სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბოლოოდ, კანცლერმა ეს ტერმინი გამოიყენა და კმაყოფილი ვარ" - რას ამბობს სტუდენტი, რომელმაც ანგელა მერკელს "ოკუპაციაზე" შეკითხვა დაუსვა
"საბოლოოდ, კანცლერმა ეს ტერმინი გამოიყენა და კმაყოფილი ვარ" - რას ამბობს სტუდენტი, რომელმაც ანგელა მერკელს "ოკუპაციაზე" შეკითხვა დაუსვა

პა­სუ­ხით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან მინ­დო­და, რომ ან­გე­ლა მერ­კელს ეს ტერ­მი­ნი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ან თუ არ გა­მო­ი­ყე­ნებ­და, აეხ­სნა, რა­ტომ არ იყე­ნებ­და, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტმა, კონ­სტან­ტი­ნე შუ­ბი­თი­ძემ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ან­გე­ლა მერ­კე­ლი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და. შეხ­ვედ­რა­ზე კონ­სტან­ტი­ნე შუ­ბი­თი­ძემ ან­გე­ლა მერ­კელს ჰკი­თხა, თუ რა­ტომ არ იყე­ნებ­და ტერ­მინ “ოკუ­პა­ცი­ას”, რა­ზეც გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა უპა­სუ­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი.

კონ­სტან­ტი­ნე შუ­ბი­თი­ძის თქმით, მის­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში რუ­სე­თის ქმე­დე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ტერ­მი­ნი “ოკუ­პა­ცია” გა­მო­ი­ყე­ნა.

“ჩემი კი­თხვა შე­ე­ხე­ბო­და იმას, თუ რა­ტომ იყე­ნებ­და კან­ცლე­რი ტერ­მინ ოკუ­პა­ცი­ას. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და მა­ნამ­დეც, ეს ტერ­მი­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია და ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად ამ­ბობ­და, რომ ეს არის უსა­მარ­თლო­ბა, რაც აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ხდე­ბა, მე­სა­მე ვი­ყა­ვი, ვინც ამ ში­ნა­არ­სის შე­კი­თხვა დას­ვა, უბ­რა­ლოდ წინა ორ შემ­თხვე­ვა­ში თავი აა­რი­და და უფრო კონ­კრე­ტუ­ლად და უფრო მკა­ფი­ოდ ვკი­თხე, ტერ­მინ ოკუ­პა­ცი­ას რა­ტომ არ იყე­ნებ­და. ჩემ­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის და ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამ ტერ­მი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს არის ის ერ­თა­დერ­თი სწო­რი შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას. პა­სუ­ხით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან მინ­დო­და, რომ ეს ტერ­მი­ნი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ან თუ არ გა­მო­ი­ყე­ნებ­და, აეხ­სნა, რა­ტომ არ იყე­ნებ­და და ამ ტერ­მინს ან რა­ტომ არი­დებ­და თავს. სა­ბო­ლო­ოდ, კან­ცლერ­მა ეს ტერ­მი­ნი გა­მო­ი­ყე­ნა და კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ისე­თი დიდი და ძლი­ე­რი ქვეყ­ნის ლი­დე­რი, რო­გო­რიც არის გერ­მა­ნია და ან­გე­ლა მერ­კე­ლი სწორ და ზუსტ შე­ფა­სე­ბას აძ­ლევ­დეს იმ ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა კონ­სტან­ტი­ნე შუ­ბი­თი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"საბოლოოდ, კანცლერმა ეს ტერმინი გამოიყენა და კმაყოფილი ვარ" - რას ამბობს სტუდენტი, რომელმაც ანგელა მერკელს "ოკუპაციაზე" შეკითხვა დაუსვა

"საბოლოოდ, კანცლერმა ეს ტერმინი გამოიყენა და კმაყოფილი ვარ" - რას ამბობს სტუდენტი, რომელმაც ანგელა მერკელს "ოკუპაციაზე" შეკითხვა დაუსვა

პასუხით კმაყოფილი ვარ, რადგან მინდოდა, რომ ანგელა მერკელს ეს ტერმინი გამოეყენებინა ან თუ არ გამოიყენებდა, აეხსნა, რატომ არ იყენებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, კონსტანტინე შუბითიძემ უნივერსიტეტში ანგელა მერკელისა და სტუდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. შეხვედრაზე კონსტანტინე შუბითიძემ ანგელა მერკელს ჰკითხა, თუ რატომ არ იყენებდა ტერმინ “ოკუპაციას”, რაზეც გერმანიის კანცლერმა უპასუხა, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და დაკავებული.

კონსტანტინე შუბითიძის თქმით, მისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის კანცლერმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებებთან მიმართებაში ტერმინი “ოკუპაცია” გამოიყენა.

“ჩემი კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რატომ იყენებდა კანცლერი ტერმინ ოკუპაციას. ორი დღის განმავლობაში და მანამდეც, ეს ტერმინი ფაქტობრივად არ გამოუყენებია და ამ კითხვაზე პასუხად ამბობდა, რომ ეს არის უსამართლობა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ხდება, მესამე ვიყავი, ვინც ამ შინაარსის შეკითხვა დასვა, უბრალოდ წინა ორ შემთხვევაში თავი აარიდა და უფრო კონკრეტულად და უფრო მკაფიოდ ვკითხე, ტერმინ ოკუპაციას რატომ არ იყენებდა. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის ამ ტერმინის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის ერთადერთი სწორი შეფასება, რომელიც შეიძლება მიეცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობას. პასუხით კმაყოფილი ვარ, რადგან მინდოდა, რომ ეს ტერმინი გამოეყენებინა ან თუ არ გამოიყენებდა, აეხსნა, რატომ არ იყენებდა და ამ ტერმინს ან რატომ არიდებდა თავს. საბოლოოდ, კანცლერმა ეს ტერმინი გამოიყენა და კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი დიდი და ძლიერი ქვეყნის ლიდერი, როგორიც არის გერმანია და ანგელა მერკელი სწორ და ზუსტ შეფასებას აძლევდეს იმ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება”, - აღნიშნა კონსტანტინე შუბითიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ