მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მხრიდან მხარდაჭერაზე
სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მხრიდან მხარდაჭერაზე

ჩვენ უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ იმას, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ა­ში არ­სე­ბობ­დეს ასე­თი დის­კუ­სია. მე ამას მი­ვე­სალ­მე­ბი, არ მეჩ­ქა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის მიერ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კან­დი­დატ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მას მმარ­თვე­ლი გუნ­დის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი აქვს და „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ დის­კუ­სი­ებს მი­ე­სალ­მე­ბა. მისი თქმით, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ნე­ბის­მი­ერ არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტი­ას სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა სურ­დეს.

„ჩემი მო­ლო­დი­ნი არ იც­ვლე­ბა ასე სწრა­ფად. იმე­დი მაქვს, რომ იქ­ნე­ბა მათი მხარ­და­ჭე­რა, მაგ­რამ ჩემი კან­დი­და­ტუ­რა უკვე და­ყე­ნე­ბუ­ლია, ვაგ­რო­ვებთ ხელ­მო­წე­რებს, რო­მელ­საც 8 სექ­ტემ­ბრამ­დე შე­ვი­ტან ცეს­კო­ში და ვიქ­ნე­ბი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი. რაც ეხე­ბა იმ დის­კუ­სი­ებს, რაც „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­შია“, ჩვენ უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ იმას, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ა­ში უნდა არ­სე­ბობ­დეს ასე­თი დის­კუ­სი­ე­ბი. მე ამას მი­ვე­სალ­მე­ბი. არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მაქვს. არც მეჩ­ქა­რე­ბა. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ დრო არის 8 სექ­ტემ­ბრამ­დე და ვნა­ხოთ, რას გა­და­წყვე­ტენ.

მე მგო­ნი, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ვი­ცით, რომ მუ­დამ იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სურ­დათ შიდა კან­დი­და­ტუ­რა და მუ­დამ იყო ასე­თი დის­კუ­სი­ე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია პარ­ტი­ის­თვის, რომ ნე­ბის­მი­ერ არ­ჩევ­ნებ­ში სურ­დეს თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა. სხვა საქ­მეა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რააც მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მე აქ ვე­რა­ფერს ვხე­დავ ისეთს, რაც შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია,“ - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუნდში დის­კუ­სია მიმ­დი­ნა­რე­ობს. კერ­ძოდ, მისი თქმით, გუნდში მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სია, რა სა­ხით უნდა იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე - უარი თქვას არ­ჩევ­ნებ­ში სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა­ზე, თუ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მხრიდან მხარდაჭერაზე

სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მხრიდან მხარდაჭერაზე

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დემოკრატიულ პარტიაში არსებობდეს ასეთი დისკუსია. მე ამას მივესალმები, არ მეჩქარება, - ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას მმართველი გუნდის მხარდაჭერის იმედი აქვს და „ქართულ ოცნებაში“ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიებს მიესალმება. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ნებისმიერ არჩევნებში პარტიას საკუთარი კანდიდატურა სურდეს.

„ჩემი მოლოდინი არ იცვლება ასე სწრაფად. იმედი მაქვს, რომ იქნება მათი მხარდაჭერა, მაგრამ ჩემი კანდიდატურა უკვე დაყენებულია, ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომელსაც 8 სექტემბრამდე შევიტან ცესკოში და ვიქნები საპრეზიდენტო კანდიდატი. რაც ეხება იმ დისკუსიებს, რაც „ქართულ ოცნებაშია“, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დემოკრატიულ პარტიაში უნდა არსებობდეს ასეთი დისკუსიები. მე ამას მივესალმები. არანაირი პრობლემა არ მაქვს. არც მეჩქარება. ყველამ ვიცით, რომ დრო არის 8 სექტემბრამდე და ვნახოთ, რას გადაწყვეტენ.

მე მგონი, არაფერი შეცვლილა. ვიცით, რომ მუდამ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ შიდა კანდიდატურა და მუდამ იყო ასეთი დისკუსიები. ბუნებრივია პარტიისთვის, რომ ნებისმიერ არჩევნებში სურდეს თავისი კანდიდატურა. სხვა საქმეა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რააც მიღებული იქნება. მე აქ ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც შემაშფოთებელია,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გუნდში დისკუსია მიმდინარეობს. კერძოდ, მისი თქმით, გუნდში მიმდინარეობს დისკუსია, რა სახით უნდა იყოს წარმოდგენილი "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე - უარი თქვას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, თუ მიიღოს მონაწილეობა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები