სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
29 წლის ქალს თავს საჯაროდ მოჰკვეთენ - საუდის არაბეთში ხმაურიანი სასამართლო განხილვა მიმდინარეობს
29 წლის ქალს თავს საჯაროდ მოჰკვეთენ - საუდის არაბეთში ხმაურიანი სასამართლო განხილვა მიმდინარეობს

სა­უ­დის არა­ბეთ­ში აქ­ტი­ვისტ ქალს სა­ჯა­როდ თა­ვის მოკ­ვე­თა ემუქ­რე­ბა. მას ში­ი­ტე­ბის მიერ ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. თუ 29 წლის ის­რაა ალ-გომ­გამს სიკ­ვდილს მი­უს­ჯი­ან, ის პირ­ვე­ლი ქალი აქ­ტი­ვის­ტი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც ულტრა­კონ­სერ­ვა­ტი­ულ სა­მე­ფო­ში თავს მოჰ­კვე­თენ.

CNN ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Human Rights Watch-ისა და გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი სა­უ­დე­ლი აქ­ტი­ვის­ტის ალი ადუ­ბი­სის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ის­რაა და მისი ქმა­რი იმ ხუთ შიიტ აქ­ტი­ვისტს შო­რის არი­ან, რომ­ლებ­საც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გამო დას­ჯი­ან - აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში მცხოვ­რე­ბი 2 მი­ლი­ო­ნი ში­ი­ტი მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბე­ბის გაზ­რდას ითხოვ­დნენ.

ალი და­უ­ბი­სი ამ­ბობს, რომ და­კა­ვე­ბულ აქ­ტი­ვის­ტებს რამ­დე­ნი­მე ბრა­ლი აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი - საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და ინ­ტერ­ნეტ­ში აქ­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გარ­და, მათ ტე­რო­რის­ტულ ჯგუფ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­შიც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

თუმ­ცა, Human Rights Watch აცხა­დებს, რომ მათ მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ტი­ვიზ­მის­თვის ასა­მარ­თლე­ბენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ალ-გომ­გა­მის­თვის, მისი ქმრის­თვის და კი­დევ სამი მა­მა­კა­ცის­თვის სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ითხოვს. სა­უ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და­სავ­ლურ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

„სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ნე­ბის­მი­ე­რი შემ­თხვე­ვა აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, მაგ­რამ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი ისე­თი აქ­ტი­ვის­ტე­ბის­თვის, რო­გო­რიც ის­რაა ალ-გომ­გა­მია, რო­მელ­საც ძა­ლა­დო­ბაც კი არ ბრალ­დე­ბა, კი­დევ უფრო სა­ზა­რე­ლია,“ - ამ­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Human Rights Watch წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სარა ლეა უიტ­სო­ნი.

Newsweek წერს, რომ სა­ბო­ლოო პრო­ცე­სი აქ­ტი­ვის­ტე­ბის საქ­მე­ზე 28 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. თუ სა­სა­მარ­თლო სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, გან­ჩი­ნე­ბას ხელს მეფე სალ­მა­ნი მო­ა­წერს და ის­რა­ას ქმარ­თან და სამ აქ­ტი­ვის­ტთან ერ­თად თავს მოჰ­კვე­თენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

29 წლის ქალს თავს საჯაროდ მოჰკვეთენ - საუდის არაბეთში ხმაურიანი სასამართლო განხილვა მიმდინარეობს

29 წლის ქალს თავს საჯაროდ მოჰკვეთენ - საუდის არაბეთში ხმაურიანი სასამართლო განხილვა მიმდინარეობს

საუდის არაბეთში აქტივისტ ქალს საჯაროდ თავის მოკვეთა ემუქრება. მას შიიტების მიერ ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში ედება ბრალი. თუ 29 წლის ისრაა ალ-გომგამს სიკვდილს მიუსჯიან, ის პირველი ქალი აქტივისტი იქნება, რომელსაც ულტრაკონსერვატიულ სამეფოში თავს მოჰკვეთენ.

CNN ორგანიზაციის Human Rights Watch-ისა და გერმანიაში მცხოვრები საუდელი აქტივისტის ალი ადუბისის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაა და მისი ქმარი იმ ხუთ შიიტ აქტივისტს შორის არიან, რომლებსაც საპროტესტო აქციების გამო დასჯიან - აქციების მონაწილეები ქვეყნის აღმოსავლეთში მცხოვრები 2 მილიონი შიიტი მოქალაქის უფლებების გაზრდას ითხოვდნენ.

ალი დაუბისი ამბობს, რომ დაკავებულ აქტივისტებს რამდენიმე ბრალი აქვთ წაყენებული - საპროტესტო აქციაში მონაწილეობისა და ინტერნეტში აქციის ამსახველი კადრების გავრცელების გარდა, მათ ტერორისტულ ჯგუფში გაწევრიანებაშიც ადანაშაულებენ.

თუმცა, Human Rights Watch აცხადებს, რომ მათ მხოლოდ მშვიდობიანი აქტივიზმისთვის ასამართლებენ.

პროკურატურა ალ-გომგამისთვის, მისი ქმრისთვის და კიდევ სამი მამაკაცისთვის სიკვდილით დასჯას ითხოვს. საუდელი მაღალჩინოსნები დასავლურ მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

„სიკვდილით დასჯის ნებისმიერი შემთხვევა აღმაშფოთებელია, მაგრამ სასიკვდილო განაჩენი ისეთი აქტივისტებისთვის, როგორიც ისრაა ალ-გომგამია, რომელსაც ძალადობაც კი არ ბრალდება, კიდევ უფრო საზარელია,“ - ამბობს ორგანიზაციის Human Rights Watch წარმომადგენელი სარა ლეა უიტსონი.

Newsweek წერს, რომ საბოლოო პროცესი აქტივისტების საქმეზე 28 ოქტომბერს გაიმართება. თუ სასამართლო სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას მიიღებს, განჩინებას ხელს მეფე სალმანი მოაწერს და ისრაას ქმართან და სამ აქტივისტთან ერთად თავს მოჰკვეთენ.

მაღაროელმა უშვიათესი და უძვირფასესი ქვები იპოვა და მილიონერი გახდა - ტანზანიელი კაცის დაუჯერებელი ამბავი

ახალდაბადებულ სამ ტყუპს COVID-19 დაუდასტურდა, დედა კი ინფიცირებული არ არის - უჩვეულო შემთხვევა მექსიკაში

სიკვდილმისჯილი "პრეზიდენტის შვილები" და განაჩენს შეწირული უდანაშაულო ადამიანები - ვის და როგორ სჯიან სიკვდილით 21-ე საუკუნის ბელარუსში