Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოულოდნელად ხელ-ფეხი გაუშეშდა, ტომოგრაფიამ თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩინა" - 8 წლის კესოს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება
"მოულოდნელად ხელ-ფეხი გაუშეშდა, ტომოგრაფიამ თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩინა" - 8 წლის კესოს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება

8 წლის კესო ბა­ხუ­ტაშ­ვილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავ­ში სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა, გო­გო­ნას გა­მო­საკ­ვლე­ვად და სა­ო­პე­რა­ცი­ოდ თურ­ქეთ­ში ესა­ჭი­რო­ე­ბა გამ­გზავ­რე­ბა, რის­თვი­საც ოჯახს შე­სა­ბა­მი­სი თან­ხე­ბი არ გა­აჩ­ნია.

ანუ­კა გობ­რო­ნი­ძე, კე­სოს დე­დის მე­გო­ბა­რი:

- ბოლო დროს ხში­რად იღ­ლე­ბო­და, ფეხს იტ­კი­ებ­და. ცოტა ხნის წინ ბახ­მა­რო­ში იყო. მშობ­ლებს ეგო­ნათ, ფეხი რა­ღა­ცა­ზე იტ­კი­ნა, თუმ­ცა ბავ­შვს 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ-ფეხი გა­უ­შეშ­და. ჩა­მო­იყ­ვა­ნეს იქი­დან, ტო­მოგ­რა­ფია გა­კეთ­და და თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე აღ­მოჩ­ნდა. ეს არის 4-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი სხე­უ­ლი, რო­მე­ლიც ნერ­ვულ სის­ტე­მას აწ­ვე­ბა, რა­მაც ხელ-ფე­ხის გა­შე­შე­ბა გა­მო­იწ­ვია. პრობ­ლე­მა ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ექი­მე­ბი ხელს არ ჰკი­დე­ბენ. სა­ში­ში ად­გი­ლია. ესა­ჭი­რო­ე­ბა სას­წრა­ფოდ თურ­ქე­ში გა­დაყ­ვა­ნა, რომ და­ზუს­ტე­ბუ­ლად გა­მო­იკ­ვლი­ონ ყვე­ლა­ფე­რი და უკვე ოპე­რა­ცია და­ნიშ­ნონ. ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ოჯახს სა­ო­პე­რა­ციო თან­ხე­ბი არ გა­აჩ­ნია.

- თურ­ქეთ­ში ოპე­რა­ცი­ამ­დე ხე­ლა­ხა­ლი კვლე­ვა უნდა ჩა­ტარ­დეს, ხომ?

- კი, ოპე­რა­ცი­ის წინ ხე­ლა­ხა­ლი კვლე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მშობ­ლე­ბი კალ­კუ­ლა­ცი­ას ელო­დე­ბი­ან, რომ თან­ხა იცოდ­ნენ, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის რამ­დე­ნია სა­ჭი­რო.

- დღე­ის­თვის სი­ტუ­ა­ცია რო­გო­რია, ექი­მე­ბი რას ამ­ბო­ბენ, სა­ნამ თან­ხა შეგ­როვ­დე­ბა ით­მენს პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ერთი კარ­გი ამ­ბა­ვი ის არის, რომ ორ­გა­ნიზ­მში მე­ტას­ტა­ზე­ბი არ არის წა­სუ­ლი, მაგ­რამ სწრა­ფად იზ­რდე­ბა იმი­ტომ, რომ სა­დღაც ერთ თვე­ში მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. თუ ოპე­რა­ტი­უ­ლად არ ვი­მოქ­მე­დეთ, შეძ­ლე­ბა უა­რე­სი შე­დე­გი გა­მო­იწ­ვი­ოს. დრო­უ­ლად არის ამო­საკ­ვე­თი.

- ბავ­შვს მა­ნამ­დე არა­ფე­რი აწუ­ხებ­და?

- სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია, ერ­თა­დერ­თი ის იყო, ხომ გი­თხა­რით, რომ ფეხი მეღ­ლე­ბაო. სი­ა­რუ­ლი­სას დას­ვე­ნე­ბას ხში­რად ითხოვ­და, დე­და­მი­სი (თა­მარ ჩახ­მა­ხაშ­ვი­ლი) ამ­ბობს, რომ ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი, - კესო, რა ზარ­მა­ცი ხარ, რა­ტომ იღ­ლე­ბი ასე მა­ლეო. 2 დღე­ში შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ხელ-ფეხი გა­უ­შეშ­და. მოკ­ლედ, ახლა თურ­ქე­თი­დან ზუსტ პა­სუ­ხებს ვე­ლო­დე­ბით. ამი­ტომ ჯერ და­ზუს­ტე­ბით სრუ­ლი თან­ხა, რაც ამ ყვე­ლაფ­რის­თვის არის სა­ჭი­რო, არ ვი­ცით.

მე­გობ­რე­ბო, პა­ტა­რა კე­სოს ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის დას­მა ვერ ხერ­ხდე­ბა, რაც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, გთხოვთ, და­ვეხ­მა­როთ პა­ტა­რა ან­გე­ლოზს და გვერ­დით და­ვუდ­გეთ.

მიმ­ღე­ბის ბან­კი: სს "თი­ბი­სი ბან­კი"

მიმ­ღე­ბის სა­ხე­ლი: თა­მარ ჩახ­მა­ხაშ­ვი­ლი

მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­ში: GE65TB7192745064300002

მიმ­ღე­ბი ბან­კი: "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი"

მიმ­ღე­ბის სა­ხე­ლი: ნინო მორ­ჩი­ლა­ძე

მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­ში: GE64BG0000000182629900

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"მოულოდნელად ხელ-ფეხი გაუშეშდა, ტომოგრაფიამ თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩინა" - 8 წლის კესოს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება

"მოულოდნელად ხელ-ფეხი გაუშეშდა, ტომოგრაფიამ თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩინა" - 8 წლის კესოს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება

8 წლის კესო ბახუტაშვილს მოულოდნელად თავში სიმსივნე აღმოაჩნდა, გოგონას გამოსაკვლევად და საოპერაციოდ თურქეთში ესაჭიროება გამგზავრება, რისთვისაც ოჯახს შესაბამისი თანხები არ გააჩნია.

ანუკა გობრონიძე, კესოს დედის მეგობარი:

- ბოლო დროს ხშირად იღლებოდა, ფეხს იტკიებდა. ცოტა ხნის წინ ბახმაროში იყო. მშობლებს ეგონათ, ფეხი რაღაცაზე იტკინა, თუმცა ბავშვს 2 დღის განმავლობაში ხელ-ფეხი გაუშეშდა. ჩამოიყვანეს იქიდან, ტომოგრაფია გაკეთდა და თავის ტვინის სიმსივნე აღმოჩნდა. ეს არის 4-სანტიმეტრიანი სხეული, რომელიც ნერვულ სისტემას აწვება, რამაც ხელ-ფეხის გაშეშება გამოიწვია. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ექიმები ხელს არ ჰკიდებენ. საშიში ადგილია. ესაჭიროება სასწრაფოდ თურქეში გადაყვანა, რომ დაზუსტებულად გამოიკვლიონ ყველაფერი და უკვე ოპერაცია დანიშნონ. ამ ყველაფრისთვის ოჯახს საოპერაციო თანხები არ გააჩნია.

- თურქეთში ოპერაციამდე ხელახალი კვლევა უნდა ჩატარდეს, ხომ?

- კი, ოპერაციის წინ ხელახალი კვლევა აუცილებელია. მშობლები კალკულაციას ელოდებიან, რომ თანხა იცოდნენ, ამ ყველაფრისთვის რამდენია საჭირო.

- დღეისთვის სიტუაცია როგორია, ექიმები რას ამბობენ, სანამ თანხა შეგროვდება ითმენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ორგანიზმში მეტასტაზები არ არის წასული, მაგრამ სწრაფად იზრდება იმიტომ, რომ სადღაც ერთ თვეში მოხდა ეს ყველაფერი. თუ ოპერატიულად არ ვიმოქმედეთ, შეძლება უარესი შედეგი გამოიწვიოს. დროულად არის ამოსაკვეთი.

- ბავშვს მანამდე არაფერი აწუხებდა?

- სრულიად ჯანმრთელი იყო, არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ერთადერთი ის იყო, ხომ გითხარით, რომ ფეხი მეღლებაო. სიარულისას დასვენებას ხშირად ითხოვდა, დედამისი (თამარ ჩახმახაშვილი) ამბობს, რომ ვეჩხუბებოდი, - კესო, რა ზარმაცი ხარ, რატომ იღლები ასე მალეო. 2 დღეში შედეგმაც არ დააყოვნა. ხელ-ფეხი გაუშეშდა. მოკლედ, ახლა თურქეთიდან ზუსტ პასუხებს ველოდებით. ამიტომ ჯერ დაზუსტებით სრული თანხა, რაც ამ ყველაფრისთვის არის საჭირო, არ ვიცით.

მეგობრებო, პატარა კესოს ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა, რადგანაც საქართველოში ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება, რაც მოგეხსენებათ, ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, გთხოვთ, დავეხმაროთ პატარა ანგელოზს და გვერდით დავუდგეთ.

მიმღების ბანკი: სს "თიბისი ბანკი"

მიმღების სახელი: თამარ ჩახმახაშვილი

მიმღების ანგარიში: GE65TB7192745064300002

მიმღები ბანკი: "საქართველოს ბანკი"

მიმღების სახელი: ნინო მორჩილაძე

მიმღების ანგარიში: GE64BG0000000182629900

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ