ავტორი:

მამაკაცების უმრავლესობა C ჰეპატიტის ვირუსის დამარცხების შემდეგ ალკოჰოლის მოხმარებას აგრძელებს - სტატისტიკური მონაცემები

მამაკაცების უმრავლესობა C ჰეპატიტის ვირუსის დამარცხების შემდეგ ალკოჰოლის მოხმარებას აგრძელებს - სტატისტიკური მონაცემები

შესაძლებელია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის შედეგები პაციენტების არასწორი ქცევის გამო წყალში ჩაიყაროს, - ამის შესახებ „ჯანმრთელობის კვლევების კავშირის“ დირექტორმა მაია ბუწაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იმ პაციენტების დიდი ნაწილი, რომლებმაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაიარეს, მაინც აგრძელებენ ალკოჰოლის მოხმარებას, რამაც შესაძლოა, ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბოც გამოიწვიოს.

„ადამიანები, რომლებმაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაიარეს, მაინც აგრძელებენ ალკოჰოლის მოხმარებას და ამას მასიური ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მკაცრად აფრთხილებენ, რომ განკურნება არ ნიშნავს იმას, რომ დაუბრუნდნენ ძველი ცხოვრების წესს, სამწუხაროდ, პაციენტები ამას არ ემორჩილებიან. მათი უდიდესი ნაწილი C ჰეპატიტისგან განკურნების შემდეგ, ჭარბად მოიხმარს ალკოჰოლს. ამის შედეგად, იმ მიზნის მიღწევა, რომ პაციენტებს არ დაემართოთ ციროზი, ფაქტობრივად, წყალში იყრება. ვირუსისგან განკურნების მიუხედავად, ალკოჰოლის მიღების გაგრძელების ფონზე მაინც ანალოგიური ეფექტი მიიღება, მაინც დაემართებათ ღვიძლის ციროზი და შემდგომში შესაძლოა, ღვიძლის კიბოც. გვინდა ეს ინფორმაცია ყველგან გაჟღერდეს, რათა პაციენტებმა გააცნობიერონ, რომ C ჰეპატიტის ვირუსის მოცილება არ არის მათთვის იმის გარანტია, რომ ალკოჰოლის მიღების გაგრძელების შემთხვევაში ჯანმრთელები იქნებიან.

შესაძლებელია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის შედეგები პაციენტების არასწორი ქცევის გამო წყალში ჩაიყაროს. ის პრეპარატი, რომლის საბაზრო ღირებულება 80 000 დოლარია და ისინი იღებენ უფასოთ, ეს ეფექტი გაქარწყლებული იქნება, თუ ისინი ალკოჰოლის მიღებას გააგრძელებენ. ამ უპასუხისმგებლო ქმედებას ძალიან მასიური ხასიათი აქვს, განსაკუთრებით მამაკაცებში. სტატისტიკაზე რთულია ლაპარაკი, მაგრამ მე როგორც, მკურნალმა ექიმმა დაახლოებით რომ ვთქვა, სულ ცოტა მათი ნახევარი აგრძელებს ალკოჰოლის მოხმარებას,“ - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ