სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეო საქმეთა სამინისტრო შვიდი დღის წინ გაუჩინარებულ PANTELENA-ზე განცხადებას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო შვიდი დღის წინ გაუჩინარებულ PANTELENA-ზე განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 23 აგ­ვის­ტოს, კონ­გოს ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში 7 დღის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გემი PANTELENA და­ფიქ­სირ­და, გემ­ზე მყოფ 17 ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას კი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ი­სათ­ვის გემი ლო­მეს პორ­ტში (ტო­გოს რეს­პუბ­ლი­კა) მი­ე­მარ­თე­ბა.

„სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტომ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ა­ტა­რეს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და უზ­რუნ­ველ­ჰყვეს ყვე­ლა მხა­რის ჩარ­თუ­ლო­ბა მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. ამოქ­მე­დე­ბუ­ლი იქნა ყვე­ლა დარ­გობ­რი­ვი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ბერ­კე­ტი, რო­გორც და­სავ­ლეთ აფ­რი­კის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბი, ასე­ვე სა­ზღვაო და რე­გი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი”, - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ისი­ნი ინ­ტენ­სი­ურ კონ­ტაქ­ტზე იმ­ყო­ფე­ბი­ან გემთმფლო­ბელ კომ­პა­ნი­ას­თან, რათა ეკი­პა­ჟი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნას პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით - სას­მე­ლი წყა­ლი, საკ­ვე­ბი და სხვა.

„შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის პირ­ვე­ლი წუ­თე­ბი­დან­ვე სა­ა­გენ­ტო აქ­ტი­ურ კავ­შირ­ზეა გე­მის დრო­შის სა­ხელ­მწი­ფოს­თან - პა­ნა­მა, ასე­ვე ნი­გე­რი­ა­ში მოქ­მედ სა­ზღვაო უშიშ­რო­ე­ბის ჯგუ­ფებ­თან, რომ­ლებ­თან უშუ­ა­ლო კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­თაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მე­ზღვა­უ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მე­დი­ას მი­ე­წო­დე­ბა მი­სი­ის სრულ ამო­წურ­ვამ­დე, რო­დე­საც გემი შევა უსაფრ­თხო წყლებ­ში”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა
ავტორი:

საგარეო საქმეთა სამინისტრო შვიდი დღის წინ გაუჩინარებულ PANTELENA-ზე განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო შვიდი დღის წინ გაუჩინარებულ PANTELENA-ზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, კონგოს ტერიტორიულ წყლებში 7 დღის წინ გაუჩინარებული გემი PANTELENA დაფიქსირდა, გემზე მყოფ 17 ქართველი მეზღვაურის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას კი საფრთხე არ ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის გემი ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა) მიემართება.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველჰყვეს ყველა მხარის ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი ინტენსიურ კონტაქტზე იმყოფებიან გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იქნას პირველადი საჭიროებებით - სასმელი წყალი, საკვები და სხვა.

„შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემის დროშის სახელმწიფოსთან - პანამა, ასევე ნიგერიაში მოქმედ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მედიას მიეწოდება მისიის სრულ ამოწურვამდე, როდესაც გემი შევა უსაფრთხო წყლებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ