საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუჩურმა გარჩევებმა მთელი ქვეყანა დაიპყრო... " -  რატომ გადადგა აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი და რა ფაქტებზე საუბრობენ აფხაზები
"ქუჩურმა გარჩევებმა მთელი ქვეყანა დაიპყრო... " -  რატომ გადადგა აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი და რა ფაქტებზე საუბრობენ აფხაზები

"ღირ­სე­ბის გა­დად­გო­მა", "ღირ­სე­ბის მკვლე­ლო­ბა", "ღირ­სე­ბის აღ­დგე­ნა", "ღირ­სე­ბის­თვის შექ­მნი­ლი ოჯა­ხი"... ყვე­ლა­ნა­ი­რი უღირ­სი საქ­მე, ბოლო წლებ­ში ღირ­სე­ბის სა­ხე­ლით კეთ­დე­ბა. ყვე­ლა ერ­თად ვხვდე­ბით ან ვერ ვხვდე­ბით, რომ აფხა­ზეთს გა­დარ­ჩე­ნის ძა­ლი­ან ცოტა შან­სი აქვს", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან აფხა­ზე­ბი ე.წ. ვიცე-პრე­ზი­დენტ ვი­ტა­ლი გაბ­ნი­ას (გა­ბუ­ნი­ას) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ.

“იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ გა­დავ­დგე, რათა სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბა და­ვიც­ვა. ეს გა­დად­გო­მა არა­ნა­ი­რად არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კას­თან”, - გა­ნა­ცხა­და მან. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს უკავ­შირ­დე­ბა, რო­დე­საც მას თავს და­ეს­ხა ერთ-ერთი პირი და თავ­ში ჭიქა ჩა­არ­ტყა. მისი აღ­შფო­თე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დამ­ნა­შა­ვე არ და­სა­ჯეს.

"ვა­ღი­ა­რებ, რომ სუს­ტი აღ­მოვ­ჩნდი. ახლა უკვე მივ­ხვდი, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პა­ტი­ოს­ნად ცხოვ­რობს, არა­ვის ერ­ჩის და კა­ნონ­მორ­ჩი­ლია, ამ უკა­ნო­ნო სის­ტე­მა­ში, სა­დაც ქუ­ჩაა მმარ­თვე­ლი, იმ­დე­ნად სუს­ტია, რომ სხვი­სი კი არა, სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა არ შე­უძ­ლია. რო­დე­საც არ სჯი­ან დამ­ნა­შა­ვე­ებს და სჯი­ან უდა­ნა­შა­უ­ლო­ებს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი სის­ტე­მა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. სა­ხელ­მწი­ფოს კლა­ვენ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კი, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი გა­დად­გო­მაა, რად­გან არ შე­მიძ­ლია სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა და ღირ­სე­ბა და­ვიც­ვა ასე­თი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან", - გა­ნა­ცხა­და მან.

ინ­ცინ­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ხუმ­ში მოხ­და. ჩხუ­ბის დროს გაბ­ნი­ას სცე­მეს. ვი­ნა­ი­დან ჩხუ­ბი და აყალ­მა­ყა­ლი აფხა­ზე­თის არც ერთ ქა­ლაქ­ში არ უკ­ვირთ, არც ამ ჩხუ­ბის­თვის მი­უქ­ცე­ვი­ათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა, ვიდ­რე გაბ­ნი­ამ აფხაზ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ შეს­ჩივ­ლა, რომ “უსა­მარ­თლოდ მო­ექ­ცნენ.”

“გა­სულ შა­ბათ-კვი­რას 5 ადა­მი­ანს ერ­თმა­ნეთ­თან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­სა­უბ­რო გვქონ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­გვა­რი გრა­დუ­სი­სა და ზე­წო­ლის გა­რე­შე ხდე­ბო­და... ერთ-ერთი მათ­გა­ნი უცებ წა­მოდ­გა და ყო­ველ­გვა­რი აგ­რე­სი­ის გა­რე­შე, ზურ­გი­დან მო­მი­ახ­ლოვ­და და თავ­ში ძლი­ე­რად რა­ღაც ჩა­მარ­ტყა, - ეს რა­ღაც ბო­კა­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ამ საქ­ცი­ელ­ში ვე­რა­ვი­თარ მა­მა­კა­ცო­ბას ვერ ვხე­დავ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე მას “ხურ­და” ორ­ჯერ და­ვუბ­რუ­ნე, მა­ინც მთელ აფხა­ზეთ­ში გავ­რცელ­და ხმა, რომ ვიცე-პრე­ზი­დენტს სცე­მეს”, - გა­ნა­ცხა­და მან, თუმ­ცა, თუ ვინ იყო ეს ადა­მი­ა­ნი, არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, მან მხო­ლოდ ის თქვა, რომ და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა აქვს და ამი­ტომ ტო­ვებს პოსტს.

მი­სი­ვე თქმით, “არა­ა­ფხა­ზუ­რი საქ­ცი­ე­ლია, რო­დე­საც ადა­მი­ანს ზურ­გი­დან ეპა­რე­ბი და ურტყამ. თუმ­ცა, აქ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ 24 სა­ათ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და შემ­დეგ ის იმ გა­მომ­ძი­ებ­ლის ოთახ­ში იჯდა, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ან სა­მარ­თლებ­რივ სის­ტე­მას კარ­ნა­ხობს, რო­გორ მო­იქ­ცეს.

გაბ­ნია ასე­ვე ამ­ბობს, რომ აფხა­ზეთ­ში ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში, კონ­კრე­ტუ­ლად, 7-9 ოქ­ტომ­ბერს კი­დევ ერთი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა იგეგ­მე­ბა და მან მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, რომ არ აჰ­ყვნენ პრო­ვო­კა­ცი­ებს. მან ასე­ვე 27 მა­ი­სის ამ­ბე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა. გაბ­ნი­ამ ამ დღეს “აფხა­ზე­თის ის­ტო­რი­ა­ში არც ისე კარ­გი დღე უწო­და” (რო­მელ­საც აფხა­ზე­ბი ან­ქვა­ბის შა­მათს უწო­დე­ბენ), რად­გან იმ დღეს ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­მა, რუ­სე­თის ბა­ზა­ში რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი დევ­ნი­ლო­ბის შემ­დეგ, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

გაბ­ნი­ას თქმით, ის გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა, რაც ახლა აფხა­ზეთ­ში მძვინ­ვა­რებს, გუ­შინ არ და­წყე­ბუ­ლა. “მე არ ვსა­უბ­რობ ქურ­დულ სის­ტე­მა­ზე, რო­მე­ლიც თა­ვი­სი, უკვე მი­ღე­ბუ­ლი კო­დექ­სე­ბით არ­სე­ბობს ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში, ვგუ­ლის­ხმობ ქუ­ჩურ გარ­ჩე­ვებს, რო­მელ­მაც უკვე მთლი­ა­ნი ქვე­ყა­ნა და­ი­პყრო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა შტო­ზე აქვს გავ­ლე­ნა...”, - აცხა­დებს ის და რაულ ხა­ჯიმ­ბას მი­მარ­თავს, ქმე­დით ზო­მებს მი­მარ­თოს. გაბ­ნია აცხა­დებს, რომ ის იძუ­ლე­ბუ­ლია ღირ­სე­ბის და­სა­ცა­ვად სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით იბ­რძო­ლოს, რო­გორც 90-იანი წლე­ბის ომის “ვე­ტე­რან­მა” და ლეონ მე­ფის ორ­დე­ნის კა­ვა­ლერ­მა. ის 2014 წლის 24 აგ­ვის­ტო­დან არის რაულ ხა­ჯიმ­ბას ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი.

აფხა­ზუ­რი მე­დია წერს, რომ ხა­ჯიმ­ბას “სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დი” გა­იხ­ლი­ჩა, რად­გან გაბ­ნი­ას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი “ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­გუ­რე­ბის” დუ­მილს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლის თქმით, ეს წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს “ხე­ლი­სუფ­ლე­ბის” წევ­რე­ბი უმაგ­რე­ბენ ზურგს, ისი­ნი წილ­ში არი­ან და “ზედ­მეტ მოძ­რა­ო­ბა­საც” არა­ვის პა­ტი­ო­ბენ. გაბ­ნი­ამ კი, “ნამ­დვი­ლად ზედ­მე­ტი მო­ინ­დო­მა.” რის გა­მოც მას თავ­ში “რან­გით” მას­ზე მაღ­ლა მდგომ­მა ჩა­უ­კა­კუ­ნა.

აფხა­ზე­ბის თქმით, კარ­გია, რომ გაბ­ნია ძილ­ქუ­ში­დან თავ­ში ბო­კა­ლის ჩარ­ტყმამ გა­მო­ა­ფხიზ­ლა, რად­გან მთე­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის ამ ყვე­ლა­ფერს, მათ შო­რის ქუ­ჩის “ბესპრი­დელს” ვერ ხე­დავ­და.

და­ვით და­სა­ნია, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი:

- ასე­თი “ბარ­და­კი” აფხა­ზეთ­ში არას­დროს მახ­სოვს. სა­ხელ­მწი­ფო ჩვენს თვალ­წინ და­ი­შა­ლა. ჩვენ მო­მავ­ლის გა­რე­შე გვტო­ვე­ბენ. ბო­ლომ­დე გა­ნად­გუ­რე­ბამ­დე ძა­ლი­ან ცოტა დარ­ჩა. ამას ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი. იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, სი­სუ­ლე­ლეა. გაბ­ნი­ას წას­ვლა ნი­შავს, რომ აქ და­ცუ­ლი არა­ვი­ნაა... გთხოვთ, გა­ა­კე­თეთ რამე ჩვენს ღმერ­თის­გან და­ვი­წყე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში. ძა­ლი­ან მცი­რე შან­სი დაგ­ვრჩა. ხალ­ხმა უნდა მი­ი­ღოს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უნდა ვი­მოქ­მე­დოთ, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

დალი ად­ლე­ი­ბა:

- რა ნახა და გა­ი­გო გაბ­ნი­ამ ახა­ლი? მას ბო­კა­ლი ჩა­არ­ტყეს თავ­ში და სხვებს უბ­რა­ლოდ ხო­ცა­ვენ, და­ნით, ია­რა­ღით, ნარ­კო­ტი­კით... აქამ­დე აფხა­ზეთ­ში არ ცხოვ­რობ­და? არც კი იმ­სა­ხუ­რებს, ისე გა­უ­მარ­თლა. ამ ოთხი წლის გან­მა­ლო­ბა­ში ვი­თა­რე­ბა კი არ გა­მოს­წორ­და, გა­უ­ა­რეს­და და ამა­ში მას ლო­მის წილი მი­უ­ძღვის.

ავტორი:

"ქუჩურმა გარჩევებმა მთელი ქვეყანა დაიპყრო... " -  რატომ გადადგა აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი და რა ფაქტებზე საუბრობენ აფხაზები

"ქუჩურმა გარჩევებმა მთელი ქვეყანა დაიპყრო... " -  რატომ გადადგა აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი და რა ფაქტებზე საუბრობენ აფხაზები

"ღირსების გადადგომა", "ღირსების მკვლელობა", "ღირსების აღდგენა", "ღირსებისთვის შექმნილი ოჯახი"... ყველანაირი უღირსი საქმე, ბოლო წლებში ღირსების სახელით კეთდება. ყველა ერთად ვხვდებით ან ვერ ვხვდებით, რომ აფხაზეთს გადარჩენის ძალიან ცოტა შანსი აქვს", - ასე ეხმაურებიან აფხაზები ე.წ. ვიცე-პრეზიდენტ ვიტალი გაბნიას (გაბუნიას) გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ.

“იძულებული ვარ გადავდგე, რათა საკუთარი ღირსება დავიცვა. ეს გადადგომა არანაირად არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან”, - განაცხადა მან. მისივე განმარტებით, მისი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც მას თავს დაესხა ერთ-ერთი პირი და თავში ჭიქა ჩაარტყა. მისი აღშფოთების მიუხედავად, დამნაშავე არ დასაჯეს.

"ვაღიარებ, რომ სუსტი აღმოვჩნდი. ახლა უკვე მივხვდი, რომ ადამიანი, რომელიც პატიოსნად ცხოვრობს, არავის ერჩის და კანონმორჩილია, ამ უკანონო სისტემაში, სადაც ქუჩაა მმართველი, იმდენად სუსტია, რომ სხვისი კი არა, საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. როდესაც არ სჯიან დამნაშავეებს და სჯიან უდანაშაულოებს, სამართალდამცველი სისტემა განადგურებულია. სახელმწიფოს კლავენ. ასეთ შემთხვევაში კი, ერთადერთი გამოსავალი გადადგომაა, რადგან არ შემიძლია საკუთარი უფლება და ღირსება დავიცვა ასეთი მაღალი თანამდებობიდან", - განაცხადა მან.

ინცინდენტი რამდენიმე დღის წინ სოხუმში მოხდა. ჩხუბის დროს გაბნიას სცემეს. ვინაიდან ჩხუბი და აყალმაყალი აფხაზეთის არც ერთ ქალაქში არ უკვირთ, არც ამ ჩხუბისთვის მიუქცევიათ განსაკუთრებული ყურადღება, ვიდრე გაბნიამ აფხაზ საზოგადოებას არ შესჩივლა, რომ “უსამართლოდ მოექცნენ.”

“გასულ შაბათ-კვირას 5 ადამიანს ერთმანეთთან სერიოზული სასაუბრო გვქონდა. ეს ყველაფერი ყოველგვარი გრადუსისა და ზეწოლის გარეშე ხდებოდა... ერთ-ერთი მათგანი უცებ წამოდგა და ყოველგვარი აგრესიის გარეშე, ზურგიდან მომიახლოვდა და თავში ძლიერად რაღაც ჩამარტყა, - ეს რაღაც ბოკალი აღმოჩნდა.

ამ საქციელში ვერავითარ მამაკაცობას ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ მე მას “ხურდა” ორჯერ დავუბრუნე, მაინც მთელ აფხაზეთში გავრცელდა ხმა, რომ ვიცე-პრეზიდენტს სცემეს”, - განაცხადა მან, თუმცა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, არ დაუკონკრეტებია, მან მხოლოდ ის თქვა, რომ დაუცველობის განცდა აქვს და ამიტომ ტოვებს პოსტს.

მისივე თქმით, “არააფხაზური საქციელია, როდესაც ადამიანს ზურგიდან ეპარები და ურტყამ. თუმცა, აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ 24 საათში გაათავისუფლეს და შემდეგ ის იმ გამომძიებლის ოთახში იჯდა, რომელიც პრაქტიკულად მთლიან სამართლებრივ სისტემას კარნახობს, როგორ მოიქცეს.

გაბნია ასევე ამბობს, რომ აფხაზეთში ოქტომბრის დასაწყისში, კონკრეტულად, 7-9 ოქტომბერს კიდევ ერთი გადატრიალება იგეგმება და მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციებს. მან ასევე 27 მაისის ამბები გაიხსენა, როდესაც აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება შეიცვალა. გაბნიამ ამ დღეს “აფხაზეთის ისტორიაში არც ისე კარგი დღე უწოდა” (რომელსაც აფხაზები ანქვაბის შამათს უწოდებენ), რადგან იმ დღეს ე.წ. პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, რუსეთის ბაზაში რამდენიმედღიანი დევნილობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა.

გაბნიას თქმით, ის განუკითხაობა, რაც ახლა აფხაზეთში მძვინვარებს, გუშინ არ დაწყებულა. “მე არ ვსაუბრობ ქურდულ სისტემაზე, რომელიც თავისი, უკვე მიღებული კოდექსებით არსებობს ჩვენს რეალობაში, ვგულისხმობ ქუჩურ გარჩევებს, რომელმაც უკვე მთლიანი ქვეყანა დაიპყრო და ხელისუფლების ყველა შტოზე აქვს გავლენა...”, - აცხადებს ის და რაულ ხაჯიმბას მიმართავს, ქმედით ზომებს მიმართოს. გაბნია აცხადებს, რომ ის იძულებულია ღირსების დასაცავად საკუთარი ძალებით იბრძოლოს, როგორც 90-იანი წლების ომის “ვეტერანმა” და ლეონ მეფის ორდენის კავალერმა. ის 2014 წლის 24 აგვისტოდან არის რაულ ხაჯიმბას ე.წ. ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტი.

აფხაზური მედია წერს, რომ ხაჯიმბას “სახელისუფლებო გუნდი” გაიხლიჩა, რადგან გაბნიას მხარდამჭერები “ცენტრალური ფიგურების” დუმილს აპროტესტებენ. აფხაზური საზოგადოების ერთი ნაწილის თქმით, ეს წილების გადანაწილებას უკავშირდება, კრიმინალურ ავტორიტეტებს “ხელისუფლების” წევრები უმაგრებენ ზურგს, ისინი წილში არიან და “ზედმეტ მოძრაობასაც” არავის პატიობენ. გაბნიამ კი, “ნამდვილად ზედმეტი მოინდომა.” რის გამოც მას თავში “რანგით” მასზე მაღლა მდგომმა ჩაუკაკუნა.

აფხაზების თქმით, კარგია, რომ გაბნია ძილქუშიდან თავში ბოკალის ჩარტყმამ გამოაფხიზლა, რადგან მთელი 4 წლის განმავლობაში, ის ამ ყველაფერს, მათ შორის ქუჩის “ბესპრიდელს” ვერ ხედავდა.

დავით დასანია, სამოქალაქო აქტივისტი:

- ასეთი “ბარდაკი” აფხაზეთში არასდროს მახსოვს. სახელმწიფო ჩვენს თვალწინ დაიშალა. ჩვენ მომავლის გარეშე გვტოვებენ. ბოლომდე განადგურებამდე ძალიან ცოტა დარჩა. ამას ყოველთვის ვგრძნობდი. იმაზე საუბარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, სისულელეა. გაბნიას წასვლა ნიშავს, რომ აქ დაცული არავინაა... გთხოვთ, გააკეთეთ რამე ჩვენს ღმერთისგან დავიწყებულ ქვეყანაში. ძალიან მცირე შანსი დაგვრჩა. ხალხმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, უნდა ვიმოქმედოთ, ეს აუცილებელია.

დალი ადლეიბა:

- რა ნახა და გაიგო გაბნიამ ახალი? მას ბოკალი ჩაარტყეს თავში და სხვებს უბრალოდ ხოცავენ, დანით, იარაღით, ნარკოტიკით... აქამდე აფხაზეთში არ ცხოვრობდა? არც კი იმსახურებს, ისე გაუმართლა. ამ ოთხი წლის განმალობაში ვითარება კი არ გამოსწორდა, გაუარესდა და ამაში მას ლომის წილი მიუძღვის.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი