პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომხიბვლელი პარლამენტარის ოჯახური ცხოვრება - რას ჰყვება ნინო წილოსანი მეუღლისა და 3 შვილის შესახებ
მომხიბვლელი პარლამენტარის ოჯახური ცხოვრება - რას ჰყვება ნინო წილოსანი მეუღლისა და 3 შვილის შესახებ

მომ­ხიბ­ვლე­ლი დე­პუ­ტა­ტი - ნინო წი­ლო­სა­ნი სამი შვი­ლის დე­დაა... თუ რო­გორ უთავ­სებს იგი წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას და სამი შვი­ლის­თვის სრულ­ფა­სო­ვან დე­დო­ბას, ამის შე­სა­ხებ თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, რო­გორ შექ­მე­ნით ოჯა­ხი?

- ოჯა­ხი სიყ­ვა­რუ­ლით შევ­ქმე­ნი. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან შე­იძ­ლე­ბა ვფიქ­რობ­დე, რომ ოჯა­ხის შექ­მნა ადრე იყო, რად­გან მხო­ლოდ 19 წლის ვი­ყა­ვი. თუმ­ცა ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ბე­დია და როცა დგე­ბა მო­მენ­ტი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვე­ღარ უწევ.

- რა პრო­ფე­სი­ის არის თქვე­ნი მე­უღ­ლე. სად და რო­დის გა­ი­ცა­ნით?

- ჩემი მე­უღ­ლე კა­ლათ­ბურ­თე­ლია. იგი ჩემს მე­გო­ბარ­თან გა­ვი­ცა­ნი. შემ­დეგ სხვა­დას­ხვა წვე­უ­ლე­ბა­ზე გვი­წევ­და შეხ­ვედ­რა და ჩვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და, რაც ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

- სამი შვი­ლი გყავთ... დღეს რო­გორ იხ­სე­ნებთ იმ ემო­ცი­ას, როცა პირ­ვე­ლად გახ­დით დედა?

- ამ ცხოვ­რე­ბა­ში არ ვიცი, უფრო ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა უნდა შევ­ქმნა, ვიდ­რე ჩემი სამი შვი­ლია. ჩემ­თვის თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის და­ბა­დე­ბის წუთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია... თუმ­ცა მინ­და, აღ­ვნიშ­ნო, რომ ყვე­ლა ასაკს თა­ვი­სე­ბუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლავს შვი­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ვე­ლი შვი­ლი უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი იყო, ჩემი ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლი სიღ­რმით ვერ გა­ვი­თა­ვი­სე და უფრო მე­ტად ბავ­შვუ­რად ვუ­ყუ­რებ­დი ყვე­ლა­ფერს. ჩემი დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემს სამ შვილს იმ­დენ დროს ვერ ვუთ­მობ, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როდ მი­მაჩ­ნია, მაგ­რამ მა­ინც ვთვლი, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი დედა ვარ... იმ პე­რი­ო­დის­გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­საც მათ­თან ვა­ტა­რებ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, მივ­ცე ის ემო­ცია და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი დატ­ვირ­თვა, რაც დე­დის­გან უნდა ჰქონ­დეთ შვი­ლებს.

- შვი­ლე­ბის გამო რა მსხვერ­პლი გა­ი­ღეთ, თუ თქვით მათ გამო რა­მე­ზე უარი?

- თა­ვის­თა­ვად, მშობ­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით­კი - დე­დებს, გვი­წევს გარ­კვე­უ­ლი თავ­გან­წირ­ვა... სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვამ­თავ­რე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და შემ­დეგ მა­გის­ტრა­ტუ­რა. რად­გან ოჯა­ხი მქონ­და, ვერ მო­ვა­ხერ­ხე სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ვი­ფიქ­რე: დის­ტან­ცი­უ­რად ვსწავ­ლობ­დი ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე ად­გილ­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. თუმ­ცა ეს დის­კომ­ფორ­ტი არაფ­რად მი­მაჩ­ნია იმ ღირ­სე­ბას­თან შე­და­რე­ბით, რა­საც სამი შვი­ლის დე­დო­ბა ნიშ­ნავს.

- გაგ­ვა­ცა­ნით თქვე­ნი შვი­ლე­ბი...

- სამი შვი­ლი მყავს, სა­მი­ვე უნი­კა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია. ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ეს კი დიდი ენერ­გი­ის ხარ­ჯვას მო­ი­თხოვს ჩემ­გან, რად­გან თი­თო­ე­ულს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა, რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვს. უფ­რო­სი­ვა­ჟი 15 წლი­საა, სკო­ლა­ში სწავ­ლობს და ძა­ლი­ან გვსი­ა­მოვ­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ისეთ ასაკ­შია, რო­დე­საც ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აინ­ტე­რე­სებს, მათ შო­რის -პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვმე­გობ­რობთ, რო­გორც ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი... მომ­დევ­ნო ვაჟი 12 წლი­საა და უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლია. ახ­ლაც ლატ­ვი­ა­შია თა­მა­შებ­ზე. ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ბავ­შვია, რაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვა­ხა­რებს... თუმ­ცა თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა არც მი­ი­ღოს ჩემი რჩე­ვე­ბი და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ფრთხი­ლად ვარ. ყო­ველ­თვის იცის, რა უნდა და, შე­სა­ბა­მი­სად, მეც ფა­ქი­ზად ვე­პყრო­ბი მის არ­ჩე­ვანს... მე­სა­მე გო­გო­ნაა - მა­რი­ა­მი 7 წლის გახ­დე­ბა 28 აგ­ვის­ტოს. იგი ჩვე­ნი ოჯა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წევ­რია - რო­გორც პა­ტა­რა და თა­ნაც, რო­გორც გოგო ჩვე­ნი ოჯა­ხის სამი მა­მა­კა­ცის გა­მორ­ჩე­უ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ არის. დე­დის­თვის­კი სხვა ემო­ცია აქვს - შენ­ნა­ი­რია, უფრო მე­ტად აინ­ტე­რე­სებს შენი ჩაც­მუ­ლო­ბა, შენი ქა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა და სხვა­ნა­ი­რად ვმე­გობ­რობთ ერ­თმა­ნეთ­თან. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

მომხიბვლელი პარლამენტარის ოჯახური ცხოვრება - რას ჰყვება ნინო წილოსანი მეუღლისა და 3 შვილის შესახებ

მომხიბვლელი პარლამენტარის ოჯახური ცხოვრება - რას ჰყვება ნინო წილოსანი მეუღლისა და 3 შვილის შესახებ

მომხიბვლელი დეპუტატი - ნინო წილოსანი სამი შვილის დედაა... თუ როგორ უთავსებს იგი წარმატებულ საქმიანობას და სამი შვილისთვის სრულფასოვან დედობას, ამის შესახებ თავად გვესაუბრება.

- ქალბატონო ნინო, როგორ შექმენით ოჯახი?

- ოჯახი სიყვარულით შევქმენი. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ვფიქრობდე, რომ ოჯახის შექმნა ადრე იყო, რადგან მხოლოდ 19 წლის ვიყავი. თუმცა ალბათ ყველაფერი ბედია და როცა დგება მომენტი, წინააღმდეგობას ვეღარ უწევ.

- რა პროფესიის არის თქვენი მეუღლე. სად და როდის გაიცანით?

- ჩემი მეუღლე კალათბურთელია. იგი ჩემს მეგობართან გავიცანი. შემდეგ სხვადასხვა წვეულებაზე გვიწევდა შეხვედრა და ჩვენი ნაცნობობა სიყვარულში გადაიზარდა, რაც ქორწინებით დასრულდა.

- სამი შვილი გყავთ... დღეს როგორ იხსენებთ იმ ემოციას, როცა პირველად გახდით დედა?

- ამ ცხოვრებაში არ ვიცი, უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი რა უნდა შევქმნა, ვიდრე ჩემი სამი შვილია. ჩემთვის თითოეული მათგანის დაბადების წუთი განსაკუთრებულია... თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ ყველა ასაკს თავისებური დამოკიდებულება ახლავს შვილებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ პირველი შვილი უდიდესი სიხარული იყო, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, სრული სიღრმით ვერ გავითავისე და უფრო მეტად ბავშვურად ვუყურებდი ყველაფერს. ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჩემს სამ შვილს იმდენ დროს ვერ ვუთმობ, რამდენიც საჭიროდ მიმაჩნია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ხარისხიანი დედა ვარ... იმ პერიოდისგანმავლობაში, რასაც მათთან ვატარებ, მაქსიმალურად ვცდილობ, მივცე ის ემოცია და შინაარსობრივი დატვირთვა, რაც დედისგან უნდა ჰქონდეთ შვილებს.

- შვილების გამო რა მსხვერპლი გაიღეთ, თუ თქვით მათ გამო რამეზე უარი?

- თავისთავად, მშობლებს, განსაკუთრებითკი - დედებს, გვიწევს გარკვეული თავგანწირვა... საქართველოში დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი და შემდეგ მაგისტრატურა. რადგან ოჯახი მქონდა, ვერ მოვახერხე საზღვარგარეთ წასვლა და ალტერნატიული საშუალება მოვიფიქრე: დისტანციურად ვსწავლობდი ოქსფორდის უნივერსიტეტში, რაც გარკვეულწილად უფრო რთულია, ვიდრე ადგილზე განათლების მიღება. თუმცა ეს დისკომფორტი არაფრად მიმაჩნია იმ ღირსებასთან შედარებით, რასაც სამი შვილის დედობა ნიშნავს.

- გაგვაცანით თქვენი შვილები...

- სამი შვილი მყავს, სამივე უნიკალური და საინტერესო ადამიანია. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები არიან. ეს კი დიდი ენერგიის ხარჯვას მოითხოვს ჩემგან, რადგან თითოეულს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, როგორც ყველა ბავშვს. უფროსივაჟი 15 წლისაა, სკოლაში სწავლობს და ძალიან გვსიამოვნებს ერთმანეთთან ურთიერთობა. ისეთ ასაკშია, როდესაც ჩემი შეხედულებები აინტერესებს, მათ შორის -პოლიტიკურ საკითხებზე. განსაკუთრებულად ვმეგობრობთ, როგორც ზრდასრული ადამიანები... მომდევნო ვაჟი 12 წლისაა და უკვე სერიოზული კალათბურთელია. ახლაც ლატვიაშია თამაშებზე. ძალიან მიზანდასახული ბავშვია, რაც განსაკუთრებულად გვახარებს... თუმცა თავისი ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, ზოგჯერ შეიძლება არც მიიღოს ჩემი რჩევები და მასთან ურთიერთობაში განსაკუთრებულად ფრთხილად ვარ. ყოველთვის იცის, რა უნდა და, შესაბამისად, მეც ფაქიზად ვეპყრობი მის არჩევანს... მესამე გოგონაა - მარიამი 7 წლის გახდება 28 აგვისტოს. იგი ჩვენი ოჯახის განსაკუთრებული წევრია - როგორც პატარა და თანაც, როგორც გოგო ჩვენი ოჯახის სამი მამაკაცის გამორჩეული ყურადღების ქვეშ არის. დედისთვისკი სხვა ემოცია აქვს - შენნაირია, უფრო მეტად აინტერესებს შენი ჩაცმულობა, შენი ქალური საქმიანობა და სხვანაირად ვმეგობრობთ ერთმანეთთან. განაგრძეთ კითხვა

ლაიდენის უნივერსიტეტი საქართველოში ინიცირებულ სადოქტორო პროგრამას ხელოვნურ ინტელექტში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატი, რომელიც ქონების არასრულად მითითების გამო დაჯარიმდა

"ჩვენ დავამარცხებთ ამ უბადრუკ სნეულებას" - 28 წლის ადვოკატს გიორგი სიმონიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება