საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამის მკვლელობაში ბრალდებული დები პატიმრობაში დატოვეს - როგორ პირობებში იმყოფებიან ხაჩატურიანები
მამის მკვლელობაში ბრალდებული დები პატიმრობაში დატოვეს - როგორ პირობებში იმყოფებიან ხაჩატურიანები

სამი და, რომ­ლებ­საც მა­მის, მი­ხა­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა ბრალ­დე­ბა, მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა. „სპუტ­ნიკ არ­მე­ნია“ წერს, რომ გო­გო­ნე­ბი სა­პა­ტიმ­რო­ში პი­რო­ბებს არ უჩი­ვი­ან. 17 წლის მა­რი­ას ად­ვო­კა­ტის, ია­როს­ლავ პა­კუ­ლი­ნის თქმით, გო­გო­ნე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ.

საქ­მე ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. 57 წლის მი­ხა­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ანს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი 27 ივ­ლისს და­ნე­ბით და­ესხნენ თავს. მა­მა­კაც­მა შეძ­ლო მათ­გან თავი და­ეხ­სნა, თუმ­ცა ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნის გამო გაქ­ცე­ვა ვერ შეძ­ლო და მალე გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც.

გო­გო­ნებ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას­თან გა­ნა­ცხა­დეს, რომ მი­ხა­ილ­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო და სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა. მზრუნ­ვე­ლი მამა მონ­სტრად იქცა, რო­მე­ლიც სცემ­და შვი­ლებს. გო­გო­ნე­ბის დაც­ვა არც დე­დას შე­ეძ­ლო, რად­გან ოჯა­ხი მან დიდი ხნის წინ მი­ა­ტო­ვა.

საქ­მის ერთ-ერთი მოწ­მე ამ­ბობს, რომ მი­ხა­ილს კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­თან ჰქონ­და კავ­ში­რი.

დები ამ დრომ­დე სხვა­დას­ხვა სა­კან­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც გო­გო­ნებს ამ­დე­ნი ხნის მან­ძილ­ზე ერ­თმა­ნე­თი არ უნა­ხავთ. ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ვერც სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბის დროს ხვდე­ბი­ან - რუ­სუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ერ­თსა და იმა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებს შეხ­ვედ­რის უფ­ლე­ბა არ აქვთ.

„გო­გო­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის გამო ნერ­ვი­უ­ლო­ბენ. ერ­თად ყოფ­ნას არი­ან მიჩ­ვე­უ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ივან მელ­ნი­კოვ­მა.

დებ­თან ფსი­ქო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ. უმ­ცროს დას, მა­რი­ას მათ­თან უკვე ხუთი შეხ­ვედ­რა ჰქონ­და. იზო­ლა­ტო­რებ­ში გო­გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და - დე­დამ, აუ­რე­ლია დუნ­დუკ­მა გო­გო­ნებს სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, საჭ­მე­ლი, სა­ბან­კო ბა­რა­თი გა­დას­ცა.

„ბუ­ნებ­რი­ვია, გო­გო­ნებს ძა­ლი­ან უჭირთ. ისი­ნი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ერ­თმა­ნეთ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, ძლი­ე­რი ემო­ცი­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა აქვთ. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ნივ­თე­ბი გა­დას­ცეს, შე­და­რე­ბით დამ­შვიდ­დნენ. მა­ნამ­დე მათ გა­მო­საც­ვლე­ლი ტან­საც­მე­ლიც არ ჰქონ­დათ,“ - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

შუ­ა­თა­ნა დას, 18 წლის ან­გე­ლი­ნას უკვე აქვს ტე­ლე­ვი­ზო­რი და მათი საქ­მის გა­შუ­ქე­ბას მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით თვალს აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებს. მისი ად­ვო­კა­ტი, ალექ­სეი პარ­ში­ნი ამ­ბობს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა გო­გო­ნე­ბის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია.

„თუ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნებს მის­წერთ წე­რი­ლებს, ეს მათ ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა. თუ ხალ­ხის­გან თა­ნად­გო­მის სი­ტყვებს მო­ის­მე­ნენ, ამ სა­ში­ნე­ლე­ბის გა­და­ტა­ნა უფრო მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა,“ - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

უფ­რო­სი და, კრის­ტი­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით ტე­ლე­ვი­ზო­რის გა­რე­შეა. ამ­ბებს ის ად­ვო­კა­ტის­გან, ალექ­სეი ლი­პცე­რის­გან ის­მენს.

გო­გო­ნე­ბის დედა, აუ­რე­ლია პრე­სას­თან სა­უ­ბარ­ზე კა­ტე­გო­რი­ულ უარს აცხა­დებს. ად­ვო­კა­ტი პარ­ში­ნი ამ­ბობს, რომ რო­დე­საც შვი­ლე­ბი გი­სო­სებს მიღ­მა იმ­ყო­ფე­ბი­ან, ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბია, რომ დე­დის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

დაც­ვის მხა­რე სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ცდი­ლობ­და, გო­გო­ნე­ბის­თვის პა­ტიმ­რო­ბა ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით შე­ეც­ვა­ლათ. ან­გე­ლი­ნას ად­ვო­კა­ტი პარ­ში­ნი სა­სა­მარ­თლოს სთხოვ­და, გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის ასა­კი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ად­ვო­კა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ გო­გო­ნე­ბის­თვის დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

"დებ­მა სა­ში­ნე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი მი­ამ­ბეს. მამა მათ არ უშ­ვებ­და სკო­ლა­ში, ცემ­და. ოჯახ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ცუდი ამ­ბა­ვი ხდე­ბო­და. მი­ხა­ილ­მა გო­გო­ნე­ბის დედა 2.5 წლის წინ გა­აგ­დო და მისი და გო­გო­ნე­ბის მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და. შვი­ლებს სის­ტე­მა­ტუ­რად სცემ­და, მო­ნე­ბი­ვით ეპყრო­ბო­და. ძა­ლა­დო­ბა, მუ­ქა­რა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბო­და ოჯახ­ში," - ჰყვე­ბა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ივან მელ­ნი­კო­ვი.

გო­გო­ნებს ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი, წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი მკვლე­ლო­ბის გამო 20 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

www
1

ძალიან კარგი განაჩენი გამოუტანეს გოგონებმა თუ სიმართლეა მაგრამ რა იცის კაცმა ოჯახში რა ხდებოდა და მიზეზი თუ სხვაა სომხები ზედმეტად ჭკვიანები არიან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

მამის მკვლელობაში ბრალდებული დები პატიმრობაში დატოვეს - როგორ პირობებში იმყოფებიან ხაჩატურიანები

მამის მკვლელობაში ბრალდებული დები პატიმრობაში დატოვეს - როგორ პირობებში იმყოფებიან ხაჩატურიანები

სამი და, რომლებსაც მამის, მიხაილ ხაჩატურიანის მკვლელობა ბრალდება, მოსკოვის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. „სპუტნიკ არმენია“ წერს, რომ გოგონები საპატიმროში პირობებს არ უჩივიან. 17 წლის მარიას ადვოკატის, იაროსლავ პაკულინის თქმით, გოგონები გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობენ.

საქმე ძალიან ხმაურიანი აღმოჩნდა. 57 წლის მიხაილ ხაჩატურიანს საკუთარი შვილები 27 ივლისს დანებით დაესხნენ თავს. მამაკაცმა შეძლო მათგან თავი დაეხსნა, თუმცა ძლიერი სისხლდენის გამო გაქცევა ვერ შეძლო და მალე გარდაიცვალა კიდეც.

გოგონებმა მოგვიანებით გამოძიებასთან განაცხადეს, რომ მიხაილმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაიწყო და სრულიად შეიცვალა. მზრუნველი მამა მონსტრად იქცა, რომელიც სცემდა შვილებს. გოგონების დაცვა არც დედას შეეძლო, რადგან ოჯახი მან დიდი ხნის წინ მიატოვა.

საქმის ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ მიხაილს კრიმინალურ წრეებთან ჰქონდა კავშირი.

დები ამ დრომდე სხვადასხვა საკანში არიან მოთავსებული. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გოგონებს ამდენი ხნის მანძილზე ერთმანეთი არ უნახავთ. ხაჩატურიანები ერთმანეთს ვერც სასამართლო სხდომების დროს ხვდებიან - რუსული კანონმდებლობის თანახმად, ერთსა და იმავე საქმეზე ბრალდებულებს შეხვედრის უფლება არ აქვთ.

„გოგონები ერთმანეთის გამო ნერვიულობენ. ერთად ყოფნას არიან მიჩვეული,“ - განაცხადა უფლებადამცველმა ივან მელნიკოვმა.

დებთან ფსიქოლოგები მუშაობენ. უმცროს დას, მარიას მათთან უკვე ხუთი შეხვედრა ჰქონდა. იზოლატორებში გოგონების მდგომარეობა გაუმჯობესდა - დედამ, აურელია დუნდუკმა გოგონებს საჭირო ნივთები, საჭმელი, საბანკო ბარათი გადასცა.

„ბუნებრივია, გოგონებს ძალიან უჭირთ. ისინი შეშინებულები არიან, ერთმანეთზე ნერვიულობენ, ძლიერი ემოციური დაძაბულობა აქვთ. თუმცა მას შემდეგ, რაც ნივთები გადასცეს, შედარებით დამშვიდდნენ. მანამდე მათ გამოსაცვლელი ტანსაცმელიც არ ჰქონდათ,“ - ამბობს უფლებადამცველი.

შუათანა დას, 18 წლის ანგელინას უკვე აქვს ტელევიზორი და მათი საქმის გაშუქებას მედიის საშუალებით თვალს აქტიურად ადევნებს. მისი ადვოკატი, ალექსეი პარშინი ამბობს, რომ ჟურნალისტების უმეტესობა გოგონების მიმართ კეთილგანწყობილია.

„თუ ხაჩატურიანებს მისწერთ წერილებს, ეს მათ ძალიან დაეხმარება. თუ ხალხისგან თანადგომის სიტყვებს მოისმენენ, ამ საშინელების გადატანა უფრო მარტივი იქნება,“ - ამბობს ადვოკატი.

უფროსი და, კრისტინა ჯერჯერობით ტელევიზორის გარეშეა. ამბებს ის ადვოკატისგან, ალექსეი ლიპცერისგან ისმენს.

გოგონების დედა, აურელია პრესასთან საუბარზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ადვოკატი პარშინი ამბობს, რომ როდესაც შვილები გისოსებს მიღმა იმყოფებიან, ადვილად გასაგებია, რომ დედის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.

დაცვის მხარე სასამართლო სხდომაზე ცდილობდა, გოგონებისთვის პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალათ. ანგელინას ადვოკატი პარშინი სასამართლოს სთხოვდა, გაეთვალისწინებინა ხაჩატურიანების ასაკი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ გოგონებისთვის დედასთან ურთიერთობა აუცილებელია.

"დებმა საშინელი ისტორიები მიამბეს. მამა მათ არ უშვებდა სკოლაში, ცემდა. ოჯახში ძალიან ბევრი ცუდი ამბავი ხდებოდა. მიხაილმა გოგონების დედა 2.5 წლის წინ გააგდო და მისი და გოგონების მოკვლით ემუქრებოდა. შვილებს სისტემატურად სცემდა, მონებივით ეპყრობოდა. ძალადობა, მუქარა, იარაღის გამოყენება - ეს ყველაფერი ხდებოდა ოჯახში," - ჰყვება უფლებადამცველი ივან მელნიკოვი.

გოგონებს ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის გამო 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.