პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხარაგაულში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის 9-9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხარაგაულში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის 9-9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს 9-9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

„ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ჯგუ­ფის მიერ, ყა­ჩა­ღო­ბის ჩა­დე­ნი­სა და დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე - ჰ.ა. დამ­ნა­შა­ვედ ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ“ და ამა­ვე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე - რ.ა. სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 179-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ“ და ამა­ვე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბი­თა და სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში.

გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით უტყუ­ა­რად და­დას­ტურ­და, რომ 2017 წლის 30 ნო­ემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 23:30 სა­ათ­ზე, ჰ.ა-მ, რ.ა-მ და მათ­მა თან­მხლებ­მა სამ­მა პირ­მა, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრალ­ზე, ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ქას­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ფე­რა­დი ციმ­ცი­მე­ბი­სა და ხმა­მაღ­ლა მო­ლა­პა­რა­კის გა­მო­ყე­ნე­ბით, ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის გან­ზრახ­ვით შე­ა­ჩე­რეს ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი "ბე-ემ-ვე - X5" მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც ის­ხდნენ ა.მ. და მისი ბიძა - ნ.მ. ჰ.ა-მ და რ.ა-მ, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად, პის­ტო­ლე­ტი­სა და ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მაგ­ვა­რი საგ­ნე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბით, ძა­ლა­დო­ბით და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით ა.მ. ჩას­ვეს "ტო­ი­ო­ტა - ლენდკ­რუ­ი­ზერ პრა­დოს" მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ლონ­ში ია­ტაკ­ზე, ხოლო ნ.მ. გა­დას­ვეს "ბე-ემ-ვე-X5" მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე, რის შემ­დე­გაც ორი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნით, ძა­ლა­დო­ბით და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი მი­იყ­ვა­ნეს რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, მა­გის­ტრა­ლის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს მდე­ბა­რე ჩიხ­ში. ჰ.ა., რ.ა. და მათი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფლნენ ა.მ-ს ხელ­ჩან­თა­ში მო­თავ­სე­ბულ 70 000 აშშ დო­ლარს, ნ.მ-ს ზურგჩან­თას და მას­ში მო­თავ­სე­ბულ 70 000 აშშ დო­ლარს, ამ უკა­ნას­კნელ­თა კუთ­ვნილ ძვი­რა­დღი­რე­ბულ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებს, ა.მ-ს კუთ­ვნილ 700 ლარს, 200 აშშ დო­ლარს, 40 თურ­ქულ ლი­რას, პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტებს და პი­რად ნივ­თებს.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის შემ­დეგ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გა­ტა­ცე­ბულ ნივ­თებ­თან ერ­თად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ, თუმ­ცა გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­თა შე­დე­გად, იმა­ვე წლის 2 დე­კემ­ბერს, თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გო­დო­გან­ში ჰ.ა. და რ.ა. და­კა­ვე­ბულ იქ­ნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ ასე­ვე ამო­ღე­ბულ იქნა ყა­ჩა­ღუ­რი გზით გა­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხა.

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ჰ.ა. და რ.ა. სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ 9-9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, -ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხარაგაულში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის 9-9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხარაგაულში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის 9-9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ, ყაჩაღობის ჩადენისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე - ჰ.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ“ ქვეპუნქტებით, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე - რ.ა. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ჰ.ა-მ, რ.ა-მ და მათმა თანმხლებმა სამმა პირმა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიის ტერიტორიაზე, ფერადი ციმციმებისა და ხმამაღლა მოლაპარაკის გამოყენებით, ყაჩაღური თავდასხმის განზრახვით შეაჩერეს ბათუმის მიმართულებით მიმავალი "ბე-ემ-ვე - X5" მოდელის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ა.მ. და მისი ბიძა - ნ.მ. ჰ.ა-მ და რ.ა-მ, თანამზრახველებთან ერთად, პისტოლეტისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნების დემონსტრირებით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.მ. ჩასვეს "ტოიოტა - ლენდკრუიზერ პრადოს" მოდელის ავტომანქანის უკანა სალონში იატაკზე, ხოლო ნ.მ. გადასვეს "ბე-ემ-ვე-X5" მოდელის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რის შემდეგაც ორივე ავტომანქანით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულები მიიყვანეს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, მაგისტრალის მარჯვენა მხარეს მდებარე ჩიხში. ჰ.ა., რ.ა. და მათი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა.მ-ს ხელჩანთაში მოთავსებულ 70 000 აშშ დოლარს, ნ.მ-ს ზურგჩანთას და მასში მოთავსებულ 70 000 აშშ დოლარს, ამ უკანასკნელთა კუთვნილ ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონებს, ა.მ-ს კუთვნილ 700 ლარს, 200 აშშ დოლარს, 40 თურქულ ლირას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირად ნივთებს.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ დამნაშავეები გატაცებულ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად, იმავე წლის 2 დეკემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში ჰ.ა. და რ.ა. დაკავებულ იქნენ. სამართალდამცველთა მიერ ასევე ამოღებულ იქნა ყაჩაღური გზით გატაცებული თანხა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჰ.ა. და რ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, -ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს