პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანგელა მერკელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამუშაო კვოტებს შევქმნით
ანგელა მერკელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამუშაო კვოტებს შევქმნით

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნუ­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის ჩვენ სა­მუ­შაო კვო­ტებს შევ­ქმნით, რათა და­საქ­მე­ბის ლე­გა­ლუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­მარ­თლე­ბუ­ლი გზე­ბი არ­სე­ბობ­დეს, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

მერ­კე­ლის გან­ცხა­დე­ბით, კვო­ტე­ბი გარ­კვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის­თვის შე­იქ­მნე­ბა, რომ­ლის დე­ფი­ცი­ტიც გერ­მა­ნულ ბა­ზარ­ზეა.

„ჩვენ ვა­მუ­შა­ვებთ ახლა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექტს, არა ზო­გა­დად, მაგ­რამ ცალ­კე­უ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის­თვის, სა­დაც არის დიდი დე­ფი­ცი­ტი გერ­მა­ნულ ბა­ზარ­ზე. ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მათ შო­რის, და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბის­თვის ჩვენ ამ კვო­ტებს შევ­ქმნით, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ, რათა და­საქ­მე­ბის ლე­გა­ლუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­მარ­თლე­ბუ­ლი გზე­ბი არ­სე­ბობ­დეს, მათ შო­რის გაძ­ლი­ერ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი სკო­ლე­ბი მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამას გარ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გერ­მა­ნუ­ლი ენის ხელ­შე­წყო­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, რათა ათ­ვი­სე­ბუ­ლი და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი იქ­ნას გერ­მა­ნი­ა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ხე­ლო­ბა. ეს არის ძა­ლი­ან რთუ­ლი, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ით­ვი­სე­ბენ, სწავ­ლო­ბენ და ისევ და ისევ ამ ადა­მი­ა­ნებს უნდა შე­ეძ­ლოთ ამის გა­მო­ყე­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მერ­კელ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გერ­მა­ნი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მის სა­კი­თხი მერ­კელ­თან დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რებ­მა და­ა­ყე­ნეს. რო­გორც შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მათ გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის­გან მი­ი­ღეს და­პი­რე­ბა, რომ გერ­მა­ნია ამ კუ­თხით მუ­შა­ო­ბას და­ი­წყებს.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც და­უს­ვეს კი­თხვა.

„გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ უნდა ვი­ყოთ გახ­სნი­ლი. სწრაფ გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ვერ ვხე­დავ სა­ქარ­თვე­ლო­სას ნატო-ში. ამ კონ­სტე­ლა­ცი­ა­ში აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის კონ­ტექ­სტში, ჩემი აზ­რით, სწრაფ გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, გერ­მა­ნი­ის პო­ზი­ცია ასე­თია, ასე­თი დარ­ჩე­ბა. ამის­და მი­უ­ხე­და­ვად, ნატო-ს ბოლო სა­მიტ­ზე დამ­ტკიც­და ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს პა­კე­ტი. დღეს მე შევ­ხვდე­ბი გერ­მა­ნელ ჯა­რის­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც წვრთნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ქარ­თულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან ერ­თად. ეს არის ის, რაც არის შე­და­რე­ბი­თი კულ­ტუ­რა შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის, სტან­დარ­ტე­ბი ჩვე­ნი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნია და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თობ­ლი­ვად მოქ­მე­დე­ბენ ავ­ღა­ნეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო მო­ნა­წი­ლე­ობს ნატო-ს გარ­კვე­ულ მი­სი­ებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით. ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლოვ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი იზ­რდე­ბა. ეს არის ჩემი ხედ­ვა და პა­სუ­ხი ამ კონ­კრე­ტულ კი­თხვა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ან­გე­ლა მერ­კელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ანგელა მერკელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამუშაო კვოტებს შევქმნით

ანგელა მერკელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამუშაო კვოტებს შევქმნით

საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის ჩვენ სამუშაო კვოტებს შევქმნით, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მერკელის განცხადებით, კვოტები გარკვეული სპეციალობებისთვის შეიქმნება, რომლის დეფიციტიც გერმანულ ბაზარზეა.

„ჩვენ ვამუშავებთ ახლა დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით, ჩამოვაყალიბებთ, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, მათ შორის გაძლიერდეს პროფესიული სკოლები მრავალი მიმართულებით. ამას გარდა, მნიშვნელოვანია გერმანული ენის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების მიღება, რათა ათვისებული და გაძლიერებული იქნას გერმანიაში აღიარებული პროფესიული ხელობა. ეს არის ძალიან რთული, რასაც ადამიანები ითვისებენ, სწავლობენ და ისევ და ისევ ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამის გამოყენება“, - განაცხადა მერკელმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მყოფი ქართველებისთვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის მიცემის საკითხი მერკელთან დღევანდელ შეხვედრაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა დააყენეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ განუცხადა, მათ გერმანიის კანცლერისგან მიიღეს დაპირება, რომ გერმანია ამ კუთხით მუშაობას დაიწყებს.

გერმანიის კანცლერს ნატო-ში გაწევრიანების შესახებაც დაუსვეს კითხვა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი. სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ საქართველოსას ნატო-ში. ამ კონსტელაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ჩემი აზრით, სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება. ამისდა მიუხედავად, ნატო-ს ბოლო სამიტზე დამტკიცდა ნატო-საქართველოს პაკეტი. დღეს მე შევხვდები გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობენ ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ეს არის ის, რაც არის შედარებითი კულტურა შეირაღებული ძალების, სტანდარტები ჩვენი ქვედანაყოფების. მაგალითად, გერმანია და საქართველო ერთობლივად მოქმედებენ ავღანეთში, საქართველო მონაწილეობს ნატო-ს გარკვეულ მისიებში, ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით. ნელ-ნელა ყველაფერი ახლოვდება, ყველაფერი იზრდება. ეს არის ჩემი ხედვა და პასუხი ამ კონკრეტულ კითხვაზე“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები