ავტორი:

საქართველოში წვიმას და ელჭექს ელოდებიან - რა ამინდი იქნება შავი ზღვის სანაპიროზე

საქართველოში წვიმას და ელჭექს ელოდებიან - რა ამინდი იქნება შავი ზღვის სანაპიროზე

დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში დღის მეორე ნახევარში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.

23 – 25 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, დღის საათებში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამისა და საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, სანაპირო რაიონებში კი +28, +30 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი