სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილები თბილისში, სადაც საგზაო სამუშაოების გამო, უზარმაზარი საცობებია
ადგილები თბილისში, სადაც საგზაო სამუშაოების გამო, უზარმაზარი საცობებია

თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე მთა­ვარ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე სა­ცო­ბე­ბია შექ­მნი­ლი. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი იუ­წყე­ბი­ან, გა­და­ად­გი­ლე­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია:

  • სა­რა­ჯიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი­დან ავ­ჭა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით
  • აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში
  • მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზირ­ზე
  • რო­ბა­ქი­ძის გამ­ზირ­ზე
  • მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე
  • კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე
  • ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან ავ­ლაბ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.
  • რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას მძღო­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო მათ დიდი ხნით უწევთ სა­ცობ­ში ყოფ­ნა. „ერთ სა­ათ­ზე მე­ტია რო­ბა­ქი­ძის გამ­ზირ­ზე სა­ცობ­ში ვარ. არ შე­იძ­ლე­ბო­და გზე­ბი მა­შინ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, როცა თბი­ლი­სი­დან ხალ­ხი გა­სუ­ლი იყო?“, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ერთ-ერ­თმა მძღოლ­მა.

ვფიქ­რობ, მე­რი­ამ და­აგ­ვი­ა­ნა საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და.

და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გზე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია თა­ვის­თა­ვად და­დე­ბი­თია, თუმ­ცა ყუ­რა­დღე­ბა არის მი­საქ­ცე­ვი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ვა­დებ­ზე.

„ივ­ნი­სი, ივ­ლი­სი, აგ­ვის­ტო, სექ­ტემ­ბრის 10 რი­ცხვამ­დე საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დად ით­ვლე­ბა და რო­დე­საც აქ ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, ეს პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა­ზე, ჩვენს გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე და შემ­დგომ იქ­მნე­ბა ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. ვფიქ­რობ, მე­რი­ამ და­აგ­ვი­ა­ნა სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბა, მათ გა­ცი­ლე­ბით ადრე უნდა და­ე­წყოთ ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მუ­შაო პრო­ცე­სი. პრაქ­ტი­კუ­ლად, ივ­ნი­სი-ივ­ლის­ში მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

აქვე ჩნდე­ბა კი­თხვა, რამ­დე­ნად ჩა­ე­ტე­ვა ვა­დებ­ში მე­რია, ვფიქ­რობ, იქ­ნე­ბა გა­და­ცი­ლე­ბა. იგი­ვე კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე. ეს ად­გი­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით ით­ვლე­ობ­და ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მა­ტურ მო­ნაკ­ვე­თად, მაგ­რამ ის, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო უფრო ადრე, ვიდ­რე და­ი­წყო, ამა­ზე ორი აზრი არ არ­სე­ბობს. ეს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს შექ­მნის სექ­ტემ­ბერ­ში. ხალ­ხი ჩა­მო­დის სექ­ტემ­ბერ­ში, ბრუნ­დე­ბა რა­ი­ო­ნე­ბი­დან, შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­ღო­ბი­ლი გზე­ბი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბას ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თავს.

არ ვიცი რა­ტომ მოხ­და, რომ მე­რი­ამ არ და­ი­წყო ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი ადრე და და­ი­წყო ასე გვი­ან. საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას რაც შე­ე­ხე­ბა, სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა მთავ­რდე­ბო­დეს ნო­ემ­ბრის თვემ­დე. მე მგო­ნია, რომ შე­საძ­ლოა, ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი ვერ მორ­ჩეს ნო­ემ­ბრამ­დე და საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დავ­დგეთ“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ადგილები თბილისში, სადაც საგზაო სამუშაოების გამო, უზარმაზარი საცობებია

ადგილები თბილისში, სადაც საგზაო სამუშაოების გამო, უზარმაზარი საცობებია

თბილისში მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, რამდენიმე მთავარ საავტომობილო გზაზე საცობებია შექმნილი. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტები იუწყებიან, გადაადგილება გართულებულია:

  • სარაჯიშვილის გამზირიდან ავჭალის მიმართულებით
  • აღმაშენებლის ხეივანში
  • მარშალ გელოვანის გამზირზე
  • რობაქიძის გამზირზე
  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე
  • კახეთის გზატკეცილზე
  • ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მიმართულებით.
  • როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მძღოლები აცხადებენ, მიმდინარე სამუშაოების გამო მათ დიდი ხნით უწევთ საცობში ყოფნა. „ერთ საათზე მეტია რობაქიძის გამზირზე საცობში ვარ. არ შეიძლებოდა გზები მაშინ გაკეთებულიყო, როცა თბილისიდან ხალხი გასული იყო?“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მძღოლმა.

ვფიქრობ, მერიამ დააგვიანა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა თბილისში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ გზების რეაბილიტაცია თავისთავად დადებითია, თუმცა ყურადღება არის მისაქცევი სამუშაოების ჩატარების ვადებზე.

„ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბრის 10 რიცხვამდე საგზაო სამუშაოების ჩატარების საუკეთესო პერიოდად ითვლება და როდესაც აქ ხდება გარკვეული ცვლილებები, ეს პირდაპირ აისახება ტრანსპორტის მოძრაობაზე, ჩვენს გადაადგილებაზე და შემდგომ იქმნება ის პრობლემები, რომელიც ყველასთვის ცნობილია. ვფიქრობ, მერიამ დააგვიანა სამუშაოების დაწყება, მათ გაცილებით ადრე უნდა დაეწყოთ ინტენსიური სამუშაო პროცესი. პრაქტიკულად, ივნისი-ივლისში მასშტაბური სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

აქვე ჩნდება კითხვა, რამდენად ჩაეტევა ვადებში მერია, ვფიქრობ, იქნება გადაცილება. იგივე კახეთის გზატკეცილზე. ეს ადგილი ავტოსაგზაო შემთხვევების თვალსაზრისით ითვლეობდა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ მონაკვეთად, მაგრამ ის, რომ სამუშაოები უნდა დაწყებულიყო უფრო ადრე, ვიდრე დაიწყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შექმნის სექტემბერში. ხალხი ჩამოდის სექტემბერში, ბრუნდება რაიონებიდან, შესაბამისად, გადაღობილი გზები საგზაო მოძრაობას ძალიან გადატვირთავს.

არ ვიცი რატომ მოხდა, რომ მერიამ არ დაიწყო ეს სამუშაოები ადრე და დაიწყო ასე გვიან. საგზაო ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, სამუშაოები უნდა მთავრდებოდეს ნოემბრის თვემდე. მე მგონია, რომ შესაძლოა, ეს სამუშაოები ვერ მორჩეს ნოემბრამდე და საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგეთ“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ