ვინსენ კასელი და მისი რჩეული, თინა კუნაკი დაქორწინდნენ - გასაიდუმლოებული ჯვრისწერა ქალაქ ბიდარტში შედგა, ატლანტურ პირენეებში.
თინამ ქორწილისთვის თეთრი კაბა აარჩია, ღრმა დეკოლტეთი. ვენსანმა კი არჩევანი ღია ფერის კოსტიუმსა და ვარდისფერ პერანგზე შეაჩერა.
ვენსალ კასელისა და თინა კუნაკის რომანს აქტიურად განიხილავენ. ამისი მიზეზი კი მხოლოდ ასაკობრივი სხვაობა არ არის, წყვილი ერთად ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება.
წყვილის ფოტოები „ინსტაგრამზე“ მილიონ მოწონებას აგროვებს, ცნობილი ფრანგი მსახიობის დაქორწინება კი მისი თაყვანისმცემლებისთვის ძალიან სასიხარულო ფაქტი აღმოჩნდა.
კუნაკამდე კასელი მონიკა ბელუჩიზე იყო დაქორწინებული.