საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნენსკრა ჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტთან ახალ ფორმატში ითანამშრომლებს
ნენსკრა ჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტთან ახალ ფორმატში ითანამშრომლებს

23 აგ­ვის­ტოს მეს­ტი­ა­ში ნენ­სკრას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ კომ­პა­ნია სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო­სა“ და მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, მისი გა­ფორ­მე­ბი­დან 3 თვის ვა­და­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში ჭუ­ბერ­სა და ნაკ­რა­ში მცი­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­სა და კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­ი­ცავს.

მე­მო­რან­დუ­მი 4-წლი­ა­ნია, ინ­ვეს­ტი­ცი­ის ოდე­ნო­ბა კი ეტა­პობ­რი­ვად - ჭუ­ბე­რი­სა და ნაკ­რას სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ 2019 წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის (შიდა გზე­ბის, ბა­ღე­ბი­სა და სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია) 1.5 მი­ლი­ონ ლარს გა­მოჰ­ყოფს.

მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი სს“ ნენ­სკრა ჰიდ­რო­სა“ და მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის მიერ ერ­თობ­ლი­ვად და­ფი­ნანსდე­ბა.

„მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ახალ, სა­ინ­ტე­რე­სო ეტაპ­ზე გა­და­დის. ჩვე­ნი კომ­პა­ნია, ისე­ვე, რო­გორც ნენ­სკრა ჰე­სის პრო­ექ­ტის ინ­ვეს­ტო­რი, კო­რე­ის წყლის რე­სურ­სე­ბის კორ­პო­რა­ცია K-water, უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბას. 2017 წელს ჩვენს მიერ შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტი - „თე­მის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა“, რო­მე­ლიც ჭუ­ბერ­სა და ნაკ­რა­ში მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას, ასე­ვე მცი­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­ი­ცავს. მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა იმი­სა, რისი გა­კე­თე­ბაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით იგეგ­მე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სა­ნი­ანგ კიმ­მა.

ინ­ფორ­მა­ცია ნენ­სკრა ჰე­სის პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ: სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ კო­რე­ის წყლის რე­სურ­სე­ბის კორ­პო­რა­ცია K-water–ისა და სს „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად 2015 წელს შე­იქ­მნა. მის მი­ზანს მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მდი­ნა­რე­ე­ბის ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბებ­ში მა­ღალ­კაშხლი­ა­ნი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა წარ­მო­ად­გენს. ნენ­სკრას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი, რომ­ლის დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე 280 მე­გა­ვა­ტია, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ველ­წლი­უ­რად 1’200.00 გვტ.სთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მი­აწ­ვდის. გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია მთლი­ა­ნად ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარს მოხ­მარ­დე­ბა. www.nenskrahydro.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ნენსკრა ჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტთან ახალ ფორმატში ითანამშრომლებს

ნენსკრა ჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტთან ახალ ფორმატში ითანამშრომლებს

23 აგვისტოს მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, მისი გაფორმებიდან 3 თვის ვადაში წარმოდგენილი იქნება ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობასა და კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას მოიცავს.

მემორანდუმი 4-წლიანია, ინვესტიციის ოდენობა კი ეტაპობრივად - ჭუბერისა და ნაკრას საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება. უკვე ცნობილია, რომ 2019 წელს აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სს „ნენსკრა ჰიდრო“ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის (შიდა გზების, ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია) 1.5 მილიონ ლარს გამოჰყოფს.

მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებული პროექტები სს“ ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ერთობლივად დაფინანსდება.

„მოხარულები ვართ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტთან ჩვენი თანამშრომლობა ახალ, საინტერესო ეტაპზე გადადის. ჩვენი კომპანია, ისევე, როგორც ნენსკრა ჰესის პროექტის ინვესტორი, კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ პროექტებში ინვესტირებას. 2017 წელს ჩვენს მიერ შეიქმნა სპეციალური საინვესტიციო პროექტი - „თემის განვითარების პროგრამა“, რომელიც ჭუბერსა და ნაკრაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, პროფესიული განათლების დაფინანსებას, ასევე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოიცავს. მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება იმისა, რისი გაკეთებაც აღნიშნული მიმართულებებით იგეგმება“, - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა სანიანგ კიმმა.

ინფორმაცია ნენსკრა ჰესის პროექტის შესახებ: სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. www.nenskrahydro.ge

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ