სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექსუალური ცხოვრება - თემა, რომელზეც ხმამაღლა საუბარი მოზარდებს უჭირთ და ფსიქოლოგების რეკომენდაციები მშობლებს
სექსუალური ცხოვრება - თემა, რომელზეც ხმამაღლა საუბარი მოზარდებს უჭირთ და ფსიქოლოგების რეკომენდაციები მშობლებს

მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზრდა 21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. რო­გორ ვას­წავ­ლოთ ბავ­შვებს, სწო­რად აღიქ­ვან და შე­ა­ფა­სონ ესა თუ ის მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც მათი ცხოვ­რე­ბის გზას გან­სა­ზღვრავს? ამ გზა­ზე ხომ მათ საკ­მა­ოდ ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წევთ?! მშო­ბელ­სა და შვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლა ოჯახ­ში თა­ვი­სე­ბუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. დროს­თან ერ­თად, იც­ვლე­ბა თა­ო­ბა­თა ინ­ტე­რე­სე­ბი, რის გა­მოც მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი გან­გა­შის ზარს სცემს. ამი­ტომ ხში­რია კონ­ფლიქ­ტე­ბი, რო­მელ­საც ხში­რად სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ.

ფსი­ქო­ლო­გე­ბის აზ­რით, პრობ­ლე­მე­ბის ძი­რი­თა­დი არსი სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მოს­თან და და ურ­თი­ერ­თო­ბის სიმ­წი­რეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ მო­ზარ­დებს უჭირთ იმ პრობლმე­ბის გა­და­ლახ­ვა, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ხვდე­ბათ. ფსი­ქო­ლო­გე­ბი მშობ­ლებს შვი­ლებ­თან უფრო აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ურ­ჩე­ვენ. მით უფრო, რომ ბოლო წლებ­ში მო­ზარ­დე­ბის მშობ­ლებს, ინ­ტერ­ნეტ-ბუ­ლინ­გის სა­ხით, ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­მო­უჩ­ნდათ.

ცოტა ხნის წინ სო­ფელ ნა­ტა­ნებ­ში, შან­ტა­ჟის გამო, 16 წლის გო­გო­ნას თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მწვა­ვე დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე უამ­რა­ვი ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თე­მაა, რო­მელ­ზეც მო­ზარდ შვი­ლებს სა­კუ­თარ მშობ­ლებ­თან თუ უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უ­ბა­რი უჭირთ. დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ად­რე­სა­ტე­ბი უფრო ხში­რად კვლავ გო­გო­ნე­ბი არი­ან. ნელ-ნელა იც­ვლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ე.წ. ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი დღემ­დე მტკივ­ნე­ულ სა­კი­თხად რჩე­ბა.

ექიმ ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის, ლიკა თუ­შიშ­ვი­ლის თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ გახ­შირ­და მო­ზარ­დე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა სექ­სუ­ა­უ­რი ხა­სი­ა­თის ინ­ტერ­ნეტ ბუ­ლინ­გის მი­ზე­ზით. ამი­ტომ, მისი თქმით, სა­ჭი­როა მშობ­ლებ­მა შვი­ლებს სექ­სუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია დრო­უ­ლად მი­ა­წო­დონ.

"უკონ­ტრო­ლო ინ­ტერ­ნეტ-ინ­ფორ­მა­ცი­ის ეპო­ქა­ში ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებს, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რა თქმა უნდა, მშობ­ლებ­მა ან ოჯა­ხის წევ­რებ­მა უნდა მი­ა­წო­დონ. მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ თვი­თონ მშობ­ლე­ბი კარ­გი ლი­ტე­რა­ტუ­რით იქ­ნე­ბი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი, ბავ­შვის სექ­სუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, ან კომ­პე­ტენ­ტურ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან გა­ივ­ლი­ან კონ­სულ­ტა­ცი­ას. მო­ზარ­დსა და მშო­ბელს შო­რის უნდა არ­სე­ბობ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც მო­ი­აზ­რებს წარ­მა­ტე­ბულ ვერ­ბა­ლურ და არა­ვერ­ბა­ლუ­რი კონ­ტაქტს. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის არ­სე­ბო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მშო­ბელ­სა და მო­ზარდს შო­რის, რა თქმა უნდა, მშო­ბელს ეკის­რე­ბა. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის შექ­მნის პრო­ცე­სი იწყე­ბა ად­რე­ულ ბავ­შვო­ბა­ში და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. მშო­ბელ­მა სა­კუ­თარ შვილს უნდა გა­მო­უ­მუ­შა­ოს უნა­რი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მის დროს მშო­ბელს გა­უ­ზი­ა­როს, მის ცხოვ­რე­ბა­ში შექ­მნი­ლი სირ­თუ­ლე. პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბა - ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი შვი­ლი სრულ­ფა­სო­ვან პი­როვ­ნე­ბად გა­ზარ­დოს, რო­მელ­საც ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სწო­რი სის­ტე­მა აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, აქვს ში­ნა­გა­ნი ჰარ­მო­ნი­ის შეგ­რძნე­ბა და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბის უნა­რი. ბავ­შვის სრულ­ფა­სო­ვან ან არას­რულ­ფა­სო­ვან სო­ცი­ა­ლურ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში, მშობ­ლე­ბის გარ­და, პირ­და­პი­რი ან ირი­ბი ზე­გავ­ლე­ნით, უფ­რო­სი თა­ო­ბის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს, იქ­ნე­ბა ეს - პე­და­გო­გი, მე­ზო­ბე­ლი თუ სხვა", - უთხრა Ambebi.ge-ს ლიკა თუ­შიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სუ­ი­ცი­და­ლუ­რი აზ­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს რწმე­ნა, რომ პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა და ის მარ­ტო არ არის ამ პრობ­ლე­მას­თან.

"სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყო­ფი მო­ზარ­დი აღიქ­ვამს - პირ­ვე­ლი: შექ­მნილ პრობ­ლე­მურ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­გორც გა­მო­უ­ვალ ჩი­ხურ მდოგ­მა­რე­ო­ბას და მე­ო­რე: მას აქვს რწმე­ნა, რომ ეს პრო­ბე­მუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვად შექ­მნა და ადა­ნა­შა­უ­ლებს სა­კუ­თარ თავს. სუ­ი­ცი­და­ლუ­რი აზ­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს რწმე­ნა, რომ მოგ­ვარ­დე­ბა პრობ­ლე­მა და ის არ არის მარ­ტო ამ პრობ­ლე­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. სწო­რედ ამ დროს, თუ მო­ზარდს აქვს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი უნა­რი, გა­უ­ზი­ა­როს შექ­მნი­ლი რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე ჯან­სა­ღად მო­აზ­როვ­ნე უფ­როსს, რო­მე­ლიც რა თქმა უნდა, გა­მო­ავ­ლენს მხარ­და­ჭე­რას და იმედს მის­ცემს მას, რომ ერ­თად მო­აგ­ვა­რე­ბენ ამ სირ­თუ­ლეს, სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ზარ­დი ბავ­შვო­ბი­დან შეჩ­ვე­უ­ლია, რომ ცხოვ­რე­ბა­ში შექ­მნილ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის მარ­ტო, ვერ უმკლავ­დე­ბა პრობ­ლე­მებს და აღიქ­ვამს, რომ ამ შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი გა­მო­სა­ვა­ლი, ადა­ნა­შა­უ­ლებს სა­კუ­თარ თავს, მა­შინ არის დიდი რის­კი, რომ სუ­ი­ცი­და­ლუ­რი აზრი გა­უჩ­ნდეს.

ბავ­შვს, მო­ზარდს უნდა ჰყავ­დეს ავ­ტო­რი­ტე­ტი, ჯან­სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ზრდას­რუ­ლი ან ოჯა­ხის წევ­რი, ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი ან პე­და­გო­გი, რომ ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე შეძ­ლოს მას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა. დღეს ძი­რი­თა­დად, მშობ­ლებს არა აქვთ საკ­მა­რი­სი დრო შვი­ლებ­თან სრულ­ფა­სო­ვა­ნი კონ­ტაქ­ტის­თვის. მაგ­რამ თუ სა­კუ­თარ შვილს შე­ამ­ჩნე­ვენ რა­ი­მე ცვლი­ლე­ბას, მა­გა­ლი­თად, უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ან ჩა­კე­ტი­ლი გახ­და, უმ­ჯო­ბე­სია, მი­მარ­თონ კვა­ლი­ფი­ცი­ურ ფსი­ქო­თე­რა­პევტს", - გვი­თხრა თუ­შიშ­ვილ­მა.

ამ მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს ფსი­ქო­ლო­გი მაია ჯი­ბუ­ტიც, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ზარ­დე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მკაც­რი და ლი­ბე­რა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი მშობ­ლე­ბის მხი­დან შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ არის.

"რთუ­ლი ეპო­ქის წი­ნა­შე ვდა­გავ­რთ, მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ქვეყ­ნი­და­ნაც არის გა­სუ­ლი, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ხში­რად მშობ­ლებ­სა და მო­ზარ­დებს შო­რის ელე­მენ­ტა­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­აც კი არ არ­სე­ბობს. ეს კი, რა თქმა უნდა, მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გარ­კვე­ულ ბზარს აჩენს. გარ­და ამი­სა, ზოგ მშო­ბელს ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის სა­ჭი­რო ცოდ­ნა და გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს. მშო­ბე­ლი გარ­კვე­ულ­წი­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს სა­კუ­თა­რი შვილს ასა­კობ­რივ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ შე­იძ­ლე­ბა 5, 10 და 15 წლის ბავ­შვს ერ­თნა­ი­რად მო­ექ­ცე. არ­სე­ბო­ბენ მკაც­რი და ლი­ბე­რა­ლუ­რი მიდ­გო­მის მშობ­ლე­ბი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად არ­ცერ­თი ეს მიდ­გო­მა შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არაა. მშო­ბე­ლი უნდა იყოს ძა­ლი­ან გახ­სნი­ლი. მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თემა არ უნდა არ­სე­ბობ­დეს. მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ო­დი არის ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ასა­კი. ამ ასაკ­ში არ შე­იძ­ლე­ბა შვილ­თან მე­ტის­მე­ტად მკაც­რი მიდ­გო­მა. რაც უფრო მკაც­რად ვექ­ცე­ვით შვი­ლებს, ისი­ნი უფრო გარ­ბი­ან ჩვენ­გან.

ამას­თან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­კითხს მო­ი­ცავს და ეს მხო­ლოდ ინტმურ კავ­შირს არ გუ­ლიხსმობს. ამა­ზე თით­ქმის ყვე­ლა მშო­ბე­ლი თან­მხდე­ბა, მაგ­რამ არ იცი­ან რო­გორ უნდა ესა­უბ­რონ, ერი­დე­ბათ და ამ სა­კითხს სკო­ლას ან­დო­ბენ. თუმ­ცა, ვერ ნა­ხავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მშო­ბელს, რო­მე­ლიც იტყვის, რომ არ სჭირ­დე­ბა მის შვილს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი", - გა­ნუ­ცხა­და Ambebi.ge-ს ჯი­ბუტ­მა.

რო­გორ უნდა და­ეხ­მა­რონ მშობ­ლე­ბი შვი­ლებს სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში? ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სექ­სო­ლო­გი გია ბე­როშ­ვი­ლი ბევ­რი მშობ­ლი­სა თუ მო­ზარ­დის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებს პა­სუ­ხობს:

- ბი­ჭის პირ­ვე­ლი კავ­ში­რი მე­ძა­ვებ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა იყო... რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია ეს?

- ერთი მხა­რე არის ფი­ზი­ო­ლო­გია და მე­ო­რე - მო­რა­ლი. ნა­ად­რე­ვად სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა რამე ზი­ანს ხომ არ მი­ა­ყე­ნებს მო­ზარდსო, უკი­თხავთ. რო­დე­საც 15 წლის მა­მა­კაცს უნდა სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა, და­ი­წყოს, კი ბა­ტო­ნო. მე­ძავ­თა­ნაც წავა, თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, რა პრობ­ლე­მაა? – არ­სე­ბობს ეს პრო­ფე­სია უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან, რა­საც პროს­ტი­ტუ­ცია ჰქვია... რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი არ არის, პირ­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი 13-14 წლის ასაკ­ში მოხ­დეს. სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბას აქვს გარ­კვე­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დაღ­დას­მუ­ლი დარ­ჩეს, თუ ყვე­ლა­ფე­რი ისე ვერ გა­მო­ვი­და, რო­გორც მას ჰგო­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა, არის თუ არა რის­კი მე­ძავ­თან, რომ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა და­ე­მარ­თოს მო­ზარდს, რა თქმა უნდა, არის არა მხო­ლოდ მე­ძავ­თან, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც "პა­ტი­ო­სან" ცხოვ­რე­ბას ეწე­ვი­ან. ამის­თვის არ­სე­ბობს დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მელ­საც "პრე­ზერ­ვა­ტი­ვი" ჰქვია!

- გი­ნე­კო­ლო­გებს ინ­ტერ­ვი­უ­ში უთ­ქვამთ, რომ ბევ­რი მო­ზარ­დი ეწე­ვა სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბას და ამას მშობ­ლებს უმა­ლავს. რა შე­გიძ­ლი­ათ უთხრათ და ურ­ჩი­ოთ მო­ზარ­დებს, რომ­ლე­ბიც ად­რე­ულ ასაკ­ში აპი­რე­ბენ პარტნი­ო­რის გა­ჩე­ნას?

- გო­გო­ნებს ვურ­ჩევ­დი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ფიქ­რდნენ, თუ რა შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს მოჰ­ყვეს! ნა­ად­რევ სქე­სობ­რივ კავ­ში­რებს შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ფსი­ქოტ­რავ­მა. მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა ნი­ა­დაგ­ზე გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი - სიყ­ვა­რუ­ლი იყო, ვნე­ბა, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა თუ სხვა რამ... პირ­ველ სქე­სობ­რივ კავ­შირს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ვურ­ჩევ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ემ­ზა­დოს და მხო­ლოდ სიყ­ვა­რულ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყოს პირ­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი.

- რამ­დე­ნად უწყობს ხელს ნა­ად­რე­ვი სქე­სობ­რო­ვი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბას თა­მა­მი სცე­ნე­ბის მომ­რავ­ლე­ბა ჩვენს ეკ­რა­ნებ­ზე?

- ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ისეა, ლოთი რომ არ­ყის ბოთ­ლით გა­ა­ღი­ზი­ა­ნო. რას ვი­ზამთ, ამა­ზე მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი კარგ ფულს აკე­თე­ბენ. მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ებს ნუ და­ვაბ­რა­ლებთ, ინ­ტერ­ნე­ტიც ჩა­ერ­თო ამ საქ­მე­ში. ამის გა­კონ­ტრო­ლე­ბა ვე­რაფ­რით ხერ­ხდე­ბა. მთელ­მა მსოფ­ლი­ომ სცა­და და არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. მხო­ლოდ ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა არ არის, ასეა ყველ­გან და მდა­რე ხა­რის­ხის ფილ­მებ­ში უზა­რა­მა­ზა­რი ფული იშო­ვე­ბა.

- მა­მე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ბიჭი ჯო­ბია გა­მოც­დილ, თუნ­დაც მე­ძავ­თან მოხ­ვდეს პირ­ვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. დე­დე­ბი კი მომ­ხრე­ე­ბი არი­ან, რომ პირ­ვე­ლად მას­თან მოხ­ვდეს, ვინც უყ­ვარს. სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გორ ჯო­ბია?

- მე ვურ­ჩევ­დი ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბას, რომ წა­ი­კი­თხონ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის "კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე". მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მწე­რა­ლია! ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ, თუ ვის­თან ჰქონ­და პირ­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი კვა­ჭის... ჩვენ რამ­დე­ნიც არ უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ ჩვენს შვი­ლებს, მო­ზარ­დე­ბის მარ­თვა რთუ­ლია. სა­ერ­თო­დაც კი ვე­თან­ხმე­ბი მა­მებს იმ მხრივ, რომ ჯო­ბია პირ­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი უფრო კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ან­თან ჰქონ­დეს. თუმ­ცა ასე­თი მო­სამ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი სან­თლით სა­ძე­ბა­რია. ვინც უყ­ვარს, მას­თან რომ მოხ­ვდეს პირ­ვე­ლად, ერ­თიც გა­მო­უც­დე­ლი იქ­ნე­ბა, მე­ო­რეც და მხო­ლოდ სე­რი­ა­ლე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია ახალ­გაზ­რდებს უნდა ჰქონ­დეთ. მე არ ვამ­ბობ, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ტი­პის გა­ნათ­ლე­ბა უნდა შე­ვი­ტა­ნოთ სკო­ლა­ში, მაგ­რამ - ოჯა­ხის შექ­მნა, ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გია, ფი­ზი­ო­ნო­მია, რო­დის უნდა და­ი­წყოს სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა - ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს სა­ხით უნდა მი­ე­წო­დე­ბო­დეს სა­სურ­ვე­ლია 10-12 წლი­დან. და­მი­ჯე­რეთ ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს უფრო ის­წავ­ლი­ან მო­ზარ­დე­ბი, ვიდ­რე ფი­ზი­კას თუ სხვა სა­განს...

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პირ­ვე­ლი პარტნი­ო­რი და რამ­დე­ნად ახ­დენს ეს გავ­ლე­ნას მო­მა­ვალ სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზე?

- ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! სად და რო­გორ ტარ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნი გიყ­ვარს თუ არა, ყვე­ლა­ფერს აქვს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა! რო­გორც წესი, ბევრ რა­მეს არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და შემ­დეგ უამ­რავ ფსი­ქოტ­რავ­მას იღე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა, ბიჭ­მა გო­გო­ნას ინ­ფექ­ცი­ე­ბი გა­დას­ცეს და ასე შემ­დეგ.

ავ­ტო­რე­ბი:

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სექსუალური ცხოვრება - თემა, რომელზეც ხმამაღლა საუბარი მოზარდებს უჭირთ და ფსიქოლოგების რეკომენდაციები მშობლებს

სექსუალური ცხოვრება - თემა, რომელზეც ხმამაღლა საუბარი მოზარდებს უჭირთ და ფსიქოლოგების რეკომენდაციები მშობლებს

მომავალი თაობების აღზრდა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, სწორად აღიქვან და შეაფასონ ესა თუ ის მოვლენა, რომელიც მათი ცხოვრების გზას განსაზღვრავს? ამ გზაზე ხომ მათ საკმაოდ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ?! მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა ყველა ოჯახში თავისებურად განსხვავებული და ინდივიდუალურია. დროსთან ერთად, იცვლება თაობათა ინტერესები, რის გამოც მშობლების ნაწილი განგაშის ზარს სცემს. ამიტომ ხშირია კონფლიქტები, რომელსაც ხშირად სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

ფსიქოლოგების აზრით, პრობლემების ძირითადი არსი სოციალურ გარემოსთან და და ურთიერთობის სიმწირესთან არის დაკავშირებული. ამიტომ მოზარდებს უჭირთ იმ პრობლმების გადალახვა, რომლებიც ცხოვრების გზაზე ხვდებათ. ფსიქოლოგები მშობლებს შვილებთან უფრო აქტიურ კომუნიკაციას ურჩევენ. მით უფრო, რომ ბოლო წლებში მოზარდების მშობლებს, ინტერნეტ-ბულინგის სახით, ახალი თავსატეხი გამოუჩნდათ.

ცოტა ხნის წინ სოფელ ნატანებში, შანტაჟის გამო, 16 წლის გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ სოციალურ ქსელებში მწვავე დისკუსია გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დღემდე უამრავი ტაბუდადებული თემაა, რომელზეც მოზარდ შვილებს საკუთარ მშობლებთან თუ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან საუბარი უჭირთ. დისკრიმინაციული კომენტარების ადრესატები უფრო ხშირად კვლავ გოგონები არიან. ნელ-ნელა იცვლება დამოკიდებულება ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტის მიმართ, თუმცა ფაქტია, რომ სექსუალურ ცხოვრებაზე ხმამაღლა საუბარი დღემდე მტკივნეულ საკითხად რჩება.

ექიმ ფსიქოთერაპევტის, ლიკა თუშიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა მოზარდების მომართვიანობა სექსუაური ხასიათის ინტერნეტ ბულინგის მიზეზით. ამიტომ, მისი თქმით, საჭიროა მშობლებმა შვილებს სექსუალურ განვითარებაზე ინფორმაცია დროულად მიაწოდონ.

"უკონტროლო ინტერნეტ-ინფორმაციის ეპოქაში ბავშვებსა და მოზარდებს, ასაკის შესაბამისად, სწორი სექსუალური განვითარების შესახებ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მშობლებმა ან ოჯახის წევრებმა უნდა მიაწოდონ. მართებული იქნება, თუ თვითონ მშობლები კარგი ლიტერატურით იქნებიან ინფორმირებულნი, ბავშვის სექსუალური განვითარების თაობაზე, ან კომპეტენტურ სპეციალისტებთან გაივლიან კონსულტაციას. მოზარდსა და მშობელს შორის უნდა არსებობდეს ურთიერთობა, რაც მოიაზრებს წარმატებულ ვერბალურ და არავერბალური კონტაქტს. კარგი ურთიერთობის არსებობის პასუხისმგებლობა მშობელსა და მოზარდს შორის, რა თქმა უნდა, მშობელს ეკისრება. კარგი ურთიერთობის შექმნის პროცესი იწყება ადრეულ ბავშვობაში და წლების განმავლობაში გრძელდება. მშობელმა საკუთარ შვილს უნდა გამოუმუშაოს უნარი, რომ ნებისმიერი პრობლემის დროს მშობელს გაუზიაროს, მის ცხოვრებაში შექმნილი სირთულე. პოზიტიური მშობლობა - ეს არის პასუხისმგებლობა, ვალდებულება, რომ საკუთარი შვილი სრულფასოვან პიროვნებად გაზარდოს, რომელსაც ფასეულობათა სწორი სისტემა აქვს ჩამოყალიბებული, აქვს შინაგანი ჰარმონიის შეგრძნება და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების უნარი. ბავშვის სრულფასოვან ან არასრულფასოვან სოციალურ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, მშობლების გარდა, პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენით, უფროსი თაობის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობს, იქნება ეს - პედაგოგი, მეზობელი თუ სხვა", - უთხრა Ambebi.ge-ს ლიკა თუშიშვილმა.

მისივე თქმით, სუიციდალური აზრების პრევენციას წარმოადგენს რწმენა, რომ პრობლემა მოგვარდება და ის მარტო არ არის ამ პრობლემასთან.

"სტრესულ სიტუაციაში მყოფი მოზარდი აღიქვამს - პირველი: შექმნილ პრობლემურ სიტუაციას, როგორც გამოუვალ ჩიხურ მდოგმარეობას და მეორე: მას აქვს რწმენა, რომ ეს პრობემური მდგომარეობა თავად შექმნა და ადანაშაულებს საკუთარ თავს. სუიციდალური აზრების პრევენციას წარმოადგენს რწმენა, რომ მოგვარდება პრობლემა და ის არ არის მარტო ამ პრობლემასთან მიმართებაში. სწორედ ამ დროს, თუ მოზარდს აქვს გამომუშავებული უნარი, გაუზიაროს შექმნილი რთული მდგომარეობა ოჯახის რომელიმე ჯანსაღად მოაზროვნე უფროსს, რომელიც რა თქმა უნდა, გამოავლენს მხარდაჭერას და იმედს მისცემს მას, რომ ერთად მოაგვარებენ ამ სირთულეს, სავალალო შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი ხდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი ბავშვობიდან შეჩვეულია, რომ ცხოვრებაში შექმნილ სირთულეებთან არის მარტო, ვერ უმკლავდება პრობლემებს და აღიქვამს, რომ ამ შექმნილი სიტუაციიდან არ არსებობს არანაირი გამოსავალი, ადანაშაულებს საკუთარ თავს, მაშინ არის დიდი რისკი, რომ სუიციდალური აზრი გაუჩნდეს.

ბავშვს, მოზარდს უნდა ჰყავდეს ავტორიტეტი, ჯანსაღად მოაზროვნე ზრდასრული ან ოჯახის წევრი, ოჯახის მეგობარი ან პედაგოგი, რომ ნებისმიერ თემაზე შეძლოს მასთან დალაპარაკება. დღეს ძირითადად, მშობლებს არა აქვთ საკმარისი დრო შვილებთან სრულფასოვანი კონტაქტისთვის. მაგრამ თუ საკუთარ შვილს შეამჩნევენ რაიმე ცვლილებას, მაგალითად, უფრო აგრესიული ან ჩაკეტილი გახდა, უმჯობესია, მიმართონ კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტს", - გვითხრა თუშიშვილმა.

ამ მოსაზრებას იზიარებს ფსიქოლოგი მაია ჯიბუტიც, რომელსაც მიაჩნია, რომ სექსუალური განვითარების შესახებ მოზარდების ინფორმირება აუცილებელია. მისივე განცხადებით, მკაცრი და ლიბერალური მიდგომები მშობლების მხიდან შედეგზე ორიენტირებული არ არის.

"რთული ეპოქის წინაშე ვდაგავრთ, მშობლები ძალიან დაკავებულები არიან, ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდანაც არის გასული, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ხშირად მშობლებსა და მოზარდებს შორის ელემენტარული კომუნიკაციაც კი არ არსებობს. ეს კი, რა თქმა უნდა, მათ ურთიერთობაში გარკვეულ ბზარს აჩენს. გარდა ამისა, ზოგ მშობელს ბავშვთან ურთიერთობისთვის საჭირო ცოდნა და განათლება არ აქვს. მშობელი გარკვეულწილად ინფორმირებული უნდა იყოს საკუთარი შვილს ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებით. არ შეიძლება 5, 10 და 15 წლის ბავშვს ერთნაირად მოექცე. არსებობენ მკაცრი და ლიბერალური მიდგომის მშობლები, მაგრამ რეალურად არცერთი ეს მიდგომა შედეგზე ორიენტირებული არაა. მშობელი უნდა იყოს ძალიან გახსნილი. მშობლებსა და შვილებს შორის ტაბუდადებული თემა არ უნდა არსებობდეს. მოზარდობის პერიოდი არის ერთ-ერთი ურთულესი ასაკი. ამ ასაკში არ შეიძლება შვილთან მეტისმეტად მკაცრი მიდგომა. რაც უფრო მკაცრად ვექცევით შვილებს, ისინი უფრო გარბიან ჩვენგან.

ამასთან, აუცილებელია სექსუალური განათლება, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავს და ეს მხოლოდ ინტმურ კავშირს არ გულიხსმობს. ამაზე თითქმის ყველა მშობელი თანმხდება, მაგრამ არ იციან როგორ უნდა ესაუბრონ, ერიდებათ და ამ საკითხს სკოლას ანდობენ. თუმცა, ვერ ნახავთ საქართველოში მშობელს, რომელიც იტყვის, რომ არ სჭირდება მის შვილს ამ თემაზე საუბარი", - განუცხადა Ambebi.ge-ს ჯიბუტმა.

როგორ უნდა დაეხმარონ მშობლები შვილებს სექსუალური განათლების მიღებაში? ამ თემასთან დაკავშირებით სექსოლოგი გია ბეროშვილი ბევრი მშობლისა თუ მოზარდისთვის საინტერესო კითხვებს პასუხობს:

- ბიჭის პირველი კავშირი მეძავებთან საქართველოში ყოველთვის გავრცელებული პრაქტიკა იყო... რამდენად გამართლებულია ეს?

- ერთი მხარე არის ფიზიოლოგია და მეორე - მორალი. ნაადრევად სქესობრივი ცხოვრების დაწყება რამე ზიანს ხომ არ მიაყენებს მოზარდსო, უკითხავთ. როდესაც 15 წლის მამაკაცს უნდა სქესობრივი ცხოვრების დაწყება, დაიწყოს, კი ბატონო. მეძავთანაც წავა, თუ ამის საშუალება აქვს, რა პრობლემაა? – არსებობს ეს პროფესია უხსოვარი დროიდან, რასაც პროსტიტუცია ჰქვია... რეკომენდირებული არ არის, პირველი სქესობრივი კავშირი 13-14 წლის ასაკში მოხდეს. სქესობრივ ცხოვრებას აქვს გარკვეული მნიშვნელობა და შეიძლება მთელი ცხოვრება დაღდასმული დარჩეს, თუ ყველაფერი ისე ვერ გამოვიდა, როგორც მას ჰგონია. რაც შეეხება, არის თუ არა რისკი მეძავთან, რომ შეიძლება ბევრი დაავადება დაემართოს მოზარდს, რა თქმა უნდა, არის არა მხოლოდ მეძავთან, არამედ იმ ადამიანებთან, რომლებიც "პატიოსან" ცხოვრებას ეწევიან. ამისთვის არსებობს დაცვის საშუალება, რომელსაც "პრეზერვატივი" ჰქვია!

- გინეკოლოგებს ინტერვიუში უთქვამთ, რომ ბევრი მოზარდი ეწევა სქესობრივ ცხოვრებას და ამას მშობლებს უმალავს. რა შეგიძლიათ უთხრათ და ურჩიოთ მოზარდებს, რომლებიც ადრეულ ასაკში აპირებენ პარტნიორის გაჩენას?

- გოგონებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად დაფიქრდნენ, თუ რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს! ნაადრევ სქესობრივ კავშირებს შეიძლება მოჰყვეს ფსიქოტრავმა. მნიშვნელობა აქვს, რა ნიადაგზე გადადგა ეს ნაბიჯი - სიყვარული იყო, ვნება, უმწეო მდგომარეობაში ყოფნა თუ სხვა რამ... პირველ სქესობრივ კავშირს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვურჩევ, მაქსიმალურად მოემზადოს და მხოლოდ სიყვარულზე დაფუძნებული იყოს პირველი სქესობრივი კონტაქტი.

- რამდენად უწყობს ხელს ნაადრევი სქესობროვი ცხოვრების დაწყებას თამამი სცენების მომრავლება ჩვენს ეკრანებზე?

- ეს გარკვეულწილად ისეა, ლოთი რომ არყის ბოთლით გააღიზიანო. რას ვიზამთ, ამაზე მედია საშუალებები კარგ ფულს აკეთებენ. მხოლოდ ტელევიზიებს ნუ დავაბრალებთ, ინტერნეტიც ჩაერთო ამ საქმეში. ამის გაკონტროლება ვერაფრით ხერხდება. მთელმა მსოფლიომ სცადა და არაფერი გამოვიდა. მხოლოდ ჩვენი უბედურება არ არის, ასეა ყველგან და მდარე ხარისხის ფილმებში უზარამაზარი ფული იშოვება.

- მამები ამტკიცებენ, რომ ბიჭი ჯობია გამოცდილ, თუნდაც მეძავთან მოხვდეს პირველი ურთიერთობისას. დედები კი მომხრეები არიან, რომ პირველად მასთან მოხვდეს, ვინც უყვარს. სინამდვილეში როგორ ჯობია?

- მე ვურჩევდი ჩვენს ახალგაზრდობას, რომ წაიკითხონ მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე". მიხეილ ჯავახიშვილი შესანიშნავი მწერალია! ყურადღება მიაქციონ, თუ ვისთან ჰქონდა პირველი სქესობრივი კავშირი კვაჭის... ჩვენ რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ ჩვენს შვილებს, მოზარდების მართვა რთულია. საერთოდაც კი ვეთანხმები მამებს იმ მხრივ, რომ ჯობია პირველი სქესობრივი კონტაქტი უფრო კომპეტენტურ ადამიანთან ჰქონდეს. თუმცა ასეთი მოსამსახურე პერსონალი სანთლით საძებარია. ვინც უყვარს, მასთან რომ მოხვდეს პირველად, ერთიც გამოუცდელი იქნება, მეორეც და მხოლოდ სერიალებიდან მიღებული გამოცდილება ექნებათ. ამიტომაც ვამბობ, რომ გარკვეული ტიპის ინფორმაცია ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ. მე არ ვამბობ, რომ სექსუალური ტიპის განათლება უნდა შევიტანოთ სკოლაში, მაგრამ - ოჯახის შექმნა, ადამიანის ფსიქოლოგია, ფიზიონომია, როდის უნდა დაიწყოს სქესობრივი ცხოვრება - ეს სახელმძღვანელოს სახით უნდა მიეწოდებოდეს სასურველია 10-12 წლიდან. დამიჯერეთ ამ სახელმძღვანელოს უფრო ისწავლიან მოზარდები, ვიდრე ფიზიკას თუ სხვა საგანს...

- რამდენად მნიშვნელოვანი პირველი პარტნიორი და რამდენად ახდენს ეს გავლენას მომავალ სქესობრივ ცხოვრებაზე?

- ძალიან მნიშვნელოვანია! სად და როგორ ტარდება, ადამიანი გიყვარს თუ არა, ყველაფერს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა! როგორც წესი, ბევრ რამეს არ ითვალისწინებენ და შემდეგ უამრავ ფსიქოტრავმას იღებენ. შეიძლება მოხდეს არასასურველი ორსულობა, ბიჭმა გოგონას ინფექციები გადასცეს და ასე შემდეგ.

ავტორები:

მანანა გაბრიჭიძე