პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისი და ბათუმი 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით "ღამის სერენადებს" უმასპინძლებს
თბილისი და ბათუმი 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით "ღამის სერენადებს" უმასპინძლებს

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი" 26 აგ­ვის­ტო­დან 4 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში უკვე მე­ა­თედ გა­ი­მარ­თე­ბა.

ფეს­ტი­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი, ფეს­ტი­ვა­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ისა­კა­ძე, ფეს­ტი­ვა­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნინა ცა­გა­რე­ლი, დი­რი­ჟო­რი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, მე­ვი­ო­ლი­ნე გია იაშ­ვი­ლი და ფეს­ტი­ვა­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი, კომ­პა­ნია "თე­ლა­სის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვა­ლე­რი ფან­ცუ­ლა­ია.

წლე­ვან­დელ სა­ი­უ­ბი­ლეო ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სო­ლის­ტე­ბი და დი­რი­ჟო­რე­ბი: პი­ა­ნის­ტი ალექ­სან­დრე კორ­სან­ტია (სა­ქარ­თვე­ლო/აშშ), დი­რი­ჟო­რი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი (სა­ქარ­თვე­ლო/გერ­მა­ნია), მე­ვი­ო­ლი­ნე გია იაშ­ვი­ლი (სა­ქარ­თვე­ლო/ავ­სტრია), მე­ვი­ო­ლი­ნე გეზა ჰოს­ზუ ლე­გოც­კი (შვე­ი­ცა­რი/აშშ), გი­ტა­რის­ტი სო­ფია ბო­რო­სი (ავ­სტრია/უნ­გრე­თი), ბან­დო­ნე­ო­ნის­ტი მა­რიო სტე­ფა­ნო პი­ეტ­რო­დარ­ჩი (იტა­ლია), კომ­პო­ზი­ტო­რი იო­სებ ბარ­და­ნაშ­ვი­ლი (ის­რა­ე­ლი/სა­ქარ­თვე­ლო) და სხვა.

წელს ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრია კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრი "სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი".

26, 28 და 29 აგ­ვის­ტოს კონ­ცერ­ტე­ბი ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ ბა­თუ­მის" სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, ხოლო 2 და 4 სექ­ტე­მებრს თბი­ლის­ში, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლი "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი" 1982 წელს, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნი­სა და დი­რი­ჟო­რის, მუ­სი­კო­სის ლი­ა­ნა ისა­კა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, აფხა­ზეთ­ში და­არ­სდა. 1991 წელს, ფეს­ტი­ვალ­მა არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა. მისი აღ­დგე­ნა, 18 წლის შემ­დეგ 2009 წელს, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი - "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის" უც­ვლე­ლი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი კვლავ ლი­ა­ნა ისა­კა­ძეა.

წელს ფეს­ტი­ვალს სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ლი­ა­ნა ისა­კა­ძეს­თან ერ­თად, მისი ძმის­შვი­ლი, გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე მუ­სი­კო­სი გი­ორ­გი ისა­კა­ძე გა­უ­წევს, რო­მე­ლიც ქა­ლაქ ინ­გოლშტად­ში მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლებ­ლის და ასე­ვე, მი­უნ­ხენ­ში, ცეკ­ვი­სა და მუ­სი­კის აკა­დე­მი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი­სად­მი" დიდ­მა ინ­ტე­რეს­მა, მისი გე­ოგ­რა­ფი­ის გა­ფარ­თო­ე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა, რის გა­მოც, 2015 წლი­დან, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი ეწო­და.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

თბილისი და ბათუმი 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით "ღამის სერენადებს" უმასპინძლებს

თბილისი და ბათუმი 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით "ღამის სერენადებს" უმასპინძლებს

საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ბათუმსა და თბილისში უკვე მეათედ გაიმართება.

ფესტივალთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის გენერალური დირექტორი ნინა ცაგარელი, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, მევიოლინე გია იაშვილი და ფესტივალის გენერალური სპონსორი, კომპანია "თელასის" წარმომადგენელი ვალერი ფანცულაია.

წლევანდელ საიუბილეო ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი სოლისტები და დირიჟორები: პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (საქართველო/აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/გერმანია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (შვეიცარი/აშშ), გიტარისტი სოფია ბოროსი (ავსტრია/უნგრეთი), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) და სხვა.

წელს ფესტივალის საბაზო ორკესტრია კამერული ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები".

26, 28 და 29 აგვისტოს კონცერტები ბათუმში, სასტუმრო "შერატონ ბათუმის" საკონცერტო დარბაზში, ხოლო 2 და 4 სექტემებრს თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

ფესტივალი "ღამის სერენადები" 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს, ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა, 18 წლის შემდეგ 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი - "ღამის სერენადების" უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლიანა ისაკაძეა.

წელს ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობას, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მისი ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე გაუწევს, რომელიც ქალაქ ინგოლშტადში მუსიკალური სასწავლებლის და ასევე, მიუნხენში, ცეკვისა და მუსიკის აკადემიის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. წლების განმავლობაში "ღამის სერენადებისადმი" დიდმა ინტერესმა, მისი გეოგრაფიის გაფართოება განაპირობა, რის გამოც, 2015 წლიდან, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება