მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფრთხეზე საუბრობს პაატა იმნაძე სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით - "ვირუსი ისეთია, რომ ჩამოივლის და მონახავს ყველას, ვინც არაიმუნურია"
რა საფრთხეზე საუბრობს პაატა იმნაძე სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით - "ვირუსი ისეთია, რომ ჩამოივლის და მონახავს ყველას, ვინც არაიმუნურია"

20-26 წლის ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­თა 10%-ზე მეტს და 41 წლამ­დე მო­ქა­ლა­ქე­თა 8%-ს არ აქვს იმუ­ნი­ტე­ტი წი­თე­ლას მი­მართ, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სწო­რედ ამ ასაკ­ში ავად­დე­ბი­ან წი­თე­ლა­თი ყვე­ლა­ზე ხში­რად და ამით საფრ­თხეს უქ­მნი­ან რო­გორც სა­კუ­თარ, ისე ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წელს წი­თე­ლა­თი გარ­დაც­ვა­ლე­ბის 2 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

„წი­თე­ლას ვირუ­სი ისე­თია, რომ ჩა­მო­ივ­ლის და მო­ნა­ხავს ყვე­ლას, ვინც არა­ი­მუ­ნუ­რია. ეს მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში 2003-2004 წლებ­ში, ეს მოხ­და 2014-2015 წლებ­ში და ახ­ლაც არის წი­თე­ლა­თი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. წელს წი­თე­ლას 1 300-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა აღ­რი­ცხუ­ლი და ამ და­ა­ვა­დე­ბით 2 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს არის იმის შე­დე­გი, რომ 20-დან 40 წლამ­დე მო­სახ­ლე­ო­ბის 10% არის არა­ი­მუ­ნუ­რი. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 500 000 მო­ქა­ლა­ქეს შე­იძ­ლე­ბა წი­თე­ლა და­ე­მარ­თოს. წი­თე­ლა მო­ნა­ხავს ყვე­ლას, რად­გან ის ჰა­ე­რით ვრცელ­დე­ბა. საკ­მა­რი­სია, გვერ­დზე გა­გი­ა­როთ ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც წი­თე­ლა აქვს და თქვენ არ იყოთ იმუ­ნუ­რი, რომ თქვენც და­გე­მარ­თე­ბათ,"- გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მან ასე­ვე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლოც მი­ი­ღებს კა­ნონს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბავ­შვთა გეგ­მუ­რი აც­რე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წლის აგ­ვის­ტო­დან წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბე­ბი ჯერ გუ­რი­ა­ში, შემ­დეგ კი აჭა­რა­ში და­ი­წყო. 2018 წლი­დან წი­თე­ლა­თი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, წი­თე­ლას გარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­მართ ყვე­ლა­ზე მო­წყვლად ჯგუფს 1 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. აგ­რეთ­ვე მა­ღა­ლია წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბი 1-4 წლის არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ბავ­შვებ­ში.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, წი­თე­ლას და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას მხო­ლოდ აც­რე­ბი შე­ა­ჩე­რებს. მისი თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის სკეპ­ტი­ციზმსა და შიშს აც­რე­ბის მი­მართ, სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს.

"ერ­თა­დერ­თი რაც წი­თე­ლას გა­ა­ჩე­რებს, არის აცრა. აც­რე­ბი ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია, ამი­ტომ მივ­მარ­თავ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ მი­მარ­თონ პო­ლიკ­ლი­ნი­კებს თა­ვი­ან­თი სა­ცხოვ­რებ­ლის მი­ხედ­ვით და გა­ი­კე­თონ აცრა.გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ი­ტე­ბით იკ­ვე­ბე­ბი­ან, სა­დაც ან­ტი­ვაქ­ცი­ნა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბია. ასე­ვე არის დე­დე­ბის მცი­რე პრო­ცენ­ტი, რომ­ლე­ბიც აც­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ას ეწე­ვი­ან, ერ­თმა­ნეთს რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბებს სწე­რენ, უზი­ა­რე­ბენ სა­ი­დან­ღაც მო­ტა­ნილ არა­მეც­ნი­ე­რულ აზ­რებს. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი რამ ყველ­გან ხდე­ბა, მაგ­რამ რა და­ა­შა­ვა დე­დე­ბის იმ აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ, ვი­საც უნდა თა­ვი­სი შვი­ლი იყოს ჯან­მრთე­ლი და ბედ­ნი­ე­რი.მათ შიშს სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს. ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე ვაქ­ცი­ნე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად გაწ­მენ­დი­ლი, მა­ღა­ლი ეფექ­ტით და გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ გა­აჩ­ნია,"- გა­ნა­ცხა­და მან.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ურ­ჩია მა­თაც, ვინც ბავ­შვის გა­ჩე­ნას აპი­რებს. მისი თქმით, ვაქ­ცი­ნა ორ­სულს და­ი­ცავს ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­და­დე­ბის­გან, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია მუც­ლად მყო­ფი ნა­ყო­ფის­თვის.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბას­თან ერ­თად, მო­სა­ლოდ­ნე­ლია წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბის გახ­ში­რე­ბა ბავ­შვთა სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და სკო­ლებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა საფრთხეზე საუბრობს პაატა იმნაძე სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით - "ვირუსი ისეთია, რომ ჩამოივლის და მონახავს ყველას, ვინც არაიმუნურია"

რა საფრთხეზე საუბრობს პაატა იმნაძე სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით - "ვირუსი ისეთია, რომ ჩამოივლის და მონახავს ყველას, ვინც არაიმუნურია"

20-26 წლის ასაკის მოქალაქეთა 10%-ზე მეტს და 41 წლამდე მოქალაქეთა 8%-ს არ აქვს იმუნიტეტი წითელას მიმართ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ ასაკში ავადდებიან წითელათი ყველაზე ხშირად და ამით საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ, ისე ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.

მისი ინფორმაციით, 2018 წელს წითელათი გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

„წითელას ვირუსი ისეთია, რომ ჩამოივლის და მონახავს ყველას, ვინც არაიმუნურია. ეს მოხდა საქართველოში 2003-2004 წლებში, ეს მოხდა 2014-2015 წლებში და ახლაც არის წითელათი დაავადების შემთხვევების მატება ქვეყანაში. წელს წითელას 1 300-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული და ამ დაავადებით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის იმის შედეგი, რომ 20-დან 40 წლამდე მოსახლეობის 10% არის არაიმუნური. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 500 000 მოქალაქეს შეიძლება წითელა დაემართოს. წითელა მონახავს ყველას, რადგან ის ჰაერით ვრცელდება. საკმარისია, გვერდზე გაგიაროთ ადამიანმა, რომელსაც წითელა აქვს და თქვენ არ იყოთ იმუნური, რომ თქვენც დაგემართებათ,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველოც მიიღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ბავშვთა გეგმური აცრები სავალდებულო გახდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოდან წითელას ეპიდაფეთქებები ჯერ გურიაში, შემდეგ კი აჭარაში დაიწყო. 2018 წლიდან წითელათი დაავადების შემთხვევებმა მთელი საქართველო მოიცვა.

მათივე ცნობით, წითელას გართულებების მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს 1 წლამდე ასაკის ბავშვები განეკუთვნებიან. აგრეთვე მაღალია წითელას შემთხვევები 1-4 წლის არავაქცინირებულ ბავშვებში.

პაატა იმნაძის განცხადებით, წითელას დაავადების გავრცელებას მხოლოდ აცრები შეაჩერებს. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილის სკეპტიციზმსა და შიშს აცრების მიმართ, საფუძველი არ აქვს.

"ერთადერთი რაც წითელას გააჩერებს, არის აცრა. აცრები ყველასათვის ხელმისაწვდომია, ამიტომ მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მიმართონ პოლიკლინიკებს თავიანთი საცხოვრებლის მიხედვით და გაიკეთონ აცრა.გარკვეული ჯგუფები არსებობენ, რომლებიც ძირითადად რუსულენოვანი საიტებით იკვებებიან, სადაც ანტივაქცინალური კამპანიებია. ასევე არის დედების მცირე პროცენტი, რომლებიც აცრების საწინააღმდეგო კამპანიას ეწევიან, ერთმანეთს რაღაც საშინელებებს სწერენ, უზიარებენ საიდანღაც მოტანილ არამეცნიერულ აზრებს. სამწუხაროდ, ასეთი რამ ყველგან ხდება, მაგრამ რა დააშავა დედების იმ აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვისაც უნდა თავისი შვილი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.მათ შიშს საფუძველი არ აქვს. ეს არის თანამედროვე ვაქცინები, მაქსიმალურად გაწმენდილი, მაღალი ეფექტით და გვერდითი მოვლენები, პრაქტიკულად, არ გააჩნია,"- განაცხადა მან.

პაატა იმნაძემ წითელას საწინააღმდეგო აცრების ჩატარება ურჩია მათაც, ვინც ბავშვის გაჩენას აპირებს. მისი თქმით, ვაქცინა ორსულს დაიცავს ამ დაავადების გადადებისგან, რაც განსაკუთრებით საშიშია მუცლად მყოფი ნაყოფისთვის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მოსალოდნელია წითელას შემთხვევების გახშირება ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლებში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"