საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ოკუპაცია დიდი უსამართლობაა და პუტინმა ჩემი პოზიცია იცის" - მერკელის მთავარი მესიჯები პრესკონფერენციიდან
"საქართველოს ოკუპაცია დიდი უსამართლობაა და პუტინმა ჩემი პოზიცია იცის" - მერკელის მთავარი მესიჯები პრესკონფერენციიდან

თბი­ლის­ში ვი­ზი­ტით მყო­ფი გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ას "დიდ უსა­მარ­თლო­ბას" უწო­დებს.

რო­გორც მერ­კელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, მისი პო­ზი­ცია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა იცის. მერ­კელ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან შე­გუ­ე­ბა არ უნდა მოხ­დეს.

"მე ხვალ მექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვი­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან, სა­დე­მარ­კა­ციო ხაზ­თან, მათ შო­რის იქ, სა­დაც ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­აა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს არის უსა­მარ­თლო­ბა, რაც ხდე­ბა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ჩემი პო­ზი­ცია იცის, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ვსა­უბ­რობთ ამა­ზე. მე მას ვე­სა­უბ­რე­ბი. ეს ერთი კონ­ტექ­სტია. მი­უ­ხე­და­ვად დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, ძა­ლი­ან ცოტა კეთ­დე­ბა, რათა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ წარ­სულს ჩა­ბარ­დეს ეს დიდი უსა­მარ­თლო­ბა. ეს არ უნდა გახ­დეს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. არ უნდა მოხ­დეს შე­გუ­ე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან. ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვი­სა­უბ­როთ ამა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ან­გე­ლა მერ­კელ­მა.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბულ მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და ჩვენ რაც შეგ­ვიძ­ლია ამ კონ­ფლიქ­ტის გა­და­საჭ­რე­ლად, ჩვე­ნი წვლი­ლის შე­სა­ტა­ნად, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ. შარ­შან სა­ქარ­თვე­ლო-გერ­მა­ნი­ის წელი ვი­ზე­ი­მეთ, 25 წელი ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა. რა თქმა უნდა სა­ქარ­თვე­ლო წელს ზე­ი­მობს თა­ვი­სი პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის 100 წლის­თავს და ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ორა­სი წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი გერ­მა­ნე­ლე­ბი ჩა­მო­სახ­ლდნენ და ძა­ლი­ან დიდი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბაა ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის.

წელს სა­ქარ­თვე­ლო სა­პა­ტიო სტუ­მა­რია ფრან­კფურ­ტის წიგ­ნე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას. გვა­ინ­ტე­რე­სებს რო­გო­რი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მოდ­გე­ნა იქ. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ას შო­რის, ხალ­ხებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და პარტნი­ო­რო­ბა ვი­თარ­დე­ბა, ასე­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რის­ტი ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ი­დან", - გა­ნა­ცხა­და ან­გე­ლა მერ­კელ­მა.

კან­ცლერ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას ხაზი გა­უს­ვა ქვეყ­ნებს შო­რის ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ ამას თბი­ლის­ში მისი ვი­ზი­ტიც ხელს შე­უ­წყობს.

"ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის კონ­ტექ­სტში" არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რი, ასე­ვე არის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბა, ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, გა­ფარ­თო­ე­ბა, გამ­სხვი­ლე­ბა... ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვენ იმ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გამ­სხვი­ლე­ბა-გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ, რაც არ­სე­ბობს და ჩემი ვი­ზი­ტი ხელს უწყობს, მა­გა­ლი­თად, ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას. მე ვფიქ­რობ, ერთი ნა­ბი­ჯი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორი­ვეს­თვის, ეს არის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია, ის ას­პექ­ტე­ბი, ის მო­ნა­პო­ვა­რი, რაც ჩვენ გვაქვს. მე კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბას ვუ­სურ­ვებ ჩვენს ქვეყ­ნებს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა", - გა­ნა­ცხა­და მერ­კელ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო: ძა­ლი­ან ცოტა კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ წარ­სულს ჩა­ბარ­დეს ეს დიდი უსა­მარ­თლო­ბა - მერ­კე­ლი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ა­ზე

00:00 / 00:00
ავტორი:

"საქართველოს ოკუპაცია დიდი უსამართლობაა და პუტინმა ჩემი პოზიცია იცის" - მერკელის მთავარი მესიჯები პრესკონფერენციიდან

"საქართველოს ოკუპაცია დიდი უსამართლობაა და პუტინმა ჩემი პოზიცია იცის" - მერკელის მთავარი მესიჯები პრესკონფერენციიდან

თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას "დიდ უსამართლობას" უწოდებს.

როგორც მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა იცის. მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ ამ სიტუაციასთან შეგუება არ უნდა მოხდეს.

"მე ხვალ მექნება შესაძლებლობა მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, მათ შორის იქ, სადაც ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე მას ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა. არ უნდა მოხდეს შეგუება ამ სიტუაციასთან. ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

"მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ რაც შეგვიძლია ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენი წვლილის შესატანად, ყველაფერს გავაკეთებთ. შარშან საქართველო-გერმანიის წელი ვიზეიმეთ, 25 წელი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რა თქმა უნდა საქართველო წელს ზეიმობს თავისი პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორასი წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელები ჩამოსახლდნენ და ძალიან დიდი ხნის ურთიერთობაა ჩვენს ქვეყნებს შორის.

წელს საქართველო საპატიო სტუმარია ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე და მოუთმენლად ველით ამ ღონისძიებას. გვაინტერესებს როგორი იქნება საქართველოს წარმოდგენა იქ. ძალიან კარგია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის, ხალხებს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა ვითარდება, ასევე ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში გერმანიიდან", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

კანცლერმა პრესკონფერენციაზე საუბრისას ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამას თბილისში მისი ვიზიტიც ხელს შეუწყობს.

"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო "აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში" არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, ასევე არის ასოცირების შესახებ შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, გაფართოება, გამსხვილება... ჯერჯერობით, ჩვენ იმ ინსტრუმენტების გამსხვილება-გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს და ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს, მაგალითად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. მე ვფიქრობ, ერთი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორივესთვის, ეს არის ვიზალიბერალიზაცია, ის ასპექტები, ის მონაპოვარი, რაც ჩვენ გვაქვს. მე კიდევ უფრო გაღრმავებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს ორმხრივი ურთიერთობებისა", - განაცხადა მერკელმა.

ნახეთ ვიდეო: ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რომ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა - მერკელი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები