პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეჩნეთის ტერაქტები ჩინოვნიკთა შვილების მონაწილეობით - ტერორიზმის კვალი მაღალი თანამდებობის პირებამდე მიდის
ჩეჩნეთის ტერაქტები ჩინოვნიკთა შვილების მონაწილეობით - ტერორიზმის კვალი მაღალი თანამდებობის პირებამდე მიდის

ჩეჩ­ნეთ­ში ბოლო ხა­ნებ­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმე­ბის ციკ­ლი რომ უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლი­და, ისე­დაც ცხა­დი იყო. მე­რამ­დე­ნე დღეა ქვე­ყა­ნა­ში მა­სობ­რი­ვი რე­ი­დე­ბი და და­კა­ვე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ISIS-ი მა­ინც რის­კავს და ამ­ჯე­რად მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის შვი­ლებ­თან ცდი­ლობს “ურ­თი­ერ­თო­ბას”, თა­ნაც ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­ლი­ცი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში, რომ­ლის ლი­დერ­საც რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ამ­ბი­ცია აქვს.

მას შემ­დეგ, რაც 20 აგ­ვის­ტოს დი­ლით გროზ­ნოს ცენ­ტრში, ლურ­სა­ნო­ვა­სა და ისა­ე­ვას ქუ­ჩებ­ზე Mercedes-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მოძ­რა­ვი მა­მა­კა­ცი თავს და­ეს­ხა პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტორს, ძა­ლოვ­ნებ­მა ის და მას­თან ერ­თად ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მსხდო­მე­ბი ად­გილ­ზე მოკ­ლეს, მათ შო­რის იყო 11 წლის მო­ზარ­დი.

იმავდრო­უ­ლად, შს სა­მი­ნის­ტროს შა­ლინ­სკის რა­ი­ო­ნულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ნე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­ვარ­და. დაჭ­რი­ლია ორი პო­ლი­ცი­ე­ლი, თუმ­ცა თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ად­გილ­ზე მოკ­ლეს.

Mercedes-ის მძღო­ლის ვი­ნა­ო­ბა უკვე დად­გე­ნი­ლია და ის 17 წლის ალი აჰ­მა­თ­ჰა­ნო­ვია, 2001 წლის გუ­დერ­მე­სის აფეთ­ქე­ბე­ბის სე­რი­ის თა­ნა­მო­ნა­წი­ლის, ხი­ზირ აჰ­მა­თ­ჰა­ნო­ვის უმ­ცრო­სი ძმა, რო­მე­ლიც დღემ­დე სას­ჯელს იხ­დის. იმ თავ­დას­ხმა­ში სულ 5 პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მათ­გან ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 17 წლის იყო, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი კი 11-ის. ყვე­ლა მათ­გა­ნი მოკ­ლუ­ლია. შა­ლინ­სკის რა­ი­ო­ნის თავ­დას­ხმის დე­ტა­ლე­ბი ზუს­ტდე­ბა. გარ­და ამი­სა, სო­ფელ მეს­კერ-იურ­ტში აფეთ­ქე­ბა მოხ­და, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბის შემ­დეგ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ავ­რცე­ლებს.

ამავდრო­უ­ლად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია გუ­დერ­მეს­ში ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ზე კი­დევ ერთი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, ტე­ლეგ­რამ-არხი იუ­წყე­ბა, რომ სხვა ცნო­ბე­ბი არც ამ­ჯე­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ჩეჩ­ნე­თის შსს ყვე­ლა­ნა­ირ კო­მენ­ტარ­ზე უარს ამ­ბობს.

კი­დევ ერთი ფაქ­ტი გროზ­ნო­ში მოხ­და, რა დრო­საც ასე­ვე პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბა სცა­და ორმა პირ­მა, თუმ­ცა მათ პო­ლი­ცი­ამ ცე­ცხლი გა­უხ­სნა და საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა ვერ მო­ას­წრეს. ჩეჩ­ნეთ­ში ტე­რაქ­ტე­ბის სე­რი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად “კა­დი­როვ­ცე­ბი” ქა­ლაქ შა­ლის მე­რის მო­ად­გი­ლის, მა­გო­მედ მუ­სა­ე­ვის ერ­თა­დერთ შვილს, რამ­ზან მუ­სა­ევს მი­იჩ­ნე­ვენ. გროზ­ნოს ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ით გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ბი­ჭის მამა წყევ­ლის ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მისი შვი­ლის გა­და­ბი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

გაკრვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბის გამო, 2016 წელს მა­გო­მედ მუ­სა­ე­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა, რო­დე­საც ეს ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და, ის რა­ტომ­ღაც ისევ და­აბ­რუ­ნეს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

კი­დევ ერთ სა­ეჭ­ვო პი­რად მიჩ­ნე­უ­ლია ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, აპტი ალა­უ­დი­ნო­ვის შვი­ლი. მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა მა­მა­მაც იგი­ვე გა­ა­კე­თა, რაც მე­რის მო­ად­გი­ლემ. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთელს ჩეჩ­ნეთ­ში რე­ი­დე­ბი და­ი­წყო და მის ფარ­გლებ­ში ათო­ბით მო­ზარ­დი და­ა­კა­ვეს. მათი უმე­ტე­სო­ბა თავ­დას­ხმის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­თე­სა­ვია, და­ნარ­ჩე­ნი კი მათ უბ­რა­ლოდ იც­ნობ­და. ზო­გა­დად, ასე­თი მა­სობ­რი­ვი და­კა­ვე­ბე­ბის დროს, საქ­მის უმე­ტე­სო­ბა დო­კუ­მენ­ტუ­რად არ ფორმ­დე­ბა.

Эхо Кавказа-ს წყა­როს ცნო­ბით, ჩე­ჩენ­მა ძა­ლოვ­ნებ­მა ძი­რი­თა­დად 15-დან 23 წლამ­დე ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი აიყ­ვა­ნეს. მა­სობ­რო­ვი რე­ი­დე­ბი ჩა­ტარ­და სო­ფელ სერ­ჟენ-იურტსა და ქა­ლაქ შა­ლი­ში. ზოგი მათ­გა­ნი იმა­ვე ღა­მეს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა, და­ნარ­ჩე­ნის ბედი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. Novaya gazeta-ს ცნო­ბით, ბოლო დროს ჩეჩ­ნეთ­ში თავ­დას­ხმებ­მა სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი მოძ­ველ­და, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ თა­ვად ტე­რო­რის­ტებ­მა შეც­ვა­ლეს მი­მარ­თუ­ლე­ბა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ერთ-ერთი პრობ­ლე­მა ისიც არის, რომ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი მუდ­მი­ვად და­უ­კომ­პლექ­ტე­ბე­ლია, რად­გან იქ მოხ­ვედ­რა “ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს”. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა კი არა, სა­შუ­ა­ლო სკო­ლაც არ აქვთ დამ­თავ­რე­ბუ­ლი და რუ­სუ­ლა­დაც კი ვერ სა­უბ­რო­ბენ. ისი­ნი რამ­ზან კა­დი­რო­ვის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნის თა­ნახ­მად, კარ­გად არი­ან ეკი­პი­რე­ბუ­ლი და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა გა­ნათ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად არ აქვთ, რაც მუდ­მი­ვად ქმნის პრობ­ლე­მებს. თუმ­ცა ამ­ჯე­რად ჩეჩ­ნე­თი ახა­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ექ­სტრე­მიზ­მის ქსე­ლე­ბი უკვე გაბ­მუ­ლია და მას სა­ხი­ფა­თო მას­შტა­ბე­ბი აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ჩეჩნეთის ტერაქტები ჩინოვნიკთა შვილების მონაწილეობით - ტერორიზმის კვალი მაღალი თანამდებობის პირებამდე მიდის

ჩეჩნეთის ტერაქტები ჩინოვნიკთა შვილების მონაწილეობით - ტერორიზმის კვალი მაღალი თანამდებობის პირებამდე მიდის

ჩეჩნეთში ბოლო ხანებში მომხდარი თავდასხმების ციკლი რომ უკვალოდ არ ჩაივლიდა, ისედაც ცხადი იყო. მერამდენე დღეა ქვეყანაში მასობრივი რეიდები და დაკავებები მიმდინარეობს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ISIS-ი მაინც რისკავს და ამჯერად მაღალი თანამდებობის პირების შვილებთან ცდილობს “ურთიერთობას”, თანაც ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე პოლიციურ რესპუბლიკაში, რომლის ლიდერსაც რეგიონში უსაფრთხოების ყველაზე დიდი ამბიცია აქვს.

მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს დილით გროზნოს ცენტრში, ლურსანოვასა და ისაევას ქუჩებზე Mercedes-ის მარკის ავტომობილით მოძრავი მამაკაცი თავს დაესხა პოლიციის ინსპექტორს, ძალოვნებმა ის და მასთან ერთად ავტომანქანაში მსხდომები ადგილზე მოკლეს, მათ შორის იყო 11 წლის მოზარდი.

იმავდროულად, შს სამინისტროს შალინსკის რაიონულ განყოფილებაში დანებით შეიარაღებული პირი შევარდა. დაჭრილია ორი პოლიციელი, თუმცა თავდამსხმელები ადგილზე მოკლეს.

Mercedes-ის მძღოლის ვინაობა უკვე დადგენილია და ის 17 წლის ალი აჰმათჰანოვია, 2001 წლის გუდერმესის აფეთქებების სერიის თანამონაწილის, ხიზირ აჰმათჰანოვის უმცროსი ძმა, რომელიც დღემდე სასჯელს იხდის. იმ თავდასხმაში სულ 5 პირი მონაწილეობდა, მათგან ყველაზე უფროსი 17 წლის იყო, ყველაზე უმცროსი კი 11-ის. ყველა მათგანი მოკლულია. შალინსკის რაიონის თავდასხმის დეტალები ზუსტდება. გარდა ამისა, სოფელ მესკერ-იურტში აფეთქება მოხდა, თუმცა ადგილობრივი მედია ჩეჩნეთის ხელისუფლების ბრძანების შემდეგ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია გუდერმესში ძალოვან უწყებებზე კიდევ ერთი თავდასხმის შესახებ, თუმცა, ტელეგრამ-არხი იუწყება, რომ სხვა ცნობები არც ამჯერად გავრცელებულა. ჩეჩნეთის შსს ყველანაირ კომენტარზე უარს ამბობს.

კიდევ ერთი ფაქტი გროზნოში მოხდა, რა დროსაც ასევე პოლიციის მანქანის აფეთქება სცადა ორმა პირმა, თუმცა მათ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწრეს. ჩეჩნეთში ტერაქტების სერიის ორგანიზატორად “კადიროვცები” ქალაქ შალის მერის მოადგილის, მაგომედ მუსაევის ერთადერთ შვილს, რამზან მუსაევს მიიჩნევენ. გროზნოს ადგილობრივი ტელევიზიით გავრცელდა ვიდეო, სადაც ბიჭის მამა წყევლის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი შვილის გადაბირებაში მონაწილეობდა.

გაკრვეული ეჭვების გამო, 2016 წელს მაგომედ მუსაევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა, როდესაც ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, ის რატომღაც ისევ დააბრუნეს თანამდებობაზე.

კიდევ ერთ საეჭვო პირად მიჩნეულია ჩეჩნეთის რესპუბლიკის შს მინისტრის მოადგილის, აპტი ალაუდინოვის შვილი. მაღალჩინოსანმა მამამაც იგივე გააკეთა, რაც მერის მოადგილემ. ამასთან დაკავშირებით მთელს ჩეჩნეთში რეიდები დაიწყო და მის ფარგლებში ათობით მოზარდი დააკავეს. მათი უმეტესობა თავდასხმის მონაწილეების ნათესავია, დანარჩენი კი მათ უბრალოდ იცნობდა. ზოგადად, ასეთი მასობრივი დაკავებების დროს, საქმის უმეტესობა დოკუმენტურად არ ფორმდება.

Эхо Кавказа-ს წყაროს ცნობით, ჩეჩენმა ძალოვნებმა ძირითადად 15-დან 23 წლამდე ახალგაზრდა ბიჭები აიყვანეს. მასობროვი რეიდები ჩატარდა სოფელ სერჟენ-იურტსა და ქალაქ შალიში. ზოგი მათგანი იმავე ღამეს გაათავისუფლეს, თუმცა, დანარჩენის ბედი ამ დრომდე უცნობია. Novaya gazeta-ს ცნობით, ბოლო დროს ჩეჩნეთში თავდასხმებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდები მოძველდა, თუნდაც იმიტომ, რომ თავად ტერორისტებმა შეცვალეს მიმართულება.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ პოლიციის განყოფილებები მუდმივად დაუკომპლექტებელია, რადგან იქ მოხვედრა “ძალიან ძვირი ღირს”. თანამშრომლების უმეტესობას უმაღლესი განათლება კი არა, საშუალო სკოლაც არ აქვთ დამთავრებული და რუსულადაც კი ვერ საუბრობენ. ისინი რამზან კადიროვის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, კარგად არიან ეკიპირებული და სწრაფი რეაგირებისთვის მეტ-ნაკლებად კარგად მომზადებული, თუმცა განათლება პრაქტიკულად არ აქვთ, რაც მუდმივად ქმნის პრობლემებს. თუმცა ამჯერად ჩეჩნეთი ახალი საფრთხის წინაშე დადგა. გამოცემის ცნობით, ექსტრემიზმის ქსელები უკვე გაბმულია და მას სახიფათო მასშტაბები აქვს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?