­ნა ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ანაკ­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი 23 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და 26 აგ­ვის­ტოს დას­რულ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ანაკ­ლი­ა­ში ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს და ირა­ნის 4 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ტრაგედია ანაკლიაში: ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა - დაკავებულია 4 პირი

ტრაგედია ანაკლიაში: ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა - დაკავებულია 4 პირი

ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა. ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

ამასთან, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილი იყო ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას, დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა. როგორც სულხან ორჟონიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

"ანაკლიის ტერიტორიიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გადმოყვანილ იქნა ორი ახალგაზრდა. მათგან ერთ-ერთი გარდაცვლილი იყო. გოგონას დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა, მისი მდგომარეობა ჩატარებული მკურნელობის შემდეგ გაუმჯობესდა და ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ორჟონიამ.

იხილეთ ვიდეო: ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა

სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმედღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად, ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს, ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

„დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ირანის ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და 1980 წელს დაბადებული ბ.კ.

სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანაკლიის ტერიტორიაზე მუსიკალური ფესტივალი 23 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო: ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის საქართველოს და ირანის 4 მოქალაქე დააკავეს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს