პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს წამლები ენტეროვირუსს არ შველის" - ფარმაცევტის რჩევები წამლებზე, რომლებსაც ამ დროს აფთიაქებში ვეძებთ
"ეს წამლები ენტეროვირუსს არ შველის" - ფარმაცევტის რჩევები წამლებზე, რომლებსაც ამ დროს აფთიაქებში ვეძებთ

შე­უძ­ლოდ ყოფ­ნი­სას ყო­ველ­თვის ექიმს არ მივ­მარ­თავთ. ტკი­ვილს, სურ­დოს, ფა­ღა­რათს თუ სხვა შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ სიმპტო­მებს ვცდი­ლობთ, თა­ვად ვუშ­ვე­ლოთ. ზა­ფხუ­ლი ენ­ტე­რო­ვირუ­სის სე­ზო­ნია და ამ დროს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აკი­თხავს აფ­თი­ა­ქებს, რათა მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შე­ი­ძი­ნოს. ამ დროს, რა თქმა უნდა, კარ­გად უნდა იცო­დეთ, რას ყი­დუ­ლობთ. კუჭ­ნაწ­ლა­ვის მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ჩვე­ნი რუბ­რი­კის ხში­რი სტუ­მა­რი, "სა­ხალ­ხო აფ­თი­ა­ქის" ფარ­მა­ცევ­ტი ნანა ხურ­ცი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- აფ­თი­ა­ქებ­ში უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მელ­საც ენ­ტე­რო­ვირუ­სის, ფა­ღა­რა­თის ან ღე­ბი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გვთა­ვა­ზო­ბენ. რე­ა­ლუ­რად, რას წარ­მო­ად­გენს ეს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - რით გან­სხვავ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის­გან თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ ენ­ტე­რო­ვირუ­სი ნიშ­ნავს ნაწ­ლა­ვე­ბის ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას. ენ­ტე­რო­ვირუ­სის დროს ნაწ­ლა­ვე­ბის მოქ­მე­დე­ბა გახ­ში­რე­ბუ­ლის, ადა­მი­ანს აწუ­ხებს გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა, სა­ერ­თო სი­სუს­ტე... ლო­გი­კუ­რად ვიმ­სჯე­ლოთ - ორ­გა­ნიზ­მში არის ნაწ­ლა­ვე­ბის ვირუ­სი, რო­მე­ლიც გა­მო­ყოფს ტოქ­სი­ნებს. ამ დროს დი­ა­რეა გარ­კვე­ულ­წი­ლად არის ორ­გა­ნიზ­მის დამ­ცვე­ლო­ბი­თი რე­აქ­ცია, რომ მავ­ნე, ტოქ­სი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­ი­დევ­ნოს. აფ­თი­აქ­ში ამ დროს გვთა­ვა­ზო­ბენ - დი­ა­რე­ის შე­მამ­ცი­რე­ბელ, რე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ულ და ნაწ­ლა­ვუ­რი ფლო­რის, ანუ სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბის შემ­ცველ სა­შუ­ა­ლე­ბებს. დი­ა­რე­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ყვე­ლა­ზე ხში­რად მომ­ხმა­რე­ბე­ლი ითხოვს ლო­პე­რა­მიდს. ამ ნივ­თე­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რეკ­ლა­მა ძა­ლი­ან ხში­რად გა­დის ტე­ლე­ვი­ზი­ით. ის ამ­ცი­რებს ნაწ­ლა­ვე­ბის გახ­ში­რე­ბულ მოქ­მე­დე­ბას. მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ორ­გა­ნიზ­მი ცდი­ლობს ფა­ღა­რა­თის გზით გა­მო­დევ­ნოს ტოქ­სი­ნე­ბი და­მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, თქვენ კი ამ დროს დი­ა­რე­ის შე­სა­ჩე­რე­ბელ მე­დი­კა­მენტს ღე­ბუ­ლობთ.

იმი­სათ­ვის რომ მი­ი­ღოთ ლო­პე­რა­მი­დი, კუ­ჭის აშ­ლი­დან 6 სა­ა­თი მა­ინც უნდა იყოს გა­სუ­ლი, ანუ ორ­გა­ნიზ­მმა რომ მო­ას­წროს ტოქ­სი­ნე­ბის გა­მო­დევ­ნა, გარ­და ამი­სა ლო­პე­რა­მი­დი არ ინიშ­ნე­ბა 6 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში. ჩემი რჩე­ვა ასე­თია: ფარ­მა­ცევ­ტი ვერ და­ად­გენს, დი­ა­რეა ენ­ტე­რო­ვირუ­სით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი თუ სხვა მი­ზე­ზი აქვს. მას შე­უძ­ლია მარ­თოს ჩი­ვი­ლი - არის დი­ა­რეა, ორ­გა­ნიზ­მი კარ­გავს სი­თხეს. ამ დროს მთა­ვა­რია და­კარ­გუ­ლი სი­თხის შევ­სე­ბა - ჩემს მომ­ხმა­რე­ბელს ყო­ველ­თვის ვუხ­სნი სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­ში და ვთა­ვა­ზობ ფხვნილს, რო­მე­ლიც წყალ­ში იხ­სნე­ბა და ორ­გა­ნიზმს სი­თხით და დი­ა­რე­ის დროს და­კარ­გუ­ლი მი­ნე­რა­ლე­ბით ამა­რა­გებს. გარ­და ამი­სა შე­ვახ­სე­ნებ იდე­ა­ლურ დი­ე­ტას - ბრინ­ჯი, ბა­ნა­ნი, ვაშ­ლი და ორ­ცხო­ბი­ლა. ასე­ვე ყო­ველ­თვის ვახ­სე­ნებ ექიმ­თან ვი­ზი­ტის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

- ფერ­მენ­ტე­ბის და პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის შემ­ცველ სა­შუ­ა­ლე­ბებს რე­ა­ლუ­რად შეს­წევთ ძალა ენ­ტე­რო­ვირუს­თან ბრძო­ლის თუ უბ­რა­ლოდ, დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია?

- ძა­ლი­ან კარ­გი შე­კი­თხვაა. - ცალ­სა­ხად გე­ტყვით, არა. ვირუ­სი არის მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი და მას­ზე მოქ­მე­დებს მხო­ლოდ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. ენ­ტე­რო­ვირუ­სის დროს მკურ­ნა­ლო­ბა არის სიმპტო­მუ­რი -ეს ნიშ­ნავს, რომ ვმკურ­ნა­ლობთ და­ა­ვა­დე­ბის დროს არ­სე­ბულ სიმპტო­მებს და ვერ ვებ­რძვით და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვევს. თუ ვირუსს სი­ცხე, სი­სუს­ტე და გახ­ში­რე­ბუ­ლი ღე­ბი­ნე­ბა ახ­ლავს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექი­მის ჩარ­თვა, რად­გან ამ დროს და­კარ­გუ­ლი სი­თხის შე­სავ­სე­ბად ე.წ. გა­დას­ხმა შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ჭი­რო.

ენ­ტე­რო­ვირუ­სის დროს ვირუ­სი აზი­ა­ნებს ნაწ­ლა­ვებ­ში არ­სე­ბულ სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ებს, ასე­ვე მთლი­ა­ნად კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქტს, ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორც წესი, თა­ვი­სით აღ­დგე­ბა, თუმ­ცა იმი­სათ­ვის რომ უფრო სწრა­ფად გა­მოვ­ჯანრ­თელ­დეთ, მომ­ხმა­რე­ბელს პრე და პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის შემ­ცველ სა­შუ­ა­ლე­ბას - პრო­კომ­ბოს ვთა­ვა­ზობ ხოლ­მე, საკ­ვე­ბის მი­ნე­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა ფერ­მენ­ტიც ვურ­ჩიო, მაგ­რამ ყო­ველ­თვის არა.

- როცა ექიმ­თან ვერ მივ­დი­ვართ და ვცდი­ლობთ, თა­ვად ვუშ­ვე­ლოთ კუ­ჭის აშ­ლას თუ ღე­ბი­ნე­ბას, რო­გო­რი მე­დი­კა­მენ­ტის ყიდ­ვა ჯობს. რას უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ, რომ ეფექ­ტი სწრა­ფი და რე­ა­ლუ­რი იყოს?

- ჩემი რჩე­ვა ასე­თია: თუ დი­ა­რეა 2 დღე­ზე მეტ­ხანს გა­გიგ­რძელ­დათ, სი­ცხე გაქვთ, ან გა­ნა­ვალ­ში სის­ხლი შე­ნი­შეთ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს. ზო­გა­დად ექი­მის რჩე­ვა ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუ ექიმ­თან ვერ მი­დი­ხართ და აფ­თი­აქ­ში მის­ვლას ახერ­ხებთ, შე­ი­ძი­ნეთ ფხვნი­ლი რე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ი­სათ­ვის და წე­სის მი­ხედ­ვით და­ლი­ეთ. ამ დროს კარ­გია სმექ­ტა -ის ბო­ჭავს ტოქ­სი­ნებს და იცავს ნაწ­ლა­ვე­ბის გარსს, ასე­ვე კარ­გია Saccharomyces ბო­უ­ლარ­დი-ს შეც­ვე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი -იო­მო­გი და ენ­ტე­რო­ლი. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ - დი­ე­ტა და სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

"ეს წამლები ენტეროვირუსს არ შველის" - ფარმაცევტის რჩევები წამლებზე, რომლებსაც ამ დროს აფთიაქებში ვეძებთ

"ეს წამლები ენტეროვირუსს არ შველის" - ფარმაცევტის რჩევები წამლებზე, რომლებსაც ამ დროს აფთიაქებში ვეძებთ

შეუძლოდ ყოფნისას ყოველთვის ექიმს არ მივმართავთ. ტკივილს, სურდოს, ფაღარათს თუ სხვა შედარებით მსუბუქ სიმპტომებს ვცდილობთ, თავად ვუშველოთ. ზაფხული ენტეროვირუსის სეზონია და ამ დროს უამრავი ადამიანი აკითხავს აფთიაქებს, რათა მდგომარეობის შესამსუბუქებელი საშუალებები შეიძინოს. ამ დროს, რა თქმა უნდა, კარგად უნდა იცოდეთ, რას ყიდულობთ. კუჭნაწლავის მოსაწესრიგებელი საშუალებების შესახებ ჩვენი რუბრიკის ხშირი სტუმარი, "სახალხო აფთიაქის" ფარმაცევტი ნანა ხურციძე გვესაუბრება.

- აფთიაქებში უამრავი საშუალებაა, რომელსაც ენტეროვირუსის, ფაღარათის ან ღებინების საწინააღმდეგოდ გვთავაზობენ. რეალურად, რას წარმოადგენს ეს საშუალებები - რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავისი მოქმედებით?

- დარწმუნებული ვარ, ყველამ იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ენტეროვირუსი ნიშნავს ნაწლავების ვირუსულ ინფექციას. ენტეროვირუსის დროს ნაწლავების მოქმედება გახშირებულის, ადამიანს აწუხებს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, საერთო სისუსტე... ლოგიკურად ვიმსჯელოთ - ორგანიზმში არის ნაწლავების ვირუსი, რომელიც გამოყოფს ტოქსინებს. ამ დროს დიარეა გარკვეულწილად არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, რომ მავნე, ტოქსიური ნივთიერებები ორგანიზმიდან გამოიდევნოს. აფთიაქში ამ დროს გვთავაზობენ - დიარეის შემამცირებელ, რეჰიდრატაციულ და ნაწლავური ფლორის, ანუ სასარგებლო ბაქტერიების შემცველ საშუალებებს. დიარეის საწინააღმდეგოდ ყველაზე ხშირად მომხმარებელი ითხოვს ლოპერამიდს. ამ ნივთერებების შემცველი საშუალებების რეკლამა ძალიან ხშირად გადის ტელევიზიით. ის ამცირებს ნაწლავების გახშირებულ მოქმედებას. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ორგანიზმი ცდილობს ფაღარათის გზით გამოდევნოს ტოქსინები დამავნე ნივთიერებები, თქვენ კი ამ დროს დიარეის შესაჩერებელ მედიკამენტს ღებულობთ.

იმისათვის რომ მიიღოთ ლოპერამიდი, კუჭის აშლიდან 6 საათი მაინც უნდა იყოს გასული, ანუ ორგანიზმმა რომ მოასწროს ტოქსინების გამოდევნა, გარდა ამისა ლოპერამიდი არ ინიშნება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ჩემი რჩევა ასეთია: ფარმაცევტი ვერ დაადგენს, დიარეა ენტეროვირუსით არის გამოწვეული თუ სხვა მიზეზი აქვს. მას შეუძლია მართოს ჩივილი - არის დიარეა, ორგანიზმი კარგავს სითხეს. ამ დროს მთავარია დაკარგული სითხის შევსება - ჩემს მომხმარებელს ყოველთვის ვუხსნი სითხეების მიღების აუცილებლობას, განსაკუთრებით ბავშვებში და ვთავაზობ ფხვნილს, რომელიც წყალში იხსნება და ორგანიზმს სითხით და დიარეის დროს დაკარგული მინერალებით ამარაგებს. გარდა ამისა შევახსენებ იდეალურ დიეტას - ბრინჯი, ბანანი, ვაშლი და ორცხობილა. ასევე ყოველთვის ვახსენებ ექიმთან ვიზიტის აუცილებლობას.

- ფერმენტების და პრობიოტიკების შემცველ საშუალებებს რეალურად შესწევთ ძალა ენტეროვირუსთან ბრძოლის თუ უბრალოდ, დამხმარე საშუალებებია?

- ძალიან კარგი შეკითხვაა. - ცალსახად გეტყვით, არა. ვირუსი არის მიკროორგანიზმი და მასზე მოქმედებს მხოლოდ ანტივირუსული საშუალება. ენტეროვირუსის დროს მკურნალობა არის სიმპტომური -ეს ნიშნავს, რომ ვმკურნალობთ დაავადების დროს არსებულ სიმპტომებს და ვერ ვებრძვით დაავადების გამომწვევს. თუ ვირუსს სიცხე, სისუსტე და გახშირებული ღებინება ახლავს, აუცილებელია ექიმის ჩართვა, რადგან ამ დროს დაკარგული სითხის შესავსებად ე.წ. გადასხმა შეიძლება იყოს საჭირო.

ენტეროვირუსის დროს ვირუსი აზიანებს ნაწლავებში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებს, ასევე მთლიანად კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ეს ყველაფერი როგორც წესი, თავისით აღდგება, თუმცა იმისათვის რომ უფრო სწრაფად გამოვჯანრთელდეთ, მომხმარებელს პრე და პრობიოტიკების შემცველ საშუალებას - პროკომბოს ვთავაზობ ხოლმე, საკვების მინელების გაუმჯობესებისათვის შეიძლება ფერმენტიც ვურჩიო, მაგრამ ყოველთვის არა.

- როცა ექიმთან ვერ მივდივართ და ვცდილობთ, თავად ვუშველოთ კუჭის აშლას თუ ღებინებას, როგორი მედიკამენტის ყიდვა ჯობს. რას უნდა დავაკვირდეთ, რომ ეფექტი სწრაფი და რეალური იყოს?

- ჩემი რჩევა ასეთია: თუ დიარეა 2 დღეზე მეტხანს გაგიგრძელდათ, სიცხე გაქვთ, ან განავალში სისხლი შენიშეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ზოგადად ექიმის რჩევა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ექიმთან ვერ მიდიხართ და აფთიაქში მისვლას ახერხებთ, შეიძინეთ ფხვნილი რეჰიდრატაციისათვის და წესის მიხედვით დალიეთ. ამ დროს კარგია სმექტა -ის ბოჭავს ტოქსინებს და იცავს ნაწლავების გარსს, ასევე კარგია Saccharomyces ბოულარდი-ს შეცველი პრეპარატები -იომოგი და ენტეროლი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - დიეტა და სითხეების მიღება. განაგრძეთ კითხვა

"ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე, კაცებს მინდა ვუთხრა, უყვარდეთ მეუღლეები და შვილები" - გელა დაიაური

"ზოგჯერ 50 კაცი მყავს სტუმრად, აქ მეტი კომფორტია... არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას" - როგორ გამოიყურება გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი მცხეთაში

საქართველოში მიწისძვრა მოხდა