საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი სტუდენტი ანგელა მერკელს: სიტყვა "ოკუპაციასთან" რამე პრობლემა გაქვთ? - გერმანიის კანცლერი აფხაზეთსა და ცხინვალზე
ქართველი სტუდენტი ანგელა მერკელს: სიტყვა "ოკუპაციასთან" რამე პრობლემა გაქვთ? - გერმანიის კანცლერი აფხაზეთსა და ცხინვალზე

ტერ­მინ „ოკუ­პა­ცი­ას­თან“ რამე პრობ­ლე­მა არის, თუ რა­ტომ არ იყე­ნებთ? რა­ტომ არ აფა­სებთ ცხინ­ვალ­სა და აფხა­ზეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს რო­გორც ოკუ­პა­ცი­ას? - ასე მი­მარ­თა თსუ-ს სტუ­დენ­ტმა კონ­სტან­ტი­ნე შუ­ბი­თი­ძემ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს, ან­გე­ლა მერ­კელს თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

„კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის დროს ორი დღეა უკვე იყე­ნებთ შე­ფა­სე­ბას - „უსა­მარ­თლო მდგო­მა­რე­ო­ბას“, არ იყე­ნებთ სი­ტყვა „ოკუ­პა­ცი­ას“. ტერ­მინ „ოკუ­პა­ცი­ას­თან“ რამე პრობ­ლე­მა არის თუ რა­ტომ არ იყე­ნებთ? რა­ტომ არ აფა­სებთ ცხინ­ვალ­სა და აფხა­ზეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს რო­გორც „ოკუ­პა­ცი­ას“?, - იკი­თხა კონ­სტან­ტი­ნე შუ­ბი­თი­ძემ.

აღ­ნიშ­ნულ შე­კი­თხვა­ზე გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა უპა­სუ­ხა: „თქვენ მე­კი­თხე­ბით, მე ვა­ფა­სებ თუ არა ოკუ­პა­ცი­ად? დიახ, ეს არის ოკუ­პა­ცია, ეს არის და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია - 20%. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ეს რჩე­ბა უხეშ უსა­მარ­თლო­ბად“, - გა­ნა­ცხა­და მერ­კელ­მა.

მა­ნამ­დე, მერ­კელ­მა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არის უსა­მარ­თლო და მი­უ­ღე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცია, რაც აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში ხდე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი ან­გე­ლა მერ­კელს: სი­ტყვა "ოკუ­პა­ცი­ას­თან" რამე პრობ­ლე­მა გაქვთ? - გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის პა­სუ­ხი

„მე ვფიქ­რობ, რომ ეს არის უსა­მარ­თლო­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მი­თხრა რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ამ რე­გი­ო­ნებ­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლია, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ტო­ვებს თა­ვის სამ­შობ­ლოს, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იქ ძა­ლი­ან დაბ­ლა იწევს. სა­ქარ­თვე­ლო მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და გერ­მა­ნი­ა­საც შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს. ეს არის მი­უ­ღე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცია. მე პი­რა­დად, ბევრ დროს ვუთ­მობ კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ფიქ­რს - უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტებ­ზე. ეს არის სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის ხელ­შე­წყო­ბით ძა­ლი­ან რთუ­ლად მო­უ­წია გან­ვი­თა­რე­ბა. არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ ეს. გა­მოც­დი­ლე­ბა გვაჩ­ვე­ნებს, რომ არ უნდა შე­ვე­გუ­ოთ ამას. ეს არ არის ერ­თდღი­ა­ნი პრო­ცე­სი, ეს არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სი. სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს ისე­თი სი­ტუ­ა­ცია, რომ ამ რე­გი­ო­ნებ­ში ადა­მი­ა­ნებს საქ­მე ძა­ლი­ან ცუ­დად აქვთ. პირ­ველ რიგ­ში, მათ უნდა და­ვეხ­მა­როთ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლად. რა თქმა უნდა, გვაქვს იქ ევ­რო­კავ­ში­რის მი­სია, რო­მე­ლიც ცდი­ლობს კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს. როდ­რე­საც ადა­მი­ანს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ან სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, მას უნდა ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ზღვა­რი გად­მო­ლა­ხოს; რო­დე­საც ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მათ უმ­ცირ­დე­ბათ ეს არის ძა­ლი­ან ცუდი სიგ­ნა­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მერ­კელ­მა.

ავტორი:

ქართველი სტუდენტი ანგელა მერკელს: სიტყვა "ოკუპაციასთან" რამე პრობლემა გაქვთ? - გერმანიის კანცლერი აფხაზეთსა და ცხინვალზე

ქართველი სტუდენტი ანგელა მერკელს: სიტყვა "ოკუპაციასთან" რამე პრობლემა გაქვთ? - გერმანიის კანცლერი აფხაზეთსა და ცხინვალზე

ტერმინ „ოკუპაციასთან“ რამე პრობლემა არის, თუ რატომ არ იყენებთ? რატომ არ აფასებთ ცხინვალსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს როგორც ოკუპაციას? - ასე მიმართა თსუ-ს სტუდენტმა კონსტანტინე შუბითიძემ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.

„კითხვებზე პასუხის გაცემის დროს ორი დღეა უკვე იყენებთ შეფასებას - „უსამართლო მდგომარეობას“, არ იყენებთ სიტყვა „ოკუპაციას“. ტერმინ „ოკუპაციასთან“ რამე პრობლემა არის თუ რატომ არ იყენებთ? რატომ არ აფასებთ ცხინვალსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს როგორც „ოკუპაციას“?, - იკითხა კონსტანტინე შუბითიძემ.

აღნიშნულ შეკითხვაზე გერმანიის კანცლერმა უპასუხა: „თქვენ მეკითხებით, მე ვაფასებ თუ არა ოკუპაციად? დიახ, ეს არის ოკუპაცია, ეს არის დაკავებული ტერიტორია - 20%. ამის მიუხედავად, ეს რჩება უხეშ უსამართლობად“, - განაცხადა მერკელმა.

მანამდე, მერკელმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უსამართლო და მიუღებელი სიტუაცია, რაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ხდება.

იხილეთ ვიდეო: ქართველი სტუდენტი ანგელა მერკელს: სიტყვა "ოკუპაციასთან" რამე პრობლემა გაქვთ? - გერმანიის კანცლერის პასუხი

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის უსამართლობა. პრემიერ-მინისტრმა მითხრა რომ ჰუმანიტარული სიტუაცია ამ რეგიონებში კატასტროფულია, ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს თავის სამშობლოს, მოსახლეობის რაოდენობა იქ ძალიან დაბლა იწევს. საქართველო მუშაობს ამ მიმართულებით და გერმანიასაც შეუძლია დაეხმაროს. ეს არის მიუღებელი სიტუაცია. მე პირადად, ბევრ დროს ვუთმობ კონფლიქტების მოგვარებაზე ფიქრს - უკრაინის და საქართველოს კონფლიქტებზე. ეს არის სიტუაცია, როდესაც საქართველოს რუსეთის ხელშეწყობით ძალიან რთულად მოუწია განვითარება. არ უნდა დავივიწყოთ ეს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არ უნდა შევეგუოთ ამას. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ამ რეგიონებში ადამიანებს საქმე ძალიან ცუდად აქვთ. პირველ რიგში, მათ უნდა დავეხმაროთ ჰუმანიტარულად. რა თქმა უნდა, გვაქვს იქ ევროკავშირის მისია, რომელიც ცდილობს კონფლიქტის მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. როდრესაც ადამიანს განათლების მიღება ან სამედიცინო დახმარება სჭირდება, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საზღვარი გადმოლახოს; როდესაც ეს შესაძლებლობა მათ უმცირდებათ ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი“, - განაცხადა მერკელმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები