კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედია, ჯადოქრის იმიჯი არ მაქვს, თორემ მეწყინებოდა" - გაიცანით პოპულარული ქართველი ლექტორი, რომელსაც უამრავი მსმენელი ჰყავს
"იმედია, ჯადოქრის იმიჯი არ მაქვს, თორემ მეწყინებოდა" - გაიცანით პოპულარული ქართველი ლექტორი, რომელსაც უამრავი მსმენელი ჰყავს

ალ­ბათ ყვე­ლას ჰყო­ლია და ჰყავს საყ­ვა­რე­ლი ლექ­ტო­რი, რომ­ლის ლექ­ცი­ა­ზე ყოფ­ნა, მისი მოს­მე­ნა უყ­ვარს, სი­ა­მოვ­ნებს. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტიც ლექ­ტო­რია, პი­ა­რის ცნო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი კახა მაღ­რა­ძე. ამ­ბო­ბენ, სტუ­დენ­ტებს ძა­ლი­ან უყ­ვართ და მის სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებ­საც უამ­რა­ვი მსმე­ნე­ლი ეს­წრე­ბა. თუმ­ცა თა­ვად კახა ამა­ზე სა­უ­ბარს გა­ურ­ბის... მი­აჩ­ნია, რომ ლექ­ტო­რი უნდა იყოს კომ­პე­ტენ­ტუ­რი და ჰქონ­დეს კარ­გი გად­მო­ცე­მის უნა­რი... უმალ­ღე­სი სას­წავ­ლებ­ლის ლექ­ტო­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და, თა­ვი­დან ტრე­ნე­რი იყო, ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას რიგ სა­კი­თხებ­ში სხვა­დას­ხვა ტი­პის აუ­დი­ტო­რი­ას უზი­ა­რებ­და.

"როცა უკვე ჯეპ­რა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და სპე­ცი­ა­ლის­ტად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, ტრე­ნინ­გე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბაც გაჩ­ნდა, რად­გან ამ მი­მა­თუ­ლე­ბით გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და, უკვე ტრე­ნინ­გე­ბი პი­არ­შიც და­ვი­წყე. მერე ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პი­არ­სკო­ლაც და­ვა­არ­სეთ, სა­დაც ლექ­ცი­ე­ბის კურ­სი მაქვს, თუმ­ცა მა­ნამ­დე თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უკვე ვკი­თხუ­ლობ­დი, მერე ჯი­პა­ში, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი ვარ - სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ვლებს ვას­წავ­ლი. ახლა იქ ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბას ჩა­ვუ­დე­ქი სა­თა­ვე­ში, ჯგუფს შევ­ქმნით და გან­ვი­თა­რე­ბას და­ვი­წყებთ, რად­გა­ნაც რე­ა­ლუ­რად პი­არ­ში ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლო კურ­სი და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო არ არ­სე­ბობს - ამის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვი­მუ­შა­ოთ. სა­ერ­თო­დაც, ჩემს მო­მა­ვალს აკა­დე­მი­ურ სფე­როს აქ­ტი­უ­რად ვუ­კავ­ში­რებ", - ამ­ბობს კახა.

- ვი­ცით, რომ შენს ლექ­ცი­ებს უამ­რა­ვი მსმე­ნე­ლი ჰყავს. რითი ხსნი ამას?

- სავ­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რია, თვი­თონ პი­ა­რი ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო, პო­პუ­ლა­რუ­ლი დარ­გია, თუმ­ცა რო­დე­საც უკვე რუ­ტი­ნულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გავ­დი­ვარ, სა­უ­ბარს სპე­ცი­ფი­კურ ტექ­ნო­ლო­გი­ურ სა­კი­თხებ­ზე ვი­წყებ, ჩარ­თუ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად არი­ან და ამ დროს ინ­ფორ­მა­ცი­ას ნაკ­ლე­ბად იღე­ბენ... ეს არ მომ­წონს... ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ადა­მი­ა­ნე­ბი მი­წა­ზე ჩა­მო­ვიყ­ვა­ნო, რად­გა­ნაც პი­არ­ზე გა­და­მე­ტე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბია შექ­მნი­ლი. ერთი მხრივ ეს არის ცალ­სა­ხად მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ია­რა­ღი და მე­ო­რე მხრივ პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი არ არის ჯა­დო­ქა­რი, რო­მე­ლიც რა­ღა­ცას მო­ი­გო­ნებს, ან პი­რი­ქით, სი­ტუ­ა­ცი­ას გა­ა­ფუ­ჭებს... იმე­დი მაქვს, ჯა­დოქ­რის იმი­ჯი არ მაქვს, თო­რემ მე­წყი­ნე­ბო­და. ამი­ტომ, ვამ­ბობ, პი­ა­რი ჯა­დოქ­რო­ბა არ არის, რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მეა! აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გულ­წრფე­ლო­ბა, სან­დო­ო­ბა და რე­ცეპ­ტიც ეს არის.

- რო­გო­რია თა­ო­ბა, ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თობ?

- პი­ა­რის სკო­ლის კურ­სებ­ზე შე­და­რე­ბით უფ­რო­სი ასა­კის მსმე­ნელ­თან ვმუ­შა­ობ, ვინც სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას ცდი­ლობს, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ცხა­დია, სტუ­დენ­ტებ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სის­ტე­მა ად­რე­ულ წლებ­თან შე­და­რე­ბით შეც­ვლი­ლია, სას­წავლს მა­ინც გა­მოც­დე­ბამ­დე მო­ი­ტო­ვე­ბენ ხოლ­მე. ესე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი­დევ არ­სე­ბობს. ასე­ვე მგო­ნია, რომ მო­ტი­ვა­ცია, ინ­ტე­რე­სი ნაკ­ლე­ბია, არ არი­ან მო­წო­დე­ბუ­ლი, რო­გორც ლექ­ტო­რი დაგ­ხარ­ჯონ, შენ­გან მეტი და მეტი მი­ი­ღონ, ჯერ­ჯე­რო­ბით ასეთ მიდ­გო­მას ვხე­დავ... სამ­წუ­ხა­როდ, თით­ქმის ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ასეა, ფორ­მა­ლურ მხა­რეს მეტი უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა - ოღონდ, კურ­სი­დან კურ­სზე გა­და­ვიდ­ნენ, საგ­ნე­ბი და­ხუ­რონ, რომ დიპ­ლო­მი ჰქონ­დეთ, ცალ­კე მშობ­ლე­ბიც გა­ა­ხა­რონ და დიპ­ლო­მი სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა­ში გა­მო­ად­გეთ. ასე­თი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მიდ­გო­მა, რო­გორც ადრე, კვლავ არ­სე­ბობს.

- ისიც გა­ვი­გეთ, რომ სტუ­დენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა შენ­თან მე­გობ­რობს, ახ­ლობ­ლობს. დის­ტან­ცია კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, ლექ­ტორ­სა და სტუ­დენტს შო­რის თქვენ შო­რის არ არ­სე­ბობს?

- კი, კურ­სე­ბის მსე­ნე­ლი იქ­ნე­ბა თუ სტუ­დენ­ტი, უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან ვმე­გობ­რობ. ლექ­ცი­ებ­მა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შემ­ძი­ნა და მა­პოვ­ნი­ნა, ჩემი სა­მე­გობ­რო, სა­ახ­ლობ­ლო, სა­ნაც­ნო­ბო გა­ფარ­თოვ­და, თუმ­ცა ჯერ ბავ­შვი არა­ვის­თვის მო­მი­ნათ­ლავს... რო­დე­საც ჯგუ­ფუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გვაქვს და თა­ვი­ან­თი და­ვა­ლე­ბე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ახ­დე­ნენ, შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს ტა­შით ამ­ხნე­ვე­ბენ. ამა­ზე ჩემ­მა ერთ-ერ­თმა სტუ­დენ­ტმა, რო­მელ­თა­ნაც ასე­ვე ვმე­გობ­რობ, თქვა: პი­ა­რის რა გი­თხრათ, მაგ­რამ ტა­შის დაკ­ვრა კარ­გად გვას­წავ­ლე­თო...

- თა­ვად რა მო­თხოვ­ნე­ბი გაქვს სტუ­დენ­ტებ­თან?

- მეტ ჩარ­თუ­ლო­ბას ვი­თხოვ, ყვე­ლა ლექ­ცი­ა­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვას. ხან­და­ხან პირ­და­ღე­ბუ­ლე­ბი რომ არი­ან, ამა­ზე ვბრაზ­დე­ბი. ხომ ვამ­ბობ, მო­ტი­ვა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა. ამას პი­რა­და­დაც მკაც­რად ვსაყ­ვე­დუ­რობ.

- გა­მო­დის, მკაც­რი ლექ­ტო­რი ხარ?

- ადრე უფრო მკაც­რი ვი­ყა­ვი. სტუ­დენ­ტი ლექ­ცი­ა­ზე 2 წუთი თუ და­აგ­ვი­ა­ნებ­და, არ ვუშ­ვებ­დი, თუ წი­ნას­წარ არ ვი­ცო­დი, რომ აგ­ვი­ან­დე­ბო­და, დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო ლექ­ცი­ი­დან გა­მიშ­ვია კი­დეც, მერე მივ­ხვდი, რომ ასე­თი მიდ­გო­მით, დის­ციპ­ლი­ნას უფრო მი­აქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას, ვიდ­რე ში­ნა­არს, არა­და, ჩემ­თვის ში­ნა­არ­სი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მთლად ისეც არ გა­მო­ვი­დეს, რომ ძა­ლი­ან მკაც­რი ვარ, ლექ­ცი­ა­ზე ვხუმ­რობ კი­დეც. სა­ერ­თო­დაც მიყ­ვარს ხუმ­რო­ბა. ლექ­ცი­ებ­ზე ეს და­ძა­ბუ­ლო­ბას ხსნის, ეფექ­ტი­ა­ნიც არის და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც... ამას­თან, თუ სტუ­დენ­ტი და­მა­ტე­ბით რამე რჩე­ვას, კონ­სულ­ტა­ცი­ას მთხოვს, ლექ­ცი­ის მიღ­მა, არა­ვის ვზარ­დე­ბი, თუ წვე­უ­ლე­ბა­ზეც მი­მიწ­ვე­ვენ, არც ამა­ზე ვამ­ბობ უარს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ამ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გან­სა­ზღვრავს.

- რა სა­ერ­თო რჩე­ვის მი­ცე­მა შე­გიძ­ლია სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და მშობ­ლე­ბის­თვის?

- დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ცე­სებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რად­გა­ნაც ამის­თვის გახ­სნი­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე, რა­შიც ინ­ტერ­ნე­ტი გვეხ­მა­რე­ბა, ამ ყვე­ლაფ­რის გაც­ნო­ბა არ უნდა და­ე­ზა­როთ. ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხი­თაც ად­ვი­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. თან, ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით - უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის, საგ­ნის, მე­თო­დო­ლო­გი­ის თუ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის არ­ჩე­ვა. ამი­ტომ თუ სწო­რად და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, ყვე­ლა­ფერს გა­ეც­ნო­ბი­ან, თა­ვის­თვის სა­სარ­გებ­ლო რა­ღა­ცებს იპო­ვი­ან, ყვე­ლა­ფე­რი კი მათ უკე­თეს გან­ვი­თა­რე­ბას, სწავ­ლას, ან სწავ­ლე­ბას მო­ახ­მა­რონ. არ უნდა და­ე­ზა­როთ, იკი­თხონ, გა­ეც­ნონ სხვა­დას­ხვა ავ­ტორს, სტა­ტი­ას. მეს­მის, რომ ახალ­გაზ­რდუ­ლი წლე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ცდუ­ნე­ბე­ბი თა­ვი­სას ითხოვს, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის შე­ხა­მე­ბა და მოს­წრე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, გული მწყდე­ბა, რომ მათ ინ­ტე­რე­სის დე­ფი­ციტს ვამ­ჩნევ. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტო­ბაც ძა­ლი­ან პი­რო­ბი­თია. სტუ­დენ­ტი მა­ში­ნაა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, როცა სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მი­ღე­ბულ ცოდ­ნას, სტა­ტუსს ადეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნებს. ამი­ტომ შე­ფა­სე­ბი­სას მისი კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლი, ჩემ­თვის დი­დად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­კა­ტო­რი არ არის. მთა­ვა­რია, მერე რას იზამს.

- პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვა­ნი ზო­გა­დად რო­გორ უნდა გა­ა­კე­თონ?

- იუ­ნეს­კო ბოლო წლებ­ში ახ­დენს იმ იდე­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, სა­დაც სას­კო­ლო, სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბა არის მთა­ვა­რი, რად­გა­ნაც იმ­დე­ნად ცვა­ლე­ბა­დი გა­რე­მოა, იმ­დე­ნი პრო­ფე­სია კვდე­ბა გარ­შე­მო და ყო­ველ­დღი­უ­რად იმ­დე­ნი ახა­ლი იბა­დე­ბა, რომ ისე­თი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გაგ­ყვე­ბა და თავს ბო­ლომ­დე მი­უ­ძღვნი, ამის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია, ამი­ტომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა სტუ­დენ­ტმა თუ კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა კონ­კრე­ტუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა მო­ახ­დი­ნოს. ჩემს მა­გა­ლით­ზე გე­ტყვით, სა­ერ­თოდ არ ვი­ფიქ­რებ­დი, თუ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სფე­რო­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სფე­რო­ში წა­ვი­დო­დი, დიპ­ლო­მა­ტო­ბა მინ­დო­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბას ვსწავ­ლობ­დი. მერე ისე მოხ­და, რომ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ, შემ­დეგ არ­ჩევ­ნე­ბის, ხან რა გა­მო­ვიც­ვა­ლე და ხან - რა... ასე რომ, მალე დაგ­ვჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც რო­ბო­ტე­ბის­თვის პროგ­რა­მებს და­წე­რენ, მათ ენას შექ­მნი­ან. სა­ო­ცა­რი ხალ­ხია მა­გა­ლი­თად, "აი­ტიშ­ნი­კე­ბი", სის­ტე­მებს მარ­თა­ვენ და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ისი­ნი მო­მავლშიც ბევ­რს შეძ­ლე­ბენ. ვინ იფიქ­რებ­და, რომ ამ­დე­ნი პი­არ­მე­ნე­ჯე­რი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ უკვე ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია, სწო­რი წარ­მო­ჩე­ნა, პი­ა­რი, პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა, რომ შენს საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო.

- მაგ­რამ კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და პი­ა­რის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია.

- კი, ერთი-ორი პი­არ­მე­ნე­ჯე­რი, მარკშე­ი­დე­რი­ვით გვჭირ­დე­ბა, - ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დღეს მარ­თლაც არ­სე­ბობს, მაგ­რამ არა უშავს, სულ უფრო ზუს­ტად გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ დამ­საქ­მებ­ლე­ბი, რომ პი­ა­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გია. რაც დრო გა­დის, ვი­საც ფული აქვს, ამას მე­ტად აც­ნო­ბი­ე­რებს, ფულს ხარ­ჯავს იმის­თვის, რომ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. არას­წო­რი მო­ლო­დი­ნე­ბის პრობ­ლე­მა კი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ამის ფონ­ზე ნელ-ნელა ყვე­ლა დარ­გი ვი­თარ­დე­ბა და კი­დევ უფრო მეტი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"იმედია, ჯადოქრის იმიჯი არ მაქვს, თორემ მეწყინებოდა" - გაიცანით პოპულარული ქართველი ლექტორი, რომელსაც უამრავი მსმენელი ჰყავს

"იმედია, ჯადოქრის იმიჯი არ მაქვს, თორემ მეწყინებოდა" - გაიცანით პოპულარული ქართველი ლექტორი, რომელსაც უამრავი მსმენელი ჰყავს

ალბათ ყველას ჰყოლია და ჰყავს საყვარელი ლექტორი, რომლის ლექციაზე ყოფნა, მისი მოსმენა უყვარს, სიამოვნებს. ჩვენი რესპონდენტიც ლექტორია, პიარის ცნობილი სპეციალისტი კახა მაღრაძე. ამბობენ, სტუდენტებს ძალიან უყვართ და მის საჯარო ლექციებსაც უამრავი მსმენელი ესწრება. თუმცა თავად კახა ამაზე საუბარს გაურბის... მიაჩნია, რომ ლექტორი უნდა იყოს კომპეტენტური და ჰქონდეს კარგი გადმოცემის უნარი... უმალღესი სასწავლებლის ლექტორი მოგვიანებით გახდა, თავიდან ტრენერი იყო, ცოდნას და გამოცდილებას რიგ საკითხებში სხვადასხვა ტიპის აუდიტორიას უზიარებდა.

"როცა უკვე ჯეპრაში დავიწყე მუშაობა და სპეციალისტად ჩამოვყალიბდი, ტრენინგების მოთხოვნილებაც გაჩნდა, რადგან ამ მიმათულებით გამოცდილება მქონდა, უკვე ტრენინგები პიარშიც დავიწყე. მერე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში პიარსკოლაც დავაარსეთ, სადაც ლექციების კურსი მაქვს, თუმცა მანამდე თავისუფალ უნივერსიტეტში უკვე ვკითხულობდი, მერე ჯიპაში, ილიას უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი ვარ - საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს ვასწავლი. ახლა იქ ერთ მიმართულებას ჩავუდექი სათავეში, ჯგუფს შევქმნით და განვითარებას დავიწყებთ, რადგანაც რეალურად პიარში ქართული სასწავლო კურსი და სახელმძღვანელო არ არსებობს - ამის ჩამოყალიბებაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. საერთოდაც, ჩემს მომავალს აკადემიურ სფეროს აქტიურად ვუკავშირებ", - ამბობს კახა.

- ვიცით, რომ შენს ლექციებს უამრავი მსმენელი ჰყავს. რითი ხსნი ამას?

- სავრაუდოდ, რამდენიმე ფაქტორია, თვითონ პიარი ყოველთვის საინტერესო, პოპულარული დარგია, თუმცა როდესაც უკვე რუტინულ საქმიანობაზე გავდივარ, საუბარს სპეციფიკურ ტექნოლოგიურ საკითხებზე ვიწყებ, ჩართულები ნაკლებად არიან და ამ დროს ინფორმაციას ნაკლებად იღებენ... ეს არ მომწონს... ყოველთვის ვცდილობ, ადამიანები მიწაზე ჩამოვიყვანო, რადგანაც პიარზე გადამეტებული წარმოდგენებია შექმნილი. ერთი მხრივ ეს არის ცალსახად მანიპულაციის იარაღი და მეორე მხრივ პიარის სპეციალისტი არ არის ჯადოქარი, რომელიც რაღაცას მოიგონებს, ან პირიქით, სიტუაციას გააფუჭებს... იმედი მაქვს, ჯადოქრის იმიჯი არ მაქვს, თორემ მეწყინებოდა. ამიტომ, ვამბობ, პიარი ჯადოქრობა არ არის, რუტინული საქმეა! აქ მნიშვნელოვანია გულწრფელობა, სანდოობა და რეცეპტიც ეს არის.

- როგორია თაობა, ვისთანაც ურთიერთობ?

- პიარის სკოლის კურსებზე შედარებით უფროსი ასაკის მსმენელთან ვმუშაობ, ვინც საკუთარი პროფესიულ განვითარებას ცდილობს, უმაღლეს სასწავლებლებში ცხადია, სტუდენტებთან. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ადრეულ წლებთან შედარებით შეცვლილია, სასწავლს მაინც გამოცდებამდე მოიტოვებენ ხოლმე. ესეთი დამოკიდებულება კიდევ არსებობს. ასევე მგონია, რომ მოტივაცია, ინტერესი ნაკლებია, არ არიან მოწოდებული, როგორც ლექტორი დაგხარჯონ, შენგან მეტი და მეტი მიიღონ, ჯერჯერობით ასეთ მიდგომას ვხედავ... სამწუხაროდ, თითქმის ყველა უნივერსიტეტში ასეა, ფორმალურ მხარეს მეტი უპირატესობა ენიჭება - ოღონდ, კურსიდან კურსზე გადავიდნენ, საგნები დახურონ, რომ დიპლომი ჰქონდეთ, ცალკე მშობლებიც გაახარონ და დიპლომი სამსახურის შოვნაში გამოადგეთ. ასეთი სტერეოტიპული მიდგომა, როგორც ადრე, კვლავ არსებობს.

- ისიც გავიგეთ, რომ სტუდენტების უმეტესობა შენთან მეგობრობს, ახლობლობს. დისტანცია კლასიკური გაგებით, ლექტორსა და სტუდენტს შორის თქვენ შორის არ არსებობს?

- კი, კურსების მსენელი იქნება თუ სტუდენტი, უმრავლესობასთან ვმეგობრობ. ლექციებმა ბევრი ადამიანი შემძინა და მაპოვნინა, ჩემი სამეგობრო, საახლობლო, სანაცნობო გაფართოვდა, თუმცა ჯერ ბავშვი არავისთვის მომინათლავს... როდესაც ჯგუფური სამუშაოები გვაქვს და თავიანთი დავალებების პრეზენტაციას ახდენენ, შემდეგ ერთმანეთს ტაშით ამხნევებენ. ამაზე ჩემმა ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელთანაც ასევე ვმეგობრობ, თქვა: პიარის რა გითხრათ, მაგრამ ტაშის დაკვრა კარგად გვასწავლეთო...

- თავად რა მოთხოვნები გაქვს სტუდენტებთან?

- მეტ ჩართულობას ვითხოვ, ყველა ლექციაზე საკუთარი აზრის გამოხატვას. ხანდახან პირდაღებულები რომ არიან, ამაზე ვბრაზდები. ხომ ვამბობ, მოტივაციის ნაკლებობაა. ამას პირადადაც მკაცრად ვსაყვედურობ.

- გამოდის, მკაცრი ლექტორი ხარ?

- ადრე უფრო მკაცრი ვიყავი. სტუდენტი ლექციაზე 2 წუთი თუ დააგვიანებდა, არ ვუშვებდი, თუ წინასწარ არ ვიცოდი, რომ აგვიანდებოდა, დაგვიანების გამო ლექციიდან გამიშვია კიდეც, მერე მივხვდი, რომ ასეთი მიდგომით, დისციპლინას უფრო მიაქცევდნენ ყურადღებას, ვიდრე შინაარს, არადა, ჩემთვის შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია. მთლად ისეც არ გამოვიდეს, რომ ძალიან მკაცრი ვარ, ლექციაზე ვხუმრობ კიდეც. საერთოდაც მიყვარს ხუმრობა. ლექციებზე ეს დაძაბულობას ხსნის, ეფექტიანიც არის და აუცილებელიც... ამასთან, თუ სტუდენტი დამატებით რამე რჩევას, კონსულტაციას მთხოვს, ლექციის მიღმა, არავის ვზარდები, თუ წვეულებაზეც მიმიწვევენ, არც ამაზე ვამბობ უარს. ეს ყველაფერი კი ამ ჩვენს ურთიერთობებს განსაზღვრავს.

- რა საერთო რჩევის მიცემა შეგიძლია სტუდენტებისთვის და მშობლებისთვის?

- დღეს თანამედროვე პროცესებზე დაკვირვების ბევრი საშუალებაა, რადგანაც ამისთვის გახსნილია საინფორმაციო სივრცე, რაშიც ინტერნეტი გვეხმარება, ამ ყველაფრის გაცნობა არ უნდა დაეზაროთ. ასევე პროფესიული კუთხითაც ადვილია გადაწყვეტილების მიღება. თან, ნებისმიერი მიმართულებით - უმაღლესი სასწავლებლის, საგნის, მეთოდოლოგიის თუ სახელმძღვანელოების არჩევა. ამიტომ თუ სწორად დაინტერესდებიან, ყველაფერს გაეცნობიან, თავისთვის სასარგებლო რაღაცებს იპოვიან, ყველაფერი კი მათ უკეთეს განვითარებას, სწავლას, ან სწავლებას მოახმარონ. არ უნდა დაეზაროთ, იკითხონ, გაეცნონ სხვადასხვა ავტორს, სტატიას. მესმის, რომ ახალგაზრდული წლების გამოწვევები და ცდუნებები თავისას ითხოვს, მაგრამ ყველაფრის შეხამება და მოსწრება შეიძლება, მაგრამ ხომ ვამბობ, გული მწყდება, რომ მათ ინტერესის დეფიციტს ვამჩნევ. წარმატებული სტუდენტობაც ძალიან პირობითია. სტუდენტი მაშინაა წარმატებული, როცა სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მიღებულ ცოდნას, სტატუსს ადეკვატურად გამოიყენებს. ამიტომ შეფასებისას მისი კარგი აკადემიური მაჩვენებლი, ჩემთვის დიდად მნიშვნელოვანი ინდიკატორი არ არის. მთავარია, მერე რას იზამს.

- პროფესიულ არჩევანი ზოგადად როგორ უნდა გააკეთონ?

- იუნესკო ბოლო წლებში ახდენს იმ იდეის პოპულარიზაციას, სადაც სასკოლო, საბაზისო განათლება არის მთავარი, რადგანაც იმდენად ცვალებადი გარემოა, იმდენი პროფესია კვდება გარშემო და ყოველდღიურად იმდენი ახალი იბადება, რომ ისეთი არჩევანის გაკეთება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვება და თავს ბოლომდე მიუძღვნი, ამის ალბათობა ძალიან დაბალია, ამიტომ პროფესიის არჩევა სტუდენტმა თუ კურსდამთავრებულმა კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე უნდა მოახდინოს. ჩემს მაგალითზე გეტყვით, საერთოდ არ ვიფიქრებდი, თუ კომუნიკაციის სფეროში და საზოგადოებრივ სფეროში წავიდოდი, დიპლომატობა მინდოდა, საერთაშორისო ურთიერთობას ვსწავლობდი. მერე ისე მოხდა, რომ განათლების სფეროში მომიწია მუშაობამ, შემდეგ არჩევნების, ხან რა გამოვიცვალე და ხან - რა... ასე რომ, მალე დაგვჭირდება ადამიანები, ვინც რობოტებისთვის პროგრამებს დაწერენ, მათ ენას შექმნიან. საოცარი ხალხია მაგალითად, "აიტიშნიკები", სისტემებს მართავენ და კიბერუსაფრთხოებით არიან დაკავებული, ისინი მომავლშიც ბევრს შეძლებენ. ვინ იფიქრებდა, რომ ამდენი პიარმენეჯერი იქნებოდა, მაგრამ უკვე ყველაფერს სჭირდება კომუნიკაცია, სწორი წარმოჩენა, პიარი, პოზიციონირება, რომ შენს საქმეში წარმატებული იყო.

- მაგრამ კომუნიკაციისა და პიარის მიმართ დამოკიდებულებაც არაერთგვაროვანია.

- კი, ერთი-ორი პიარმენეჯერი, მარკშეიდერივით გვჭირდება, - ასეთი დამოკიდებულება დღეს მართლაც არსებობს, მაგრამ არა უშავს, სულ უფრო ზუსტად გააცნობიერებენ დამსაქმებლები, რომ პიარი ძალიან მნიშვნელოვანი დარგია. რაც დრო გადის, ვისაც ფული აქვს, ამას მეტად აცნობიერებს, ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ უფრო წარმატებული იყოს. არასწორი მოლოდინების პრობლემა კი არსებობს, მაგრამ ამის ფონზე ნელ-ნელა ყველა დარგი ვითარდება და კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა აქვს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ