ავტორი:

აეროპორტების გაერთიანება - აუტისტური სპექტრის მქონე მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან და დასთან ერთად ათენში უფასოდ გაემგზავრება

აეროპორტების გაერთიანება - აუტისტური სპექტრის მქონე მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან და დასთან ერთად ათენში უფასოდ გაემგზავრება

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავიაკომპანია „ვიზეართან“ შუამდგომლობის შედეგად გადაწყდა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან და დასთან ერთად ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაემგზავრება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას მომხდარი შემთხვევის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენთვის ყველა მგზავრი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. თუმცა, არსებობს კონკრეტული ავიაკომპანიის რეგულაციები, რომელიც თითოეულმა მგზავრმა უნდა გაითვალისწინოს. გამთენიისას, 04:43 საათზე, ქუთაისი-ათენის რეისზე, გაფრენამდე საათნახევრით ადრე, საბერძნეთის მოქალაქეს, აუტისტური სპექტრის მქონე ერთ-ერთ მცირეწლოვან მგზავრს, აეროპორტის ტერმინალში შეტევა დაემართა. შემთხვევას შეესწრო ხომალდის მეთაური, რომელმაც ავიაკომპანიის რეგულაციებიდან გამომდინარე, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი სამედიცინო დასკვნის გარეშე, მსგავსი აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვის ბორტზე დაშვება არ მომხდარიყო. სამედიცინო დასკვნა კი მშობელს არ გააჩნდა. თუმცა ჩვენსა და ავიაკომპანი "ვიზეარს“ შორის შედგა შეთანხმება, რომ მგზავრები ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაფრინდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აუტიზმის ფონდის დამფუძნებელი მარი კორკოტაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი დედასთან ერთად ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავში არ აუშვეს.

ნახეთ ასევე: "აუტიზმის მქონე ბავშვი ქუთაისში თვითმფრინავში არ აუშვეს" - რა მოხდა კოპიტნარის აეროპორტში

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ