ავტორი:

"აუტიზმის მქონე ბავშვი ქუთაისში თვითმფრინავში არ აუშვეს" - რა მოხდა კოპიტნარის აეროპორტში

"აუტიზმის მქონე ბავშვი ქუთაისში თვითმფრინავში არ აუშვეს" - რა მოხდა კოპიტნარის აეროპორტში

ახალგაზრდა დედა, აუტიზმის ფონდის დამფუძნებელი მარი კორკოტაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი დედასთან ერთად ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავში არ აუშვეს.

"ამ წუთას დამირეკა აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელმა. საბერძნეთში ბრუნდებოდა უკან ბავშვთან ერთად, კოპიტნარის აეროპორტში არ გაუშვეს და დატოვეს. როგორც დედამ მითხრა, 2 დღით ადრე აცნობა აეროპორტს ბავშვის მდგომარეობის შესახებ. გაფრენამდე ბავშვს ჰქონდა ისტერიკა, დაამშვიდა დედამ, სასწრაფოც კი გამოიძახეს, ექიმებმაც დასტური მისცეს, რომ ბავში მშვიდადაა და შეეძლოთ გაფრენილიყვნენ. მაგრამ ბავშვი არ გაუშვეს და დატოვეს. როგორც დედამ თქვა, ბავშვს ძალიან უყვარს თვითფრინავი და სანამ დაჯდება, მანამ ემართება ეს ისტერიკა, როგორც კი ჩაჯდება თვითფრინავში, მაშინვე წყნარდება. ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს.

ბავშვს საქართველოში ყოფნისას გაურთულდა მდგომარეობა, როგორც იცით, აქ ვერანაირ სერვისს ვერ მიიღებს. საბერძნეთში უკვე ეწყება თერაპიები, სკოლა და დედას ვერ მიჰყავს ბავშვი.

ბავშვს არ უშვებენ თვითფრინავში და უარს ეუბნებიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას აქვს აუტიზმი!

ბილეთის ფული არავინ დაუბრუნა. ისესხა ფული, რომ ბილეთები ჰქონდეს და ეშინია იგივე მდგომარეობაში არ ჩააგდონ" - წერს მარი კორკოტაძე.

საკითხთან დაკავშირებით, mshoblebi.ge ბავშვის მშობელს, ანა ანთიძეს ესაუბრა: გააგრძელეთ კითხვა

ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურში გადაიყვანეს იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა

"ქართველებმა მასწავლეს, რა არის ნამდვილი სიყვარული" - საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტების ემოციური ჩანაწერები

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში