პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოულოდნელი სიურპრიზი ვახშამზე" - მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს II მსოფლიო ომის შემდეგ, დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ტილო გადასცა
"მოულოდნელი სიურპრიზი ვახშამზე" - მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს II მსოფლიო ომის შემდეგ, დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ტილო გადასცა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ან­გე­ლა მერ­კელს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, დრეზ­დე­ნის მუ­ზე­უ­მი­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ტილო გა­დას­ცა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი კან­ცლე­რის Instagram-ის გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია პრე­მი­ერ ბახ­ტა­ძის მას­პინ­ძლო­ბით გუ­შინ გა­მარ­თულ ვახ­შამს შე­ე­ხე­ბა.

„ვახ­შამ­ზე გერ­მა­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზი დახ­ვდა: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს მერ­კელს გა­დას­ცა მე-17 სა­უ­კუ­ნის ტილო, რო­მე­ლიც 1945 წელს, ომის შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და დრეზ­დე­ნის მუ­ზე­უ­მი­დან და პირ­ვე­ლად საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­ბო­ლო­ოდ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა“, - ნათ­ქვა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ან­გე­ლა მერ­კელ­მა სა­ქარ­თვე­ლო უკვე და­ტო­ვა. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ან­გე­ლა მერ­კელს დახ­ვდნენ გერ­მა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, რო­მელ­თაც კან­ცლე­რი რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ე­სა­უბ­რა. ან­გე­ლა მერ­კე­ლი თვითმფრი­ნა­ვის ტრა­პთან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ მი­ა­ცი­ლა.

მერ­კე­ლი კავ­კა­სი­უ­რი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტით გუ­შინ ჩა­მო­ვი­და, რის ფარ­გლებ­შიც გუ­შინ­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ველ პი­რებს შეხ­ვდა. დღეს უკვე კან­ცლერ­მა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და თსუ-ს სტუ­დენ­ტებ­თან გა­მარ­თა შეხ­ვედ­რა, შეხ­ვედ­რის შემ­დეგ იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თა­ნაც.

ან­გე­ლა მერ­კე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან სომ­ხეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, ამის შემ­დეგ კი მისი ვი­ზი­ტი აზერ­ბა­ი­ჯან­შია და­გეგ­მი­ლი, რი­თაც კავ­კა­სი­ურ ტურ­ნეს და­ას­რუ­ლებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"მოულოდნელი სიურპრიზი ვახშამზე" - მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს II მსოფლიო ომის შემდეგ, დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ტილო გადასცა

"მოულოდნელი სიურპრიზი ვახშამზე" - მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს II მსოფლიო ომის შემდეგ, დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ტილო გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დრეზდენის მუზეუმიდან გაუჩინარებული ტილო გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გერმანიის ფედერალური კანცლერის Instagram-ის გვერდზე ვრცელდება. ინფორმაცია პრემიერ ბახტაძის მასპინძლობით გუშინ გამართულ ვახშამს შეეხება.

„ვახშამზე გერმანიის პრემიერ-მინისტრს მოულოდნელი სიურპრიზი დახვდა: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერს მერკელს გადასცა მე-17 საუკუნის ტილო, რომელიც 1945 წელს, ომის შემდეგ გაუჩინარდა დრეზდენის მუზეუმიდან და პირველად საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა, საბოლოოდ კი საქართველოში დარჩა“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ანგელა მერკელმა საქართველო უკვე დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა მერკელს დახვდნენ გერმანელი ჯარისკაცები, რომელთაც კანცლერი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაესაუბრა. ანგელა მერკელი თვითმფრინავის ტრაპთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიაცილა.

მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოში ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა, რის ფარგლებშიც გუშინვე საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა. დღეს უკვე კანცლერმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და თსუ-ს სტუდენტებთან გამართა შეხვედრა, შეხვედრის შემდეგ იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთანაც.

ანგელა მერკელი საქართველოდან სომხეთში მიემგზავრება, ამის შემდეგ კი მისი ვიზიტი აზერბაიჯანშია დაგეგმილი, რითაც კავკასიურ ტურნეს დაასრულებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები