საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანგელა მერკელი უკვე საქართველოშია
ანგელა მერკელი უკვე საქართველოშია

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია. თვითმფრი­ნა­ვი, რომ­ლი­თაც მერ­კე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ და­ეშ­ვა.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი და გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვი­ლი დახ­ვდნენ.

სტუმ­რის მი­სა­ღე­ბად თვითმფრი­ნავ­თან გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლის კო­რი­დო­რი.

აე­რო­პორ­ტი­დან ან­გე­ლა მერ­კე­ლი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც მას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე უმას­პინ­ძლებს. პრე­მი­ე­რი გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­თან ჯერ პი­რის­პირ შეხ­ვედ­რას, შემ­დეგ კი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის აუ­დი­ენ­ცი­ას გა­მარ­თავს.

პი­რის­პირ და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან ან­გე­ლა მერ­კე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, სა­დაც კან­ცლე­რი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს შეხ­ვდე­ბა.

დღის ბო­ლოს კი, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ და­ვით ზალ­კა­ლი­ან­თან ერ­თად გმირ­თა მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე მე­მო­რი­ალს გვირ­გვი­ნით შე­ამ­კობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ან­გე­ლა მერ­კე­ლის ვი­ზი­ტის გაგ­რძე­ლე­ბას 24 აგ­ვის­ტოს, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი სას­ტუმ­რო „თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში“ შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

მერ­კე­ლი ქარ­თველ სტუ­დენ­ტებ­საც შეხ­ვდე­ბა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სტუ­დენ­ტე­ბის შემ­დეგ, მერ­კე­ლი EUMM -ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თავს შეხ­ვედ­რას.

ასე­ვე, 24 აგ­ვის­ტოს და­გეგ­მი­ლია კან­ცლე­რის და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შეხ­ვედ­რა სწავ­ლე­ბა „ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რის“ მო­ნა­წი­ლე გერ­მა­ნელ ჯა­რის­კა­ცებ­თან თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, სა­დაც მერ­კე­ლის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­რულ­დე­ბა. კან­ცლერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გა­ა­ცი­ლე­ბენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ანგელა მერკელი უკვე საქართველოშია

ანგელა მერკელი უკვე საქართველოშია

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი, რომლითაც მერკელი საქართველოს ეწვია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

გერმანიის კანცლერს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდნენ.

სტუმრის მისაღებად თვითმფრინავთან განთავსებული იყო საპატიო ყარაულის კორიდორი.

აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უმასპინძლებს. პრემიერი გერმანიის კანცლერთან ჯერ პირისპირ შეხვედრას, შემდეგ კი გაფართოებული ფორმატის აუდიენციას გამართავს.

პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციიდან ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც კანცლერი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

დღის ბოლოს კი, გერმანიის კანცლერი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

რაც შეეხება ანგელა მერკელის ვიზიტის გაგრძელებას 24 აგვისტოს, გერმანიის კანცლერი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს გამართავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

მერკელი ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტების შემდეგ, მერკელი EUMM -ის პროგრამის ფარგლებში გამართავს შეხვედრას.

ასევე, 24 აგვისტოს დაგეგმილია კანცლერის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდება. კანცლერს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გააცილებენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები