პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანგელა მერკელი - ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ
ანგელა მერკელი - ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ

ევ­რო­პუ­ლი მხრი­დან ძა­ლი­ან სწრაფ, ნაჩ­ქა­რევ და­პი­რე­ბებს ვერ მოგ­ცემთ, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლურ­მა კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვე­რის­ტეტ­ში სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვის შე­სა­ხებ დას­მუ­ლი შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

მერ­კე­ლის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის და ნელ-ნელა სწო­რედ ამ თე­მა­ზე სა­უბ­რამ­დე მის­ვლა უნდა მოხ­დეს. ან­გე­ლა მერ­კელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პრო­ცე­სი 5 წე­ლი­წად­ში ვერ დას­რულ­დე­ბა.

“ძა­ლი­ან გახ­სნი­ლად მინ­და გი­თხრათ, რომ მე მი­ხა­რია და მხარს ვუ­ჭერ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ამ­ბი­ცი­ებს, ამი­ტომ არ­სე­ბობს ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა, ამი­ტომ არ­სე­ბობს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბა, მაგ­რამ ასე­ვე ევ­რო­პუ­ლი მხრი­დან ძა­ლი­ან სწრაფ, ნაჩ­ქა­რევ და­პი­რე­ბებს ვერ მოგ­ცემთ. ეს ნიშ­ნავს, რომ ერთი მხრივ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც არის გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კან­დი­და­ტი, უნდა ას­რუ­ლებ­დეს გარ­კვე­ულ წი­ნა­პი­რო­ბებს და ევ­რო­კავ­შირს უნდა შეს­წევ­დეს უნა­რი ახა­ლი ქვეყ­ნე­ბის მი­ღე­ბის. დღეს­დღე­ო­ბით, თქვენ იცით, რომ ევ­რო­კავ­ში­რის გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცეს­ში და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბი გვყავს პერ­სპექ­ტი­ვა­ში. დიდი ბრი­ტა­ნე­თი სულ მალე და­ტო­ვებს ევ­რო­კავ­შირს, დარ­ჩე­ბა 27 ქვე­ყა­ნა, ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბის ჩათ­ვლით, ალ­ბათ, 35 გახ­დე­ბა. ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი სტრუქ­ტუ­რა უნდა არ­სე­ბობ­დეს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კის უფრო ძლი­ე­რად და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად აწყო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სივ­რცე, რად­გან ძა­ლი­ან რთუ­ლია, სა­შუ­ა­ლოდ, გრძელ­ვა­დი­ა­ნი პერ­სპექ­ტი­ვით რა­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი რგო­ლი მათი გა­მოკ­ვე­თი­ლი ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის სა­უ­ბა­რი გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე. ნელ- ნელა, ეტა­პობ­რი­ვად უნდა მი­ვი­დეთ სა­უ­ბარ­ზე, უბ­რა­ლოდ სა­უ­ბარ­ზე, რომ გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ. მე ვერ ვი­ტყვი, რომ 5 წე­ლი­წად­ში ეს პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა, თუმ­ცა ჩემი ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია, მათ შო­რის ამა­ზე გახ­სნი­ლად სა­უ­ბა­რი. სა­ერ­თო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბა, ბევ­რად უფრო მჭიდ­რო ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ჩნდე­ბა - ეს უნდა გაგ­რძელ­დეს. ასე­ვე ის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს აქვს, ეს ინ­კლუ­ზი­უ­რი ზრდა, რო­მელ­შიც ყვე­ლა ადა­მი­ან­მა უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასე­ვე უთა­ნას­წო­რო­ბა, ასე­ვე სი­ღა­რი­ბეს­თან ბრძო­ლა და სო­ცი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ქსე­ლე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ამა­ში უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ყვე­ლაფ­რის კარ­გად გა­აზ­რე­ბა, გა­ზი­ა­რე­ბა და ამის ერ­თმა­ნეთ­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ა­ში მოყ­ვა­ნა”, - გა­ნა­ცხა­და გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს სტუ­დენ­ტებ­მა გერ­მა­ნია-რუ­სე­თის გაზ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კა­ვა­ში­რე­ბი­თაც და­უს­ვეს შე­კი­თხვა. კერ­ძოდ, შე­კი­თხვა შე­ე­ხე­ბო­და იმას, ან­გე­ლა მერ­კელ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა­ზე მი­ი­ღო თუ არა გა­რან­ტი­ე­ბი, რომ პუ­ტი­ნი ამ მილ­სა­დენს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის არ გა­მო­ი­ყე­ნებს.

ან­გე­ლა მერ­კე­ლის თქმით, ათწლე­უ­ლე­ბია აქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან, მათ შო­რის CO2–ის შემ­ცი­რე­ბის მხრივ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად, ნაკ­ლებ ნახ­შირს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ და CO2–ის შე­სამ­ცი­რებ­ლად იდე­ა­ლუ­რი დონე ასე სწრა­ფად ვერ მი­იღ­წე­ვა, ამი­ტომ, გაზი აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

„გაზი მი­წის ქვეშ გა­დის ბე­ლო­რუს­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ასე­ვე „ჩრდი­ლო­ეთ დი­ნე­ბა“ ერთი და ორი, ასე­ვე სამ­ხრეთ კო­რი­დო­რი. პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვენ ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯან­თან გვაქვს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცირ­დეს. ვიმ­სჯე­ლოთ იმა­ზე, რომ უკ­რა­ი­ნას ჰქონ­დეს სა­მარ­თლებ­რი­ვი და სა­მარ­თლი­ა­ნი პრე­ტენ­ზია ტრან­ზიტ­ზე. სა­ერ­თო ჯამ­ში, ეს „ნორდსტრი­მის“ პრო­ექ­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მათ შო­რის იმა­ზე, რომ გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი გან­თავ­სდე­ბა რუ­სეთ­ში და ყვე­ლა­ფე­რი მთლი­ა­ნო­ბა­ში გა­მარ­ტივ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, გერ­მა­ნი­ა­ში ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით ე.წ. ენერ­გი ტერ­მი­ნა­ლის ასა­შე­ნებ­ლად. რუ­სეთ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად. გაზი მო­დის დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან, ჰო­ლან­დი­ი­დან, ნორ­ვე­გი­ი­დან, რუ­სე­თი­დან. ეს ყვე­ლა­ფე­რი „ნორდსტრიმ“ ერთი და ორით რა­დი­კა­ლუ­რად არ შე­იც­ვლე­ბა. რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნა დარ­ჩე­ბა ტრან­ზი­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა ამ თვალ­საზ­რი­სით. შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რად შევ­ხე­დოთ, რომ პუ­ტინს აქვს ინ­ტე­რე­სი გა­ყი­დოს გაზი ევ­რო­პა­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ვუ­თხრათ, კე­თი­ლი ინე­ბოს და პო­ლი­ტი­კუ­რად მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, ანდა და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ პუ­ტი­ნის თი­თო­ე­უ­ლი სურ­ვი­ლი. ამას არ გა­ვა­კე­თებთ. ჩვენ გა­ვა­კე­თებთ იმას, რაც შე­დის სა­ერ­თო ევ­რო­პპულ ინ­ტე­რეს­ში“, – გა­ნა­ცხა­და მერ­კელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ანგელა მერკელი - ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ

ანგელა მერკელი - ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ

ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ, - ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მერკელის თქმით, ჯერჯერობით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის და ნელ-ნელა სწორედ ამ თემაზე საუბრამდე მისვლა უნდა მოხდეს. ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი 5 წელიწადში ვერ დასრულდება.

“ძალიან გახსნილად მინდა გითხრათ, რომ მე მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს, ამიტომ არსებობს ასოცირების შეთანხმება, ამიტომ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ ასევე ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ ქვეყანა, რომელიც არის გაწევრიანების კანდიდატი, უნდა ასრულებდეს გარკვეულ წინაპირობებს და ევროკავშირს უნდა შესწევდეს უნარი ახალი ქვეყნების მიღების. დღესდღეობით, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გვყავს პერსპექტივაში. დიდი ბრიტანეთი სულ მალე დატოვებს ევროკავშირს, დარჩება 27 ქვეყანა, ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით, ალბათ, 35 გახდება. ძალიან მოქნილი სტრუქტურა უნდა არსებობდეს, როგორ შეიძლება პოლიტიკის უფრო ძლიერად და კოორდინირებულად აწყობა, განსაკუთრებით, ევროპული უსაფრთხოების სივრცე, რადგან ძალიან რთულია, საშუალოდ, გრძელვადიანი პერსპექტივით რაღაც გადაწყვეტილების მიღება. საქართველო და უკრაინა იქნება შემდეგი რგოლი მათი გამოკვეთილი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე. ჯერჯერობით არ არის საუბარი გაწევრიანებაზე. ნელ- ნელა, ეტაპობრივად უნდა მივიდეთ საუბარზე, უბრალოდ საუბარზე, რომ გაწევრიანებაზე ვისაუბროთ. მე ვერ ვიტყვი, რომ 5 წელიწადში ეს პროცესი დასრულდება, თუმცა ჩემი ვიზიტის მიზანია, მათ შორის ამაზე გახსნილად საუბარი. საერთო ფასეულობები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბევრად უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები ჩნდება - ეს უნდა გაგრძელდეს. ასევე ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს აქვს, ეს ინკლუზიური ზრდა, რომელშიც ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, ასევე უთანასწორობა, ასევე სიღარიბესთან ბრძოლა და სოციალური უსაფრთხოების ქსელები და მრავალი სხვა ფაქტორი, რომელიც ამაში უნდა იყოს ჩართული, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის კარგად გააზრება, გაზიარება და ამის ერთმანეთთან ჰარმონიზაციაში მოყვანა”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიის კანცლერს სტუდენტებმა გერმანია-რუსეთის გაზსადენის მშენებლობასთან დაკავაშირებითაც დაუსვეს შეკითხვა. კერძოდ, შეკითხვა შეეხებოდა იმას, ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიიღო თუ არა გარანტიები, რომ პუტინი ამ მილსადენს პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებს.

ანგელა მერკელის თქმით, ათწლეულებია აქვს ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, მათ შორის CO2–ის შემცირების მხრივ. აღნიშნულის შედეგად, ნაკლებ ნახშირს გამოიყენებენ და CO2–ის შესამცირებლად იდეალური დონე ასე სწრაფად ვერ მიიღწევა, ამიტომ, გაზი აუცილებელია.

„გაზი მიწის ქვეშ გადის ბელორუსში, უკრაინაში, პოლონეთში, ასევე „ჩრდილოეთ დინება“ ერთი და ორი, ასევე სამხრეთ კორიდორი. პარალელურად, ჩვენ ასევე აზერბაიჯანთან გვაქვს თანამშრომლობა. ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ზემოქმედება მაქსიმალურად შემცირდეს. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სამართლებრივი და სამართლიანი პრეტენზია ტრანზიტზე. საერთო ჯამში, ეს „ნორდსტრიმის“ პროექტი დამოკიდებულია მათ შორის იმაზე, რომ გარკვეული ნაწილი განთავსდება რუსეთში და ყველაფერი მთლიანობაში გამარტივდება. პარალელურად, გერმანიაში ჩვენ ვემზადებით ე.წ. ენერგი ტერმინალის ასაშენებლად. რუსეთზე მაქსიმალურად დამოკიდებულების შესამცირებლად. გაზი მოდის დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან. ეს ყველაფერი „ნორდსტრიმ“ ერთი და ორით რადიკალურად არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, უკრაინა დარჩება ტრანზიტული ქვეყანა ამ თვალსაზრისით. შეიძლება სხვაგვარად შევხედოთ, რომ პუტინს აქვს ინტერესი გაყიდოს გაზი ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუთხრათ, კეთილი ინებოს და პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს, ანდა დავაკმაყოფილოთ პუტინის თითოეული სურვილი. ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც შედის საერთო ევროპპულ ინტერესში“, – განაცხადა მერკელმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები